RSS

Daily Archives: 03/05/2012

კახეთში, ტურისტული პროდუქტის მიზნობრივად გამოყენებაზე იმსჯელეს

კახეთის, როგორც ტურისტული ზონის განვითარების  სამოქმედო გეგმებზე დღეს, სიღნაღში, კახეთის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მსჯელობდნენ. ამ შეხვედრას სახელმწიფო უწყების და კერძო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ტურისტული პროდუქტის მიზნობრივად გამოყენება, ინფრასტრუქტურული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ღვინის ტურიზმზე.

Read the rest of this entry »

 

ლონდონი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქალაქია

ლონდონი ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველ ქალაქად დასახელდა. TripAdvisor-ის გამოკითხვის თანახმად, ტურისტებმა სამოგზაუროდ ყველაზე მიმზიდველ ადგილად ლონდონი პირველად დაასახელეს. ბრიტანეთის დედაქალაქმა ეს ტიტული ბევრი საერთაშორისო დონის მოვლენების გამო მიიღო, მათ შორის გასული წლის სამეფო ქორწილით, წელს დაგეგმილი დედოფლის აღსაყდრებიდან 60 წლის იუბილეთი და ასევე ზაფხულის ოლიმპიური თამაშებით.

Read the rest of this entry »