კრიტერიუმების მიხედვით, დაცული ტერიტორია 6 კატეგორიისგან შედგება: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები. საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 9 ეროვნული პარკი, 24 ბუნების ძეგლი და 18 აღკვეთილი ტერიტორიაა. აღკვეთილი არის დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. იგი შეესაბამება IUCN-ის IUCN-ის IV კატეგორიას.
Daily Archives: 25/05/2012
ვეძათხეველების ტრაგედია – სტიქიამ კიდევ ერთი ახალგაზრდა იმსხვერპლა
ოლიკო ცისკარიშვილი
ვეძათხევამდე ფეხით ძლივს ავედით, ის მდინარე, რომელიც რამდენიემე დღის წინ გადაუღებელი წვიმების შედეგად, უეცრად ადიდდა და 24 წლის გარსევან გოგოჭურის სიცოცხლე იმსხვერპლა, ფეხით გამოვიარეთ. გზადაგზა, სოფლის მაცხოვრებლები გვხვდებიან დაგვიყვებიან როგორ წაიღო უცბად მოვარდნილმა მდინარემ ახალგაზრდა გარსევანის სიცოცხლე. დარდობენ სტიქიის მსხვერპლს და ჩივიან, რომ მდინარე არყალაზე ხიდიც კი არაა, რომ უცბად მოვარდნილი მდინარისგან ადგილობრივები დაზღვეულნი იყვნენ. რადგან სოფელში სკოლაც არა, პატარებს ამ მდინარის გადავლა უწევთ, ათკომლიანი სოფლის შიში საფუძველს მოკლებული არაა.
გარსევანი თბილისის პროზექტურიდან უკვე გადმოსვენებული დაგვხვდა, მასთან ბებია იჯდა და ხმამაღლა მოსთქვამდა. ეზოში მდუმარე ვეძათხეველები იდგნენ. 48 წლის გარსევანის დედა, რომელიც უკვე მეოთხე შვილის სიკვდილს გლოვობს, მოგვიანებით შემოვიდა. გარსევანი, მამაპაპისეულ სახლშიც კი ვერ დაასვენეს, რადგან იქ შეუძლებელი იყო მიცვალებულის პატრონობა, იმდენად შელახულია სახლი, კელდებიდან და სახურავიდან წვიმის დროს წყალი ჟონავს. სტიქიისგან დასახიჩრებული ახოვანი ვაჟკაცი, გარდაცვლილი ბიძის სახლში ასვენია.
დაცული ტერიტორიები
დაცული ტერიტორია ხმელეთის ან ზღვის ნაწილია, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვისა და შენარჩუნების მიზნითაა შექმნილი. ნაკრძალი ტერიტორიის ის ნაწილია, სადაც დაცულია მთლიანი ბუნებრივის კომპლექსი. ნაკრძალი შეიძლება იყოს, სამეცნიერო თვალსაზრისით ძვირფასი ბუნებრივი ობიექტი რომელიც შეიცავს: მცენარეებისა და ცხოველების სახეობებს, ლანდშაფტების ტიპებს, მინერალებს და სხვა.