RSS

შავი ზღვა კატასტროფის პირას!!!!

10 ნოე

batumi 007ოლიკო ცისკარიშვილი

ცოტა ხნის წინ, გარემოსდაცვითი ზედმხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამსახურის თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.

პანამის დროშით მცურავმა გემმა, ბათუმის ნავსადგურში, ფეკალური წყლები ჩაღვარა. სამართალდამღვევს დაეკისრა 65 000 ლარიანი  ჯარიმის გადახდა. დაანგარიშებულია გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობაც, რომელიც 8 000 ლარს აღწევს.

qobuleTi 008პანამის დროშით მცურავი გემი, საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული ჯარიმისა და ზიანის გადახდის შემდეგ დატოვებს.

ასეთი მკაცრი რეგულაციებია შავი ზღვის დაბინძურების შემთხვევაში. თუმცა, ამ რეგულაციებს და მოთხოვნებს, მაშინ აქვს აზრი, თუკი დამნაშავე სხვა ქვეყნის მოქალაქე, ან ორგანიზაციაა.

ისეთივე წარმატებით ბინძურდება შავი ზღვა, ხმელეთიდანაც. ბათუმის მახლობლად მდებარე ნაგავსაყრელიდან, დღემდე ჩაედინება ბინძური მასა ზღვაში და საფრთხეს უქმნის, როგორც ზღვას, ასევე ზღვაში მოცურავე თუ მობანავე ტურისტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას.

„ვერავინ გეტყვით ნაგვსაყრელი რამდენ ფართობს იკავებს, რადგან ნარჩენები სხვადასხვა დროსაა დაყრილი… მერე ზემოდანაც დაამატეს. სავარაუდოდ, კილომეტრი 200 მეტრზე იქნება მისი ფართობი. ეს ნაგავსაყრელი შავი ზღვისთვის სერიოზული პრობლემაა, რადგან მას ჩამონადენიც აქვს. ჩვეულებივი ნაგავი არაა, აქ დაყრილია ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ნარჩენიც, საწარმოო ნარჩენიც, ბატარეებიც და ტოქსიკური ნარჩენებიც. გამონადენი მოდის და უფრო დიდი დაბინძურების წყაროა, ვიდრე კანალიზაცია. ეს პრობლემა სწრაფად ვერ გადაიჭრება და არ ვიცი რა უნდა ვქნათ. ჩვენთან, სამწუხაროდ, არ ხდება სეპარირება და ყველა ჩვენი ნაგვსაყრელი  ტოქსიკურ ნივთიერებებს შეიცავს. უნდა მოხდეს სეპარაცია, და შეიძლება ნარჩენების რეგულაციაც ეშველოს, მოვანდომოთ ათი წელი თუ დავიწყებთ დღეს. ასეთი ნაგავსაყრელები,  დამღუპველია. ამ ნაგავსაყრელის მოქმედება ჯერ კიდევ არაა დაწყებული. ვერ ვაცნობიერებთ რამხელა პრობლემის წინაშე ვართ. სწრაფად ეს პრობლემები არ იჭრება. ევროპას, კამპანიისთვის 20 წელი დასჭირდა, რომ ხალხს სეპარირება ესწავლა. ეხლა თუ დავიწყეთ 20 წელიწადში გვექნება შედეგი. მოსახლეობას რა უნდა მოვთხოვოთ, როცა 20 წელი კანონის მიღებას მოანდომა სახელმწიფომ? “ – ამბობს მამუკა გვილავა, გარემოს დაცვის სპეციალისტი, რომელსაც  საქართველოსა და შავი ზღვის რეგიონში ოც წლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს.

„ნიადაგში ჩადის და ნიადაგიც ბინძურდება, აქ ვეღარაფერს ვერ ვიზავთ ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ. სეპარაციას, კი აზრი მაშინ აქვს, თუკი ნაგავსაყრელზე ყველაფერს ერთად არ მიიტან. ნაგავსაყრელები მძიმე მდგომარეობაშია, ჩვენი კონვენციის ხაზით,  მეთანს აწარმოებენ და ესაა ემიტური, ჩვენ სადაც ემისია შეგვიძლია შევამციროთ ესაა ნაგავსაყრელები. ანუ მეთანი ამოვიღოთ და ან გამოვიყენოთ ან დავწვათ. რომ გამოვიყენოთ უნდა გვყავდეს მყიდველი…“ – ამბობს მარინა შვანგირაძე „მდგრადი განვითარების ცენტრი – რემისიას“ ხელმძღვანელი.

 

 

ზღვასთან ახლოს გამწმენდი ნაგებობაცაა აშენებული, რომელზეც გერმანულმა მხარემ რამდენიმე მილიონი დოლარი დახარჯა, მისი დირექტორის მარინა გვიანიძის თქმით, გამწმენდ ნაგებობაზე არაა მიერთებული მთელი ბათუმის კანალიზაცია და ნახევარი მოსახლეობის ნარჩენებიც შესაბამისად, პირდაპირ ზღვაში იღვრება, ასეთივე მდგომარეობაა ანაკლიის ტერიტორიაზეც, კანალიზაცია პირდაპირ ზღვაში ჩადის.

უახლოეს მომავალში იგეგმება ნაგავსაყრელის ქობულეთში გადატანა, თუმც აარსებული ნაგავსაყრელი ისევ ისე დარჩება.

„ქობულეთის ნაგავსაყრელი, სადაც გარშმეო სოფლებიდანაც ჩაიტანენ ნარჩენებს, ისეთივე მაღალი დონის იქნება, როგორც ბათუმის წყალგამწმენდი ნაგებობა, უფრო მაღალი დონის, ვიდრე თბილისის ნაგავსაყრელია. რაც შეეხება ბათუმის ნაგავსაყრელს, დატკეპნიან. ტყის გაშენებას აპირებდნენ და არ გამოვიდა, რადგან ნაგავსაყრელიდან მეთანის ამოდინება კიდევ ათი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ვიდრე მეთანი მთლიანად არ ამოვა არაფრის გაკეთებას აზრი არ აქვს. მერე, კი შეიძება იქ მწვანე ზონა გაკეთდეს,“ – ამბობს მარინა შვანგირაძე.

ერთადერთი, რაც ამ ნაგავსაყრელზე გაკეთდა, ისაა, რომ საქონელი აღარ შედის, რომ იქ რაღაც სიბინძურეს აღარ ჭამს და მოსახლეობაშიც არ ვრცელდება, თუმცა ნარჩენების გამონადენი შავ ზღვაში ჩაედინება.

რაც შეეხება წყალგამწმენდს – საქართველოში, ამ დონის წყალგამწმენდი, როგორიც ბათუმშია, არ არსებობს.

„ის ნაწილი, რომელიც წყალგამწმენდში არ მიდის ზღვაში ჩაედინება. ეხლა ზუგდიდი ითხოვს წყალგამწმენდს, რადგან ფეკალიები, ანაკლიასთან, ზღვაში ჩაედინება. ბათუმის მოსახლეობის ნახევარის კანალიზაცია მიერთბეული არაა წყალგამწმენდთან. წესით, მთელი წყალი ბათუმიდან და სოფლებიდან აქ უნდა მოვიდეს, სიმძლავრეც გათვლილია. ესაა ევროპულ დონეზე გაკეთებული წყალგამწმენდი. სინჯები წამდაუწუმ კეთდება. საჭიროა, აქ მუშაობდეს ისეთი პიროვნება, რომელიც პირველივე შეფერხებისთანავე ფარ-ხმალს არ დაყრის. ასეთია მარიკა გვიანიძე. ჩვენი პრობლემაა ის, რომ ახალ ტექნოლოგიებთან ბოლომდე ვერ ვმუშაობთ, მუდმივად სჭირდება ახალგაზრდებს გადამზადება. სწორედ, ამიტომ ვერ მუშაობს გარდაბნის სადგური, მხოლოდ პირველად გაწმენდას აკეთებს და დანარჩენი ჩაედინება მტკვარში და ამ წყალს ისინი სასმელ წყალად იყენებენ,“ – ამბობს მარინა შვანგირაძე.

შავ ზღვას და შავი ზღვის ბინადრებს არა მხოლოდ ნაგავსაყრელი და ფეკალური მასები უქმნის საფრთხეს. შავი ზღვა ბინძურდება ნავთობპროდუქტებით. ძირითად პრობლემას წარმოადგენს ის, რომ ყველა ნავსადგომის ტექნიკური აღჭურვილობა და დამხმარე საინჟინრო ინფრასტრუქტურა გათვალისწინებულია მშრალი ტვირთების მიღებისათვის. მიუხედავად ამისა, პერიოდულად ადგილი აქვს თხევადი ტვირთების (ზეთები, გუდრონი და ა.შ.) მიღება-დამუშავებას, რაც გარემოსდაცვითი შეფასებით, კატეგორიულად დაუშვებელია. თხევადი ტვირთის ავარიული დაღვრის შემთხვევაში, შეუძლებელია ტრაპების/ჭების ბლოკირება, ისევე როგორც ნავმისადგომების ზედაპირზე არსებული სხვა დაზიანებული და ჩანგრეული ადგილებისა, საიდანაც დაღვრილი სითხე აგრეთვე მოხვდება პირდაპირ ზღვაში.
ბათუმის ზონაში 3 ძირითადი მდინარეა, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით შავი ზღვის მიმართულებით მიედინება. მდ. ყოროლისწყალი. მდ. კუბისწყალი.  მდ. ბარცხანა. 2006 წლის მონაცემებით, ამ მდინარეებში და უშუალოდ შავ ზღვაში ჩაშვებულია 2758 ათასი მ3 ჩამდინარე წყალი. ამ წყალთან ერთად, ზედაპირული წყლის ობიექტებში ჩაშვებულია 39 ტ ორგანული ნივთიერებები, 14,6 ტ ნავთობპროდუქტები, 37 ტ შეწონილი ნაწილაკები. ამ სამი მდინარიდან ნავთობპროდუქტებით ნაკლებად არის დაბინძურებული მდ. ყოროლისწყალი, რომელშიც ნავთბპროდუქტების შემცველობა მერყეობს 0,3-0,6 ზდკ-ს ფარგლებში, ხოლო მდ. ბარცხანასა და მდ. კუბისწყალში ნავთობპროდუქტების შემცველობა მერყეობს 0,6-6,0 და 0,8-7,3 ზდკ-ს ფარგლებში.  ეს მდინარეები, დღემდე დაბინძურებული არიან.

„კომპანიები, რომელთა მიზეზითაც ხდება გარემოს გაუარესება, ხშირად არ იხდიან ამისათავის სამართლიანად, ან საერთოდ არ იხდიან,“ – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი, მწვანე ალტერნატივის ასოციაციის ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი.

მისივე თქმით, შავის ზღვის ორაგული, რომელსაც 9 ტონამდე იჭერდნენ ეხლა გადაშენების პირასაა. ასევე გადაშენების პირასაა, სვია, რომლის ჭერაც (14.100 ტ) ენგურის შესართავთან ხდებოდა და რუსული ზუთხიც (8.762 ტონა).

გარემოს დამცველთა აზრით, პრობლემას წარმოადგენს ასევე, თევზსაჭერი ბადეების დავიწროება, ამის გამო, კი ნაპირზე მეტი ხამსა ამოყავთ, ვიდრე ადრე. ანუ დაიწყეს წვრილი თევზის ჭერა. ხამსა კი წყალმცენარეებს ჭამდა. ამის გამო, მომრავლდა ზღვის სანაპიროებზე წყალმცენარეები, რომელიც უკვე სერიოზული საფრთხის წინ აყენებს შავი ზღვის ბიომრავალფეროვნებას. ასევე პრობლემა შეიძება შეიქმნას პორტის აშენებისას, რადგან იქ თევზის გამოსაზამთრებელი ქილები იყო. პორტის გამო, განადგურდება და დიდი შესაძლებლობაა გაქრეს თევზი.

გარემოს დაცვის სპეციალისტი მამუკა გვილავა შავი ზღვის გარემოსდაცვით პრობლემებზე საუბრობს: „მკვებავი ნივთიერებები, ქიმიური დაბინძურება, საზღვაო ცოცხალი რესურსების ცვლილება, გადამეტებული თევზჭერა (ამის გამო, შეიცვალა სახეობების შემადგენლობა, დაირღვა ეკოსისტემა), ბიომრავალფეროვნების ცვლილება, ჰაბიტატების კარგვა, ინვაზიური სახეობების შემოჭრა (მედუზები), წყალმცენარეების ყვავილობა და მისი ტოქსიკურობა, მოლუსკებიც, რომელიც ამ წყალმცენარეებს ჭამს, ისიც ტოქსიკურია…“ არა მხოლოდ საქართველოდან, პრობლემებია ოდესის და დნეპრის ყურედან.

„ამ ყველაფერთან ერთად, შავ ზღვაში გემების გადაადგილების გამო, ნავთობი იღვრება,“ – ამბობს მამუკა გვილავა და ფიქრობს, რომ შავი ზღვის ეკოსისტემის მოვლა აუცილებელზე აუცილებელია.

 

 

1 responses to “შავი ზღვა კატასტროფის პირას!!!!

  1. გამოხმაურება: Site Title

დატოვე კომენტარი