RSS

გერმანიაში წყალდიდობას მსხვერპლი მოყვა

09 ივნ

germaniaგერმანიის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით წყალდიდობაა. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხელისუფლებამ ათასობით ადამიანის ევაკუაცია განახორციელა. მდინარე ელბაში წყლის დონის მატება სპეციალისტების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს. გადაუღებელი წვიმები რამდენიმე დღეა გრძელდება, რის შედეგადაც სტიქიის ზონაში აღმოჩნდნენ ბადენ-ვიურტემბერგი, ბავარია და საქსონია. კრიტიკულ ვითარებაშია მაგდებურგის რეგიონი, სადაც წყალმა არსებულ ნორმას 60 სანტიმეტრით გადააჭარბა.
მაშველები და მეხანძრეები მდინარე ელბაზე 20 კილომეტრის გაყოლებაზე დამბებს აშენებენ. დღეისათვის ამ მდინარეზე წყლის დონემ 7,45 მეტრს მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ამ დროის მონაცემებით, გერმანიაში წყალდიდობის შედეგად, შვიდი ადამიანია დაღუპული, არიან დაკარგულებიც.

 

დატოვე კომენტარი