RSS

საქართველოს დაცული ტერიტორიები

25 მაისი

This slideshow requires JavaScript.

 IUCN-ის  კრიტერიუმების მიხედვით, დაცული ტერიტორია 6 კატეგორიისგან შედგება: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები.  საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 9 ეროვნული პარკი, 24 ბუნების ძეგლი და 18 აღკვეთილი ტერიტორიაა. აღკვეთილი არის დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. იგი შეესაბამება  IUCN-ის  IV კატეგორიას.

ეს აღკვეთილი ტერიტორიებია: ლაგოდეხის, ილტოს, ყორუღის, გარდაბნის, იორის, ჭაჭუნის, კაცობურის, ქობულეთის, ნეძვის, ქცია-ტაბაწყუტის, თეთრობის, აჯამეთის, კარწახის, სულდის, ხანჩალის, ბუღდაშენის, მადაფატას და სათაფლიის. ამ ტერიტორიების ფართობი  64119  ჰექტარია.

აღკვეთილი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც ადამიანის მხრიდან მოითხოვს სპეციალურ აღდგენით და მოვლით ღონისძიებებს. აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება.

აღკვეთილი საჭიროებს ეროვნულ და ცალკეულ შემთხვევებში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორიას ან/და აკვატორიას, სადაც ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობები და ეკოსისტემის ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტებია წარმოდგენილი.

აღკვეთილი შეიძლება შედიოდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის და სხვა დაცული ტერიტორიის შემადგენლობაში და ასევე მოიცავდეს ბუნების ძეგლს.

აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია აღკვეთილში სხვადასხვა ზონა მოეწყოს.

აღკვეთილში დაშვებულია თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა.

ამ ტერიტორიების მოვლა კატეგორიების მიხედვით ხდება. მაგალითად, ნაკრძალი უნდა იყოს ხელუხლებელ მდგომარეობაში, სადაც ბუნებრივი პროცესები ადამიანის ჩარევის გარეშე უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა შესაძლებელია მოვლითი ღონისძიებების ჩატარება. აქტიური მენეჯმენტის განხორციელება. ეს ყველაფერი მხოლოდ არამანიპუალციური-სამეცნიერო კვლევისთვისაა ანუ მონიტორინგისთვის, დაკვირვებისთვის, ასევე საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რათა აუხსნან მოქალაქეებს, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს თუ რა დიდი ფასეულობა და დაცვითი ფუნცია აქვს ამ ტერიტორიებს.

ეროვნული პარკი გამოირჩევა ეკოსისტემებით. დაცული ტერიტორიის ფუნქციის გარდა, საშუალებას იძლევა, განვავითაროთ ტურიზმი ანუ ადამიანების დასვენების შედეგად, იქ მცხოვრებ ხალხს გარკვეული შემოსავალი მოვუტანოთ.

”ჩვენ ვთავაზობთ ვიზიტორებს მობრძანდნენ, დაათვალიერონ ეს ტერიტორია და იქ არსებულ სერვისებში შესაბამისი თანხა გადაიხადონ, რომლითაც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის ბიზნესის განვითარებას. ეს შეიძლება იყოს საოჯახო სასტუმრო, ლანჩ-პაკეტების დამზადება,  პროდუქციის მაღაზია ( თაფლი და ა.შ ) ასევე ვავითარებთ აქტიურ მენჯმენტს ანუ მაგალითად, თუ დაავადდა რომელიმე ტყე ვცდილობთ განადგურების საშუალება არ მივცეთ, ბუნებრივ პროცესებში ვერევით და აქტიურ მენჯმენტს ვახორციელებთ. ‘’ – განაცხადა ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის დირექტორმა თომა დეკანოიძემ.

ამგვარი ტერიტორიები არის ტრადიციულ-აქტიური ზონა, სადაც ნებადართულია მოსახლეობისთვის ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა: სამკურნალო მცენარეების გამოყენება, ხე-კენკრის შეგროვება, თიბვა, საქონლის ძოვება, შეშის მოპოვება, მაგრამ აკრძალულია ხვნა-თესვა.

თუმცა ვიზიტორების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება ბიო-მრავალფეროვნების დეგრადაცია გამოიწვიოს.

აღკვეთილ ტერიტორებზე რესურსების უკანანოდ მოხმარების შემთხვევაში, საქმეში ერევა დაცვის სამსახური (რეინჯერები) და  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კოდექსის მიხედვით, დაწესებულია ჯარიმები. ამას გარდა, პიროვნებას დაზიანებული ტერიტორიის ანაზღაურება ეკისრება.

აღკვეთილი ტერიტორების შექმნას ან გაუქმებას წყვეტს საქართველოს პარლამენტი. თუმცა ვიდრე პარლამენტამდე მივა ეს საკითხი, მანამ შეიძლება წიანდადება წამოაყენოს არასამთავრობო ორგანიზაციამ, კონკრეტული ტერიტორიის გამგეობამ, ამის შემდგომ იქ მიდის ჯგუფი, რომელიც სწავლობს ამ ტერიტროიას თუ რამდენად მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანია ის, შემდგომ ხდება დასკვნის ნაწილის მომზადება, სადაც მითითებულია, რომ ეს ტერიტორიები მიზანშეწონილად უნდა გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად. ეს დასკვნა წარედგინება სამინისტროს, რომელიც შესაბამისად განიხილავს მას პარლამენტში, სადაც ხდება მისი დაკმაყოფილება ან გაუქმება.

ბოლო წლებში, შექმნილი დაცული ტერიტორიებიდან აღსანიშნავია 1996 წელს ბორჯომ-ხარაგაულის სამონადირეო მეურნეობის ეროვნულპარკად, აღკვეთილად გადაკეთება. ის მოიცავს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, ნეძვის აღკვეთილ, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილ და თეთრობის აღკვეთილ ტერიტორიებს.

ასევე 2001 წელს შექმნილი კოლხეთის ეროვნული პარკი, ამავე წელს ჯავახეთის ეროვნული პარკი.  2003 წელს შექმნილი თუშეთის საელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი და დაცული ლანდშფტი, ვაშლოვანის ნაკრძალი და  ილიტოს აღკვეთილი ტერიტროები. 2007 წლიდან შექმნილი სათაფლიის მღვიმეები, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ პერიოდში საგურამოს ბაზაზე თბილისის ეროვნული პარკიც ჩამოყალიბდა. საქართველოს მასშტაბით, დაცულ ტერიტორიებს, ნახევარი მილიონი ჰექტარი უჭირავს, რომელიც ქვეყნის ფართობის დაახლოებით 8 % შეადგენს.

ხატია გოგოხია

 

დატოვე კომენტარი