RSS

ხე, რომელმაც აპოკალიფსი გადაიტანა

32 ოლიკო ცისკარიშილი

ზუსტად 69 წლის წინ, 1945 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა იაპონიის ქალაქის ატომური იარაღით დაბომბვის განკარგულება გასცა: დაიბომბოს 2 აგვისტოს შემდეგ, როგორც კი ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს.

ბრძანების შესრულების საშუალება 6 აგვისტოს მიეცათ. ხიროსიმის უღრუბლო ცაზე მზე ანათებდა. ქალაქი სასწაულით იყო გადარჩენილი ომის კოშმარს, თუმცა მისი მცხოვრებნი ყოველ ღამით შიშით აყურადებდნენ ქალაქის თავზე მფრინავ ამერიკელთა თვითმფრინავებს.

Read the rest of this entry »

 

მესტია – სვანური კოშკები და ცადაზიდული მყინვარები

svaneTi 017ოლიკო ცისკარიშვილი

თბილისიდან დაახლოებით 470 კილომეტრიანი გზა სვანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში უგზოობის გამო, მოწყვეტილნი იყვნენ გარესამყაროს. თუმცა გზა კარგადაა გაკეთებული, მგზავრები მაინც უნდა გაფრთხილდნენ, უცბად ჩამოწოლილი მეწყრებისგან.

ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, დაღლა საერთოდ დაგვავიწყდა, როცა ამაყად აზიდულ კოშკებს მივადექით. როგორც გავიგეთ კოშკები ყველა გვარს თავისი აქვს – ნიგურიანების, ხერგიანების, ფალიანების, მჭედლიანების, რატიანების, ხოჯელანების, მარგიანების, ნაკანების, მუშკუდიანების, ჩართოლანების, გვარლიანებისა და ბარლიანების. მათ გარშემო კი ზვიადი მთები – უშბა, დალალახვარი, ბანგურიანი, თეთნულდი, ლაღამი, ლალაიდი…

Read the rest of this entry »

 

შავი ზღვისპირა უნიკალური ტბა – პალიასტომი

paliastomi 002 ოლიკო ცისკარიშვილი

დღე მეოთხე:

საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რომელსაც ტურიზმში განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს. ტურისტების მოსაზიდად დასავლეთ საქართველოში, გურიისა და სამეგრელოს შორის ერთი უნიკალური ტბა – პალიასტომი, რომელიც ბერძნულად ზღვის ძველ უბეს ნიშნავს. 1924 წლამდე ის მტკნარი წყლით იყო სავსე. იშვიათი შემთხვევაა, როცა ზღვასთან ასე ახლოს, მტკნარი წყლის ესოდენ დიდი ტბა იყოს სადმე. ამ წელს, სპეციალურად გათხრილი არხის წყალობით, პალიასტომი ზღვას შეუერთეს. ხოლო დიდი ღელვების და ზვირთების შედეგად, არხი გაფართოვდა და ის უკვე დიდი სრუტით უკავშირდება ზღვას. წყალიც მარილიანი გახდა.  საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. მასში ჩაედინება მდ. ფიჩორა, ხოლო გამოედინება მდინარე კაპარჭინა.

სწორედ, აქ მოხვდა ის ოცი ჟურნალისტი, რომელიც მედიატურის ფარგლებში მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სწავლობს, თუ როგორ მოქმედებს  კლიმატის ცვლილებები გარემოზე.

Read the rest of this entry »

 

ანაკლიას სხვა ნაკლი აქვს

anaklia 019ოლიკო ცისკარიშვილი

დღე მესამე:

მშვიდობის ხიდი, რომლის სიგრძე თითქმის ერთი კილომეტრია, გადაჭიმულია მდინარე ენგურსა და შავი ზღვის შესართავთან… (ადგილობრვების თქმით, ანაკლიიდან ორ კილომეტრში უკვე აფხაზეთში ვართ.)

სწორედ, აქ უერთდება მდინარე ენგური შავ ზღვას. აქ, მდინარე, შავი ზღვის ტალღების დარტმის გამო, თითქოს უკან იწყებს სვლას… სტატიას არ ვწერ იმიტომ, რომ ყბადაღებული და საზოგადოების განსჯის საგანი ახლა, სწორედ ანაკლიაში დაგეგმილი ჯაზ-ფესტივალი კაზანტიპია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი ფესტივალების ჩატარებით, საქართველოს ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სასურველ ნიშნულემდე ადის.

თუმცა, ეს ალბათ სხვა თემაა და სხვა დროს, შეიძლებადაიწეროს კიდეც ეკოფაქტის გვერდზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ გაშმაგებული ფესტივალის მზადების მიუხედავად, სანაპირო ზოლი საშინლად დაბინძურებულია და დამსვენებლებიც ანტისანიტარიაში ირუჯებიან. მდინარის შესართავთან ბანაობა სასტიკად აკრძალულია, თუმცა გამაფრთილებელი აბრა მხოლოდ ქართულ ენაზეა.

Read the rest of this entry »

 

ხეების სასაფლაოს გავლით, ჭალაათის მყინვარისკენ

Walaati 002ოლიკო ცისკარიშვილი

დღე მეორე: მესტია ჭალა, მდინარე მეხსირი, რომელიც ყველაზე გრძელი მდინარეა, ჭალაათის ხეობაში კიდევ ერთი მდინარე. ამ მდინარეების შეერთების შემდეგ მესტიაჭალის ხეობაა. დილაუთენია ავიყევით ჭალაათის მწვერვალისკენ გზას.

გზად უზარმაზარი ლოდები გვხვდება, ეს მყინვარიდან ჩამოტანილი ლოდებია – გვიხსნის პროფესორი გიორგი დვალაშილი. ამ ლოდების შესწავლისას დადგინდა, რომ ეს ლოდები კავკასიონიდანაა ჩამოტანილი. ერთ-ერთ ლოდის სიმაღლე 14 მეტრია. ამ ლოდების არსებობა,  იმის დასტურია, 4-5 საუკუნის განმავლობაში, როგორ შემცირდა მყინვარი.

Read the rest of this entry »

 

ენგურჰესი – მედლის ორი მხარე

engurhesi 012ოლიკო ცისკარიშვილი

სოფელ ჯვართან, ენგურჰესის უზარმაზარი კაშხალი, ორმოც წელზე მეტია სრული დატვირთვით მუშაობს. სწორედ, აქ შევჩერდით პირველდ, მედიატურის მონაწილე ოცი ჟურნალისტი.

კაშხალზე, წყლის ფსკერიდან 235 მეტრზე ასულებს, საიდანაც ადამიანებსა და ავტომობილებს ძლივს ავრცევდით, შიშიც არ გვიპყრობს, რომ შეიძლება წყალსაცავი გაირღვეს და წარმოუდგენელი მასშტაბის ტრაგედია დატრიალდეს… ამიტომ თამამად დავაბიჯებთ და ვტკბებით წყალსაცავის სილამაზით.

ენგური ერთ-ერთი წყალუხვობით გამორჩეული მდინარეა, არა მხოლოდ საქართველოში, მთელ კავკასიაში. მისი სიგრძე დაახლოებით 213 კილომეტრია.

Read the rest of this entry »

 

საინტერესო მედიატური ჟურნალისტებისთვის

IMG_7103 24-27 ივლისს პროგრამის  “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია“ ფარგლებში, 20-მდე სხვადასხვა მედია-საშუალების წარმომადგენელი მესტიის, ზუგდიდის, წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს  და თვითმმართველ ქალაქ ფოთს  ეწვია და კლიმატის ცვლილებისადმი მოწყვლადი ტერიტორიები მოინახულა,  მესტიის მუნიციპალიტეტში ჟურნალისტები მყინვარ „ჭალაათის“ მაგალითზე მყინვარებზე კლიმატის ცვლილების გავლენას გაეცნენ ანაკლიის ზღვისპირა ზოლზე კი აბრაზიულ პროცესებს დააკვირდნენ. ჟურნალისტები, კოლხეთის ეროვნულ პარკსაც ეწვივნენ,

Read the rest of this entry »

 

თბილისის ზოოპარკში მაიმუნი დაიბადა

maimuniზოოპარკში მატებაა!!! – აცხადებენ თბილისის ზოოპარკში.

უსაყვარლეს ახალშობილზე, პაწაწუნა ჰამადრილზე, დედამ უარი თქვა და ახლა ზოოპარკის თანამშრომლების მზრუნველობის ქვეშაა. მას აზღარბული შავ-შავი ქოჩორი და ჭკვიანი, ღილებივით თვალები ამშვენებს, პიანისტივით გრძელი თითების პატრონი ბუნებრივი, შავი მანიკიურითაც იწონებს თავს.

Read the rest of this entry »

 

შსს-ს მაშველებმა მყინვარწვერიდან ფეხმოტეხილი რუსი ტურისტი ჩამოიყვანეს

myinvarwveri 002შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მყინვარწვერიდან ფეხმოტეხილი რუსი ტურისტი ქალბატონი ჩამოიყვანეს.

Read the rest of this entry »

 

გერგეთობას გილოცავთ

gergeTisken 001დღეს, გერგეთობააა, გილოცავთ…

გერგეტის ყოვლადწმიდა სამების ტაძარი IV საუკუნის ძეგლია. თეიმურაზ ბაგრატიონის „ივერიის ისტორია“ მოწმობს, რომ მანამდე სამების მთაზე ჯვარი ყოფილა აღმართული. ჩვენი ერის სულიერ ცხოვრებაში სამების ტაძარს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა. საუკუნეების განმავლობაში ხევის ისტორიაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა მასთან იყო დაკავშირებული.
ხევში არსებობს ასეთი გადმოცემა: ქართლის, კახეთისა და იმერეთის მეფეებს ერთმანეთში დავა ჰქონიათ, თუ სად უნდა აშენებულიყო წმიდა წამების ტაძარი. მაშინ მცხეთაში ერთ ბერიკაცს მათთვის მოუხსენებია: „მეფენო, ფურ-ბერწი დაჰკალით და მისი სამგორველი (მენჯის ნაწილი) სოფლის ბოლოს დააგდეთ, მოვა შავი ყორანი და სადაც მას გამოხრავს, სამებაც იქ ააშენეთო“. მეფეები ასეც მოქცეულან. ყორანი მოფრენილა და წაუღია სამგორველი. მდევრად ხალხიც თან გაჰყოლია. ანანურის თავზე ყორანს დაუსვენია და აქ სამების ნიში აუგიათ. ყორანი აქედან ბიდარის მთაზე (ჯვრის უღელტეხილი) დაფრენილა და აქაც ჯვარი აღუმართავთ. აქედან კი გერგეტში, „ელგეშის“ ნიშთან გადაფრენილა, ცოტა დაუსვენია, ბოლოს სამების მთაზე დაუგდია სამგორველი და ძვალიც იქ გამოუხრავს.

Read the rest of this entry »