RSS

საქართველოს ნოემბრის თვეში 402 307 ვიზიტორი ესტუმრა

shem 013საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკური მონაცემები 2014 წელი, ნოემბერი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი აქვეყნებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: Read the rest of this entry »

 

შექმენი საახალწლო ნაძვის ხე

10304699_853794647975852_897373309602555764_nთსუ-ს საბავშვო უნივერსიტეტი და თსუ ეკო კლუბი გთავაზობთ კონკურსს – „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“, რომელშიც მონაწილეობის მიღება საქართველოს ყველა სკოლის ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია. კონკურსის მიზანია, შევაჩეროთ ტყეების განადგურება, ახალგაზრდა ნაძვის ხეების უმოწყალო ჭრა, საახალწლოდ კი ხელოვნური ნაძვის ხეების საკუთარი ხელით შექმნა წავახალისოთ.

Read the rest of this entry »

 

პრეზენტაცია “თსუ-95 და იმერეთის მღვიმეები”

ცუცხვათიქალაქ ქუთაისში იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის მოწვევით თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორმა გიორგი დვალაშვილმა პრეზენტაცია გამართა “თსუ-95 და იმერეთის მღვიმეები”. სადაც გამოიფინა 2013 წელს აღმოჩენილი კარსტული მღვიმე ,,თსუ-95“ და ახლად შესწავლილი კარსტული მასივის ,,ბზვანის“ ტერიტორიაზე მღვიმე ,,ნავარსკვლავევის“ ფოტოები, შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ვიდეო მასალა და პრეზენტაციაც.

Read the rest of this entry »

 

კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიხსნა

riskiშსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ზვიად ქაწაშვილმა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრ ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად, გაერო-ს კატასტროფების რისკის შემცირების ოფისის (UNISDR) მიერ ორგანიზებული სამუშაო შეხვედრა გახსნა.

Read the rest of this entry »

 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს განცხადება

zamTris mzeგარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც მუდმივად ახორცილებს მდინარე მტკვარზე მონიტორინგს, რამდენიმე დღის წინ, მდინარე მტკვარში (ასპინძის რაიონის სოფელ ხერთვისთან) წყლის დონის კლება დააფიქსირა. 

Read the rest of this entry »

 

ცუცხვათის მღვიმე

ცუცხვათიცუცხვათის მღვიმე მდებარეობს ოკრიბა-არგვეთის ქედზე. უროგენულ კირქვებში გამომუშავებულ ცუცხვათის მღვიმოვანს, ადგილობრივები „მაღარას“ უწოდებენ.
მღვიმე შედგება 13 სართულისგან. ქვევიდან პირველი სართული ადამიანისთვის გაუვალი ვიწრო ხვრელია, რომელშიც გაედინება მუდმივი ნაკადი – მდ. შაბათაღელე. მღვიმის ქვემოთ მდინარეს ჭიშურა ეწოდება.
მეორე სართული (მთავარი ტალანი) ატარებს უზარმაზარი ბუნებრივი გვირაბის ხასიათს (სიგრძე – 200 მ, სიგანე – 10-30 მ, სიმაღლე 10-28 მ). მასში წყალი მხოლოდ შაბათაღელის წყალდიდობის დროს გაედინება. ტალანის განშტოებებში არის წყაროები, პატარა ტბა, კალციტის ნაწვეთი ფორმები. ჭერთან შენახულია ადამიანის მიერ დამაგრებული ძელები – ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთი.

Read the rest of this entry »

 

აშშ-ში მუშაობა დაიწყო მსოფლიოში უდიდესმა მზის ელექტროსადგურმა

მზისამერიკის შეერთებულ შტატებში მუშაობა დაიწყო მსოფლიოში უდიდესმა მზის ელექტროსადგურმა სახელწოდებით – Topaz. ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო 2012 წელს. ინჟინრებმა ორი წლის განმავლობაში, კალიფორნიაში დაამონტაჟეს 9 მილიონი მზის პანელი, დაახლოებით 25 კვადრატული კილომეტრის ფართობზე. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 2.5 მილიარდი დოლარი.

Read the rest of this entry »

 

თბილისელი ფერმერების წარმატებული საქმიანობა წნისში

ferma 006ოლიკო ცისკარიშვილი

ახალციხემდე, სოფელ წნისში, არც თუ ისე პატარა ფერმაა,  სადაც 45 ადგილობრივია დასაქმებული. ფერმაში 70 მეწველი ძროხა და ოცამდე ხბოა, რომლებსაც სათუთად უვლიან.

ფერმას, რომელიც მოიცავს 600 კვადრატულ მეტრს, სათავეში ნინო ზამბახიძე და მისი ბიზნესპარტნიორი ბესო ბაბუნიშვილი უდგანან. ჩვენი სტუმრობისას, პატარა ხბოებს აცრას უკეთებდნენ სპეციალისტები, რომლებიც მუდამ თვალყურს ადევნებენ ცხოველების ჯანმრთელობას. გარეთ, მეწველი ძროხები მასაჟორს ზურგს უშვერდნენ, ყველის ცეხში კი ყველის ამოყვანის გამალებული სამუშაოები მიმდინარეობდა.

ეს ფერმა ადგილობრივებისთვის დასაქმების შანსი და დიდი სტიმულია. Read the rest of this entry »

 

საჯარო ლექცია მოსწავლეებისათვის ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”

mewyeri 1004გუშინ, 26 ნოემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ნორჩ გეოგრაფთა სკოლამ” ჩაატარა სამეცნიერო-პოპულარულ ლექციას თემაზე ,,საქართველოს სტიქიური პროცესები”. მომხსენებელი იყო თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი.

საჯარო ლექციაზე, ყურადღება გამახვილდა, საქართველოში, ბოლო დროს, მომატებულ სტიქიურ პროცესებზე. ბუნებრივი პროცესების სტიქიური განვითარება და გეოეკოლოგიური სიტუაციის გამძაფრება დიდ სიძნელეებს უქმნის კახეთის რეგიონის მოსახლეობას და მის ეკონომიკას. საშიშროების ზონაში იმყოფება ასობით საცხოვრებელი სახლი, საინჟინრო ნაგებობა, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების ათასობით ჰექტარი. სტიქიური პროცესების ექსტრემალური განვითარების პირობებში, მოსახლეობისადმი და სასოფლო-სამეურნეო ობიექტებისადმი მიყენებული ზარალი ათობით მილიონ დოლარს აღწევდა. Read the rest of this entry »

 

საქართველოში რიგით ოცდამერვე, ხოლო ვანის მუნიციპალიტეტში პირველი კარსტული მასივი აღმოაჩინეს

IMG_084122 ნოემბერს, ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბზვანში, საინტერესო გეომორფოლოგიური ექსპედიცია მოეწყო. ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტ სალომე ხონელიძემ თსუ-ში საქართველოს რეგიონების გეომორფოლოგიის ლექციაზე განიხილა ბზვანის მღვიმის საკითხები, შემდეგ არსებული ინფორმაცია დაზუსტებული სოფელ ბზვანის რწმუნებულთან ბატონ გრიგოლ ტყეშელაშვილთან. ექსპედიციის ხელმძღვანელი იყო თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი.

Read the rest of this entry »