RSS

ჩემი გადარჩენა ოჯახის დამსახურებაა…

15 აპრილი

ელენე გვიმრაძე

„არ უნდა გამოიყენონ ნარკოტიკული ნივთიერებები, განსაკუთრებით არასრულწლოვნებმა. ასეთი ნივთიერებები ჯანმრთელობისთვის საზიანოა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“, – გვეუბნება ყოფილი ნარკოდამოკიდებული, რომელიც ამჟამად რებილიტაციას გადის სამედიცინო ცენტ „რეა“-ში. 28 წლის გიორგიმ (რომელმაც გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა) სამი წელია ნარკოტიკებზეა დამოკიდებული, მან ნარკოტიკების მოხმარება 25 წლის ასაკში დაიწყო. იგი დღეში რამდენჯერმე მოიხმარდა.

 მუშაობა ვეღარ შეძლო და სამსახურსაც თავი დაანება. მას სხვადახვა ფსიქიკური პრობლემებიც დაეწყო, მათ შორის ჰალუცინაციები, გათიშვები. საზოგადოებასთან კომუნიკაციას ვერ ამყარებდა თუ ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ არ იყო. ამ ყველაფერმა გიორგის ოჯახზე ცუდად იმოქმედა. როდესაც ნარკოტიკების ყიდვის ფული არ ჰქონდა მშობლებთან მიდიოდა. ერთ მშვენიერ დღეს მშობლებმა ფულის მიცემაზე უარი განუცხადეს და სამსახურის მოძებნა ურჩიეს. გიორგი ისე გაღიზიანდა ფიზიკურადაც კი იძალადა მშობელზე. თუმცა ბოლოს მიხვდა, რომ რეაბილიტაცია აუცილებლად სჭირდებოდა. „ჩემი გადარჩენა ჩემი ოჯახის დამსახურებაა. რომ არა ისინი დღეს ისევ ნარკოდამოკიდებული ვიქნებიდი“. – ამბობს გიორგი.

„ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან პროფესიული შეხება ათი წელია მაქვს, – გვეუბნება ფსიქოლოგი მარიამ ოთინაშვილი, რომელიც ქალაქ გორში „ავერსის“ კლინიკაში მუშაობს – რაც შეეეხება გამოცდილებას, თუ ნარკოდამოკიდებულს აქვს სურვილი  მდგომარეობიდან გამოვიდეს, მას კომპლექსური ეტაპობრივი მკურნალობა ესაჭიროება. პირველ ეტაპზე ფიზიკური აბსტინენციის, ანუ ფიზიკური „ლომკის“ მოხსნით იწყება. როგორც წესი ეს სტაციონარის პირებში ხდება, სადაც მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად ჩართულია ფსიქოთერაპევტიც. კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ იწყება ფსიქორეაბილიტაციის ეტაპი, სადაც სხვადასხვა ფსიქოთერაპიული აქტივობებისგან შემდგარი თერაპიული კურსია დაგეგმილი. პარალელურად მედიკამენტოზური მკურნალობაც გრძელდება. ეს პროცესი, მინიმუმ სამ თვეს მოიცავს. ფსიქორეაბილიტაციის შემდეგ  რესოციალიზაციის ეტაპი იწყება, რომელიც პაციენტის სოციუმში დაბრუნებას გულისხმობს.“ – ამბობს იგი და გვიყვება როგორი გარემო უნდა შევუქმნათ რეაბილიტირებულ ნარკოდამოკიდებულს, რომ არ დაუბრუნდეს ნარკოტიკების მოხმარებას, – „არ აქვს აზრი დამოკიდებულება რას ეხება – ნარკოტიკს, ალოჰოლს თუ  აზარტულ თამაშებს. ვეტყოდი, რომ თუ გინდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა, ეს შესაძლოა მთავარია არ დანებდე და არ ჩამოყარო ხელები. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. გარემოს რაც შეეხება, ეს რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი დამოკიდებულების მკურნალობის პროცესში. მკურნალობა ეტაპებისგან შედგება და ყველა ეტაპს შესაბამისი გარემო ესაჭიროება. იდეალური ვარიანტია საინტერესოდ დაგეგმილი და დატვირთული ფხიზელი გარემო, სადაც ემოციური და ფსიქოლოლოგიური მხარდაჭერაა, თანადგომა არის აუცილებელი ფაქტი“, – ამბობს მარიამ ოთინაშვილმი.

ნარკოლოგი ნინო თოდაძის თქმით, ნარკოტიკებზე დამოკიდებულება ქრონიკული დაავადებაა, რომელიც მწვავე სამკურნალო ჩარევების შემდეგ ხანგრძლივ რეაბილიტაციას მოითხოვს. რეაბილიტაცია კი, როგორც ფსიქოლოგიური, ისე სამედიცინო ჩარევებისგან და, რაც მთავარია, სოციალური თანადგომისგან უნდა შედგებოდეს, რამაც უნდა უზრუნველყოს პაციენტის რესოციალიზაცია და მისი საზოგადოებისკენ შემობრუნება. „დამოკიდებულებას ახასიათებს რეციდივება (ავადმყოფის შებრუნება), რაც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული, ფსიქიკური დარღვევები, დეპრესიით, სტრესით. ეს ყველაზე ხშირად მაპროვიცირებელია, რომ პაციენტმა ისევ დაიწყოს ნარკოტიკების მოხმარება. რეაბილიტაციის დროს კი ამ რეცივიდივის პრევენცია ხდება“, – ამბობს ნარკოლოგი, ნინო თოდაძე და ამატებს, რომ დეტოქსიკაციის შემდეგი პერიოდი მინიმუმ 6 თვე უნდა გაგრძელდეს, რომ ხელშესახებ შედეგს მივაღწიოთ, სხვა მტკიცებულებით საკმაოდ ინტენსიური ჩარევის შეთხვევში, მინიმუმ 3 თვეა საჭირო, რომ არამყარი მდგომარეობიდან პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდეს.

„სტიგმა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზია. ამ კუთხით პაციენტებთან და საზოგადოებასთან სამუშაო ჩასატარებელია, რომ გააცნობიერონ, რომ ქალებსაც ისევე სჭირდებათ დახმარება, როგორც მამაკაცებს. და რიგ შემთხვევში, მათ კიდევ უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ. გარდა ამისა, უნდა გითხრათ, რომ ყველა ცენტრის ინფრასტრუქტურა არაა ისე მოწყობილი, რომ ქალებს მინიმალური შეხება ჰქონდეთ მამაკაც პაციენტებთან. ამ კუთხით გარკვეუული სამუშაოებია დასაგეგმი, რომ არსებული ცენტრი უფრო მორგებული გახდეს ქალ პაციენტებზე. ნინო თოდაძის ინფორმაციით, დღეს სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში მკურნალობას ერთდროულად აგრძელებს დახლოებით 2200-მდე ადამიანი.

მისივე თქმით, ნარკოდამოკიდებული ადამიანისთვის ორ კვირიანი მკურნალობის სტაციონალური დეტოქსიკაცია და შემდეგ ორ კვირიანი პირველადი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია. სპეციალისტთა აზრით, მყარი შედეგის (რემისია) მისაღწევად არასაკმარისი და სრულყოფილ მკურნალობად არ ჩაითვლება.

ფოტო აღებულია: https://www.google.ge/search?hl=en-GE&tbs=simg:CAQSlQIJputlvOb2fQoaiQILELCMpwgaOwo5CAQSFN0enyvqMoI0xgWCJN4OgwHVA7ANGhtX59Amqmz9WJL5VO2IqEkSkXFvyKE78Nz4p28gBTAEDAsQjq7-CBoKCggIARIE9-C_10QwLEJ3twQkaqAEKGgoIc29sdXRpb27apYj2AwoKCC9tLzA3M2wzCiIKD2hlYWx0aCBjb25jZXJuc9qliPYDCwoJL2ovNzl4MHp5ChgKBHBpbGzapYj2AwwKCi9tLzAycjUzN3QKGwoIcGhhcm1hY3napYj2AwsKCS9tLzAxcmZwcwovCh1zb2x2ZW50IGluIGNoZW1pY2FsIHJlYWN0aW9uc9qliPYDCgoIL20vMDlia2IM&sxsrf=APq-WBvOgLOEVmgzJiFzGvu8W21nZTZsAg:1650008704643&q=immunosuppressive+drugs&tbm=isch&sa=X&ved=2ahUKEwiaoN21yZX3AhXbQ_EDHZcxAF4Qwg4oAHoECAEQMg&biw=1366&bih=600#imgrc=vh89vgDkHNienM

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s