მარიამ ჟღერია

„ნარკოტიკებისთვის თავი რომ დამენებებინა, ამას მაშინ მივხვდი, როცა ირგვლივ აღარავინ მყავდა. მარტო ვიყავი, აღარავის ესმოდა ჩემი და არც აღარავინ მაინტერესებდა, მხოლოდ წამალზე ვფიქრობდი,“ – გვიყვება 40 წლამდე მამაკაცი, თ.ო., რომელმაც ნარკოტიკების მიღება, საკმაოდ ახალგაზრდამ, 17-18 წლისამ დაიწყო, – „უბრალოდ გავსინჯე და შემდეგ პირველს მეორე და მეორეს მესამე მოყვა, თუმცა, ნეტა მესამეს შემდეგ სხვა მრავალი აღარ მოჰყოლოდა… შემდეგ ისე შევტოპე რომ ვერც კი შევამჩნიე რომ ნარკოდამოკიდებული ვიყავი. „კაიფი“ უფრო ბუნებრივი იყო ვიდრე სიფხიზლე“, – ის თავის დანებებას მონასტერში გაქცევითაც ეცადა. იქაურმა სიმშვიდემ დაარწმუნა, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაბრუნებოდა.
Read the rest of this entry »