RSS

Daily Archives: 15/04/2022

„თანაბარი უფლებები, თანაბარი შესაძლებლობები ყველას!“

მარიამ სხირტლაძე

„ინტელექტუალური შეფერხების მქონე პირები ყველაზე მოწყვლადი  ფენაა,   რომელთაც ყველაზე მეტად უჭირთ დასაქმება, მათ ესაჭიროებათ დამხმარე ალტერნატიული  სერვისები, ფუნქციონალური მიდგომის  პრინციპით  ინდივიდის ძლიერ მხარეზე დაყრდნობით, მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების საფუძველზე სამუშაოს ოპერაციებად დაყოფა, პროფესიული გადამზადება, მხარდაჭერით დასაქმება და ამ გზით გასვლა შრომით ბაზარზე. აღნიშნული   პრობლემებიდან  გამომდინარე  გადავწყვიტეთ ხის  საწარმოს შექმნა, სადაც შშმ პირები ინტელექტის განმავითარებელი  სათამაშოების დამზადებას სწავლობენ,“ – გვეუბნება მაია ასაკაშვილი, ასოციაცია „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაცია, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა შშმ ბავშვთა მშობლების მიერ.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

საწარმო „სხივში“ შშმ პირების მიერ ხელნაკეთ ნაკეთობების შეძენას შეძლებთ

ანი ჭანკოტაძე

თბილისში, მოსკოვის გამზირის დასაწყისში, პატარა ხის სახელოსნო „სხივი“, რამდენიმე წელია უკვე არსებობს. დღეს იქ, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ ხელნაკეთ ნივთებს ამზადებენ. „სხივი“ „სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების  ასოციაციის“ ბაზაზე გაიხსნა, რომელიც 1997 წელს დაფუძნდა შშმ ბავშვთა მშობლების მიერ.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

საზოგადოების ცნობიერების დეფიციტი

ხატია კაციაშვილი

„დაბრკოლებებს ქუჩებში ყოველდღიურად ვაწყდები. ხშირად ავტომობილები ტროტუარზეა გაჩერებული, ზოგან არასწორად არის დამონტაჟებული ბორდიულები, გადასასვლელზე პანდუსები არ არის დამონტაჟებული”, – გვეუბნება ნანა ნოღაიდელი, რომელიც 20 წელია ეტლით სარგებლობს.

რა პირობებში უწევთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაადგილება, ადაპტირებული ინფრასტრუქტურის არ არსებობა დღემდე გადაუჭრელ პრობლემად რჩება. გაუმართავი შუქნიშნების და პანდუსების სიმცირის გამო ქუჩაში მოძრაობა მათთვის სახიფათოა, საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა კი დამოუკიდებლად თითქის შეუძლებელია. სიტუაცია კიდევ უფრო მძიმეა რეგიონებში.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

აჯობეთ საკუთარ თავს!!!

ცოტნე ტალახაძე

„23 წლის ასაკში, მამისგან პატარ-პატარა ბიზნესი მერგო წილად. შეიძლება ითქვას, რომ უდარდელი ცხოვრება მქონდა. რასაც ვისურვებდი მარტივად შემეძლო ამესრულებინა. მეგობრებთან ერთად ვიყავი, სადაც ჩვენთან ერთად ჩვენი ნარკოდამოკიდებული მეგობარიც იყო“, – გვიყვება 33 წლის გ.ქ. მისი თქმით წარმოდგენა არ ქონდა, რა გავლენას ახდენს ნარკოტიკი ადამიანზე.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

საქართველოში არასრულწლოვნებში ალკოჰოლიზმის მაჩვენებელი საგანგაშოა

ნინო ნაჭყებია

„როდესაც ალკოჰოლის დამოკიდებულების ქვეშ არ ვარ თავს უცნაურად ვგრძბობ. სულ მიჩნდება იმის სურვილი, რომ ალკოჰოლი მივიღო, მაგრამ თავს ძალას ვატან და არ ვეკარები.  ალკოჰოლმა ჩემი ცხოვრება უარესობისკენ შეცვალა გავხდი აგრესიული და თავს ვერ ვაკონტროლებდი. ახლა რეაბილიტაციის შედეგად თავს უკეთ ვგრძნობ და მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ თავი დავაღწიო ალკოჰოლს,“ – გვიყვება 30 წლის დ.ჯ, რომელიც უკვე  ერთი წელია   ალკოჰოლზეა დამოკიდებულია.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

ქვეყანაში სრულყოფილი გარემო ყველა ადამიანისთვის არ არის შექმნილი

მარიამ შიოშვილი

„ჩემი ცხოვრება ყოველთვის სირთულეებით იყო სავსე. მიწევდა დაბრკოლებების გადალახვა. საზოგადოებაში ჩემი ადგილის დასამკვიდრებლად ყოველთვის ვიბრძოდი. ახლა ვითარება შეიცვალა. ინფრასტრუქტურა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის ფორმალურად კეთდება, ისიც სრულყოფილად ადაპტირებული არ არის. პანდუსები ხშირად მოუხერხებელია და დახმარების გარეშე მისი გამოყენება თითქმის შეუძლებელია“, – გვიყვება თბილისის 165-ე საჯარო სკოლის  მოსწავლე 16 წლის თეონა ჯაში.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

ჩემი გადარჩენა ოჯახის დამსახურებაა…

ელენე გვიმრაძე

„არ უნდა გამოიყენონ ნარკოტიკული ნივთიერებები, განსაკუთრებით არასრულწლოვნებმა. ასეთი ნივთიერებები ჯანმრთელობისთვის საზიანოა და სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის“, – გვეუბნება ყოფილი ნარკოდამოკიდებული, რომელიც ამჟამად რებილიტაციას გადის სამედიცინო ცენტ „რეა“-ში. 28 წლის გიორგიმ (რომელმაც გვარის დასახელებისგან თავი შეიკავა) სამი წელია ნარკოტიკებზეა დამოკიდებული, მან ნარკოტიკების მოხმარება 25 წლის ასაკში დაიწყო. იგი დღეში რამდენჯერმე მოიხმარდა.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

ნარკოტიკების მსხვერპლნი უმეტესად არასრულწლოვნები არიან

თიკა გურაშვილი

„მიჭირს მშვიდად საუბარი საზოგადოებათან, თუ არ ვიმყოფები ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ, ამ დონემდე ნარკოტიკების მცირე დოზების მიღებამ მიმიყვანა, ახალგაზრდებს მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ ჯანმრთელობისათვის მსგავსი მავნებელი ნივთიერებების მიღებისგან“, – ამბობს 25 წლის ახალგაზრდა ბიჭი დავითი (სახელი შეცვლილია), რომელმაც უკვე დაიწყო მკურნალობა, რომ თავი  ნარკოდამოკიდებულებას დააღწიოს.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე