RSS

Monthly Archives: დეკემბერი 2021

სექსუალური განათლებით ვიზრუნებთ ჩვენს ჯანმრთელობაზე

ოლიკო ცისკარიშვილი

„სექსუალური განათლება“ – ხმამაღლა ნათქვამი ისე ჟღერს თითქოს კამასუტრას სწავლებას ან პორნოგრაფიაში კარგად გარკვევას ნიშნავს. თუმცა ასე არ არის და „სექსუალური განათლება“ მოიცავს გოგონებისა და ბიჭებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, ზრდასრულებისთვისაც, ისეთ ინფორმაციის მიწოდებას, რაც მათ ჯანმრთელობისთვის  აუცილებელია. ვაღიარებ, რომ ნახევარ საუკუნეს მიღწეულმაც კი არ ვიცი, ბევრი ისეთი რამ, რაც ჩემს სექსუალურ ჯანმრთელობისთვის აუცილებელია, რადგან ოჯახი, საზოგადოება იმდენად ტაბუირებულად თვლიდა ამ თემაზე ლაპარაკს, რომ საერთოდ არაფერი გამეგებოდა ადამიანის ფიზიოლოგიაზე და მით უმეტეს ჯანმრთელობაზე, რომელიც პირდაპირ აისახება ჩვენს ცხოვრებაზე.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 26/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

საქართველოს მაღალმთიანეთში 1000 სოფელს ინტერნეტი ექნება

ევროპის გუნდიევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს სოფლებში სწრაფი ინტერნეტ კავშირის დანერგვაში ინვესტირებას ახდენენ

  • ევროკავშირის ბანკი გამოყოფს 34 მილიონ ევროს საქართველოს სოფლებში ეროვნული ფართოზოლოვანი ქსელის გაფართოებისთვის.
  • ევროპის საინვესტიციო ბანკის ეს სესხი უზრუნველყოფილია ევროკავშირის გარანტით, საგარეო დაკრედიტების მანდატის ფარგლებში.
  • დაახლოებით 500,000 ადამიანი 1000 სოფელში ისარგებლებს სწრაფი, საიმედო და ხელმისაწვდომი ინტერნეტით, რომელიც, როგორც მოსალოდნელია, ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივ ბიზნესის განვითარებას.
  • ევროკავშირის მიერ გარანტირებული ევროპის საინვესტიციო ბანკის სესხი, მხარს უჭერს საქართველოსთვის ციფრული კავშირის გაუმჯობესებას აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის ევროკავშირის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის ფლაგმანი ინიციატივის ფარგლებში.
Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 19/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

მივიწყებული ქალაქის არქიტექტურული საგანძური

 ნინა ლორთქიფანიძე

ნიკო ნიკოლაძის მოდერნიზებული საპორტო ქალაქი, ჩვენი ისტორიული ფაზისის, არქიტექტურული საგანძური განადგურების პირასაა. 1894 წელს დაწყებული აღმშენებლობა, რომელშიც  მონაწილეობა ევროპელმა არქიტექტორ-დიზაინერებმა მიიღეს ნადგურდება, მისი რეაბილიტაციისა და აღმშენებლობის ბიუჯეტი კი ქალაქში, სადაც რამდენიმე ათეული ოფიციალური მილიონერი ცხოვრობს, დღემდე ვერ მოიძებნა.

Read the rest of this entry »
 
2 Comments

Posted by on 15/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

ქალაქი ფოთი, ისტორიული ფაზისის შთამომავალი

ნინა ლორთქიფანიძე

შავი ზღვის ნაპირებზე გაშენებული ქალაქი ფოთი, რომლის წარმოთქმის დროსაც ყველას გონებაში – ფაზისი, ოქროს საწმისი და არგონავტები მოსდის უდიდესი ტურისტული პოტენციალის ქალაქია. ისტორია, კულტურა, არქიტექტურა, ეროვნული პარკები, ტბები და ზღვა – განა რა არის საჭირო მეტი ადამიანისთვის ვისაც მოგზაურობა უყვარს.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 14/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

ღარიბი ქალაქი პანდემიის პირისპირ


ნინა ლორთქიფანიძე

2020 წლიდან მსოფლიო COVID-19 ებრძვის, რომელმაც დღეის მონაცემებით 5 324 675– ზე მეტი ადამიანი უკვე იმსხვერპლა. მიუხედავად რამდენიმე სახის ვაქცინის შექმნისა, ვირუსისა და მასთან ერთად, პანდემიის დასასრულს ბოლო არ უჩანს. ვირუსმა ძალიან დიდი ეკონომიკური და მორალური ზიანი მიაყენა მსოფლიოს. შეიცვალა ადამიანების ყოველდღიული ცხოვრება, თითქოს მათ უკვე ისწავლეს ვირუსთან ერთად ცხოვრებაც კი და ნელ-ნელა მსოფლიო მცირედი პროცენტით ჩვეულ რიტმს უბრუნდება.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 13/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

დამოკიდებულების მქონე ადამიანები „თანადგომაში“ იპოვიან ცხოვრებაში დაბრუნების 12 ნაბიჯს

ოლიკო ცისკარიშვილი

ქალაქ თელავიდან აღმოსავლეთით 20, ქალაქ ყვარლიდან კი 16 კმ-ში, ზღვის დონიდან 480 მ-ზე, მდებარეობს შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი გრემი. აქ, ოდესღაც კახეთის მეფეთა რეზიდენცია (1466-1614 წ.წ.) იყო. უძველესი ციხე-ქალაქის მარჯვნივ, გზას თუ აუყვებით ზევით, რამდენიმე ათეული მეტრის შემდეგ, მიადგებით ღია მწვანე კარს, ეზოში კი დგას უკვე სამსართულიანი საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრ „თანადგომა სადაც დამოკიდებული (ნარკომომხმარებელი, თამაშდამოკიდებულები, ალკოგოლდამოკიდებულები) ადამიანები რეაბილიტაციას გადიან. ცენტრში, რომელიც 2016 წლიდან სტაბილურად ფუნქციონირებს, უკვე რეაბილიტაცია 50-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 11/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

ალტერნატიული წყაროების გამოყენებით ჩვენ შევქმნით უკეთეს სამყაროს

ლანა ლობჯანიძე

,, კარგ ლექსს რომ დასწერ, ხე დარგე!

თუ ვერ დასწერე, რა უშავს,

ნურც რას იდარდებ, მეტადრე,

ხის დარგვა ხომ შეგიძლია,

შენც ადექი და ხე დარგე“

   მეც ავდექი და ხე დავრგე აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მარანში, სადაც CENN-ის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი. „Green, Green and Green“, (მწვანე, მწვანე და მწვანე) – ომახიანი ხმით გვეუბნება თავის დევიზს ჯონ ნიკრემი, რომელიც საქართველოში წლების წინ ჩამოვიდა დანიიდან და ალვის ხეების ტყის გაშენებას მიჰყო ხელი. როგორც CENN-ის რეგიონული კოორდინატორი, სამეგრელო-ზემო სვანეთში, მაია კოდუა გვეუბნება იგეგმება ბრეკეტების ქარხნის დაარსება.  ,,მნიშვნელოვანია გათბობის ალტერნატიული საშუალებები და ერთ-ერთი ალტერნატივა შეშის, რა თქმა უნდა, არის ნარჩენი ბიომასისგან ბრეკეტების დამზადება და ამ ბრეკეტების წარმოება, მოხმარება და პოპულარიზაცია. მნიშვნელოვანია,  საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ამ კუთხით“, – ამბობს ის.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 10/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

აუცილებელი ხდება განახლებადი ენერგიის წყაროებზე გადასვლა                  

ანანო ბლიაძე

„ზოგიერთ სოფელში თბილი წყალი სკოლიდან მეზობლებმა სახლებშიც გადაიყვანეს,“ – ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციის „სენის“ ენერგოეფექტური ტექნოლოგიები ზემო აჭარის სკოლებში პროექტის ტექნიკური შემსრულებელი ინდ.მეწარმე ემზარ ბერიძე და აღნიშნავს, რომ მაღალმთიანი აჭარის სოფლებისთვის, სადაც ელექტროენერგიისა თუ გაზმომარაგების მიწოდება შეზღუდულია, ამ პროექტის განხორციელება დიდ სარგებელსა და კომფორტს წარმოადგენს.

 ადგილობრივებისგან გავარკვიეთ, რომ მზის წყლის გამათბობლებსა და ფოტოვოლტაიკურ ბატარეებს, თავდაპირველად დიდი აჟიოტაჟი გამოუწვევია: „თავიდან არ იცოდნენ რამდენად სასარგებლო იქნებოდა ახალი, ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და ფიქრობდნენ, რომ ერთი კაცის მოქმედება ხეების მასიურ გაჩეხვაში წვლილს არ შეიტანდა, თუმცა ეკოკლუბების, ახალი ტექნოლოგიების დამონტაჟების, მისი სარგებლიანობის დანახვისა და ცნობიერების ამაღლების ხარჯზე, ჩვენი გარშემომყოფებისთვისაც ახალი პერსპექტივის დანახვა შესაძლებელი გახადა”,- ამბობს ქედის საჯარო სკოლის ერთ-ერთი მოსწავლე.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 09/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

ენერგოეფექტური ტექნოლოგიები აჭარის მაღალმთიან სკოლებში

მელანო ჭეიშვილი

ზემო აჭარის სკოლებში ზარი დაირეკა. „ჯალაბაშვილების“ სკოლაში 13 მოსწავლის 14 მასწავლებელი საგაკვეთილო პროცესს მორჩა და თბილ სამასწავლებლოში შეკრებილი მასწავლებლები ერთმანეთს უზიარებენ დღის ამბებს. აქ ბავშვებს ვერ მივუსწარით, თუმცა ვნახეთ ენერგოეფექტური ღუმელებით, როგორ თბება ხისგან ნაგები ძველი სკოლა, სადაც სხვადასხვა სოფლებიდან დადიან მოსწავლეები. სკოლაში, სადაც ხანდახან კლასში თითო ბავშვია, ყველა კლასი ენერგო ეფექტური ღუმელით თბება. სკოლაშიც ისეთი სითბო და სიმყუდროვეა ბავშვებსაც უხარიათ სწავლა.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 05/12/2021 დუიმი კატეგორიის გარეშე