აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ, სვანეთის ხაიშიდან ჩამოსახლებული, სტიქიით დაზარალებული ადამიანები. სოფელში 2014 წლის აღწერით 491 ადამიანი ცხოვრობს. სოფელში მოსაგვარებელია: გზები, ელექტროენერგია (დაბალი ძაბვაა) და ყველაზე მთავარი სასმელი წყლის პრობლემა.
ქალაქ მარნეულში, რომელიც სოფელ ხაიშიდან, დაახლოებით რვა კილომეტრშია, იმ ადგილას, სადაც სასმელი წყალი მოდის, ყოველ დღე ხალხმრავლობაა, რადგან სოფელში მუდმივად სასმელი წყლის პრობლემაა. მოსახლეობას უწევს ჭურჭლით სახლამდე წყლის ზიდვა. Read the rest of this entry »