გარემოსდაცვითი ორგანიზაციები: ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის წარუმატებლობის მიზეზი მისი შემუშავების გაუმჭვირვალე, არამონაწილეობითი პროცესია
გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები (მწვანე ალტერნატივა, „საბუკო“, „ნაკრესი“) გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმართავენ. ისინი მოუწოდებენ მინისტრს, კანონპროექტის არსებული ვერსია არ წარედგინოს პარლამენტს, რადგან ის მრავალ ხარვეზს შეიცავს და მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს. წარუმატებელი კანონპროექტის გასაუმჯობესებლად გარემოსდაცვითი ორგანიზაციები სამინისტროს თანამშრომლობას სთავაზობენ. Read the rest of this entry »