„ევროკავშირი მხარს უჭერს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას, ვინაიდან იგი ადამიანის უფლებების, გარემოს დაცვისა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს,“ – ერთ-ერთ შეხვედრაზე განაცხადა საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენლობის სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერმა, დომინიკა სკუბიდამ.
ახალი გამოწვევები და შესაძლებლობები, რომელიც ქართულ კომპანიებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებულმა ასოცირების ხელშეკრულებამ და გლობალურ ბაზრებთან ინტეგრაციამ მოუტანა, ხშირ შემთხვევაში მჭიდროდ უკავშირდება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) განვითარებას, დახვეწასა და საქართველოში ბიზნესის პასუხისმგებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვას. Read the rest of this entry »