კორონავირუსის ინფექციის შესაძლო გავრცელების პრევენციისთვის საქართველომაც გამონახა გზა და ყველა უნივერსიტეტი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მსოფლიოში ახალი კორონავირუსის გავრცელების მაღალი ინტენსივობისა და სახელმწიფოს მიერ პრევენციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების კვალდაკვალ, პირველივე შემთხვევის დაფიქსირებისთანავე გადაწყდა სწავლების ონლაინ ვერსიაზე გადასვლა. ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად, სკოლებისა და უნივერსიტეტების უმეტესობის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა ზოგისთვის დადებითი ხასიათის მატარებელია, ზოგისთვის პირიქით. Read the rest of this entry »
Monthly Archives: მარტი 2020
დედამიწის საათი -2020
დედამიწის საათი (World Earth Hour) – პლანეტის დასაცავი ყოველწლიური ღონისძიება, რომელსაც მთელი მსოფლიო უერთდება .
ღონისძიება, სახელად დედამიწის საათი, მსოფლიოში ყოველწლიურად მარტის თვეში ტარდება. მისი ორგანიზატორია WWF (World Wildlife Fund) – ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი. WWF – World Wildlife Fund ბუნების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1961 წელს დაარსდა. ორგანიზაციის ლოგოზე დათვი პანდაა გამოსახული. ორგანიზაციის მთავარ მიზანს წარმოადგენს ბიომრავალფეროვნების დაცვა და ადამიანის გავლენის შემცირება ჩვენს გარემოზე. Read the rest of this entry »
covid 19 – ზე ინფორმაციები
მკითხველს ვთავაზობთ საიტს, სადაც შეუძლიათ თვალი ადევნონ კორონავირუსთან დაკავშირებულ განახლებულ ინფორმაციებს მსოფლიოს მასშტაბით
https://www.worldometers.info/coronavirus/
ამ საიტზე ყოველდღიურად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახლდება ინფორმაცია.
ტყეების დღე
ამ ძნელბედობის ჟამს, როცა მსოფლიო გლობალური პრობლემის წინაშე დგას, შეუძლებელია დავივიწყოთ ეს მშვენიერი დღე, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა ბევრი ადამიანი სახლებში გამოკეტა, მაინც მინდა გავიხსენო ეს დღე და ჩვენს მკითხველს ერთხელ კიდევ შევახსენო ტყეების მნიშვნელობა. დღეს ტყეების დღეა,
1971 წელს, გაეროს ინიციატივით, 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ აღიარეს. ამ დღის ძირითადი ამოცანა პლანეტის მოსახლეობის სატყეო ეკოსისტემების მნიშვნელობის გაცნობიერების ამაღლებაა. ამ დღეს, მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში,როგორც წესი, ტყის დასაცავად სხვადასხვა აქცია და ღონისძიება ტარდება.
რეკომენდაციები კორონავირუსზე
კორონავირუსს, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, საქართველოში, კი მხოლოდ 25 ადამიანს დაუდგინდა. რადიო “თავისუფლებამ” გამოაქვეყნა ცხრილი, თუ როგორ გავარჩიოთ კორონა ვირუსი გაციებისგან და გრიპისგან, რომელსაც ჩვენს მკითხველსაც ვთავაზობთ, ასევე გთავაზობთ “მკურნალ.გე”-ზე განთავსებულ ინფორმაციას თუ როგორ დავამზადოთ ხელის ანტისეპტიკური ხსნარი სახლის პირობებში: ალბათ, ეს დაგეხმარებათ, გაუმკლავდეთ იმ კრიზისს, რომელიც ამჟამად სააფთიაქო ქსელებშია.
უფრო ქვევით კი გაგაცნობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებს, რომელიც ფსიქოლოგმა ჯანა ჯავახიშვილმა თარგმნა Read the rest of this entry »