RSS

Monthly Archives: აპრილი 2020

სხვების დახმარებით ეხმარები საკუთარ თავს

ინტერვიუ ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილთან

ესაუბრა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტი ხატია ძნელაძე

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში 22 მაისამდე გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, ხოლო გადაადგილების შეზღუდვა კიდევ ერთი კვირით გადაიდო. ფიზიკური დისტანცირების დროს, როგორ გავუმკლავდეთ დაღლილობას, უგუნებობას, მუდმივ შფოთვას თუ დეპრესიას ამაზე ვესაუბრეთ ფსიქოლოგ ჯანა ჯავახიშვილს, რომელიც  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ადიქციის კვლევების ინსტიტუტის დირექტორია.

Read the rest of this entry »

 

დღეს, დედამიწის დღეა…

დღეს, დედამიწის დღეა, დედამიწის, რომელმაც წელს წუთშესვენება აიღო და კოვიდინფექციის გამო, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შეწყდა აქტიური ცხოვრება. დღეს, ეს დღე მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში… აღარ დაირგვება ხეები, აღარ დასუფთავდება ტყები და მდინარეები, აღარ გაიწმინდება დანაგვიანებული ხევები და რეკრიაციული ზონები… იმიტომ, რომ დედამიწაზე ადამიანებს გარეთ გამოსვლაც კი არ შეუძლიათ მასობრივი აკრძალვებისა და კარანტინების გამო… დღეს, ცოტა თუ გავა სუფთა ჰაერზე სასეირნოდ… მაგრამ, მაინც, დღეს, დედამიწის დღეა, დედამიწის, რომელსაც ადრე არ ვუფრთხილდებოდით და სწორედ პანდემიის დროს მივხვდით, რამდენად ღირებულია კაცობრიობისთვის მისი მოვლა და მოფრთხილება. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 22/04/2020 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

პანდემია მივიღოთ, როგორც მოცემულობა და გამოვიყენოთ ჩვენს სასარგებლოდ

ხატია ძნელაძე

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ COVID-19 გლობალურ პანდემიად გამოაცხადა, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანას შექმნილ ვითარებასთან სწრაფი ადაპტაცია მოუწია. ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება, რომელიც ახალი კორონავირუსის გავრცელების შესაფერხებლად გამოიყენება, იზოლაცია და კარანტინია. ახლა, როდესაც მსოფლიო საყოველთაო კარანტინმა მოიცვა, შიშმა და სიკვდილიანობის რისკმა იმატა, მსოფლიო პანიკამ მოიცვა და ადამიანებს იზოლირებულად ყოფნა უწევთ დღეების, კვირეების, თვეების განმავლობაში. ადამიანების უმრავლესობას ფსიქოლოგიურად უჭირს იზოლაციაში ყოფნა. მსოფლიოში ვირუსით გამოწვეულ სიტუაციას, ზოგი გლობალურ პანდემიას უწოდებს, ზოგიც კარმულ ვალდებულებას, ზოგიც, კი უბრალოდ, „ჭკუის სწავლას“ ერთმანეთისადმი უპატივცემულობით გამოწვეულ, ინტერნეტში ჩაფლული სამყაროსთვის. Read the rest of this entry »

 

დარჩით სახლში!!!

ხატია ძნელაძე

კორონა ვირუსი (COVID-19), როგორც გლობალური პრობლემა, მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. მსოფლიო მასმედიის პოპულარული გამოცემები აქტიურად აშუქებენ პრობლემას, რომელიც კორონა ვირუსმა უკვე შექმნა. ის, რომ კორონა ვირუსი მსოფლიო ეკონომიკაზე ნეგატიურად ზემოქმედებს და მისი ფართოდ გავრცელების შემთხვევაში შესაძლოა ქვეყნების უმრავლესობა ეკონომიკურ კრიზისამდე მიიყვანოს აზრს მოკლებული მსჯელობა ნამდვილად არ არის. ამ პროცესში კი განსაკუთრებით საინტერესოა იმის გაანალიზება თუ რა შედეგები შეიძლება იქონიოს ეკონომიკურმა კრიზისმა ადამიანის უფლებებზე და როგორი შეიძლება იყოს სახელმწიფოს გონივრული ქცევა აღნიშნულ პროცესში. Read the rest of this entry »

 

მწვანე ალტერნატივა და საია ნამახვანის ჰესების პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ

2020 წლის 6 აპრილს „მწვანე ალტერნატივა“ და საია თბილისის საქალაქო სასამართლოში შეიტანენ სარჩელს, წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდ. რიონზე დაგეგმილი  ორსაფეხურიანი ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის  შესახებ.

Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 06/04/2020 დუიმი კატეგორიის გარეშე