RSS

Daily Archives: 22/04/2020

დღეს, დედამიწის დღეა…

დღეს, დედამიწის დღეა, დედამიწის, რომელმაც წელს წუთშესვენება აიღო და კოვიდინფექციის გამო, მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში შეწყდა აქტიური ცხოვრება. დღეს, ეს დღე მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაივლის, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში… აღარ დაირგვება ხეები, აღარ დასუფთავდება ტყები და მდინარეები, აღარ გაიწმინდება დანაგვიანებული ხევები და რეკრიაციული ზონები… იმიტომ, რომ დედამიწაზე ადამიანებს გარეთ გამოსვლაც კი არ შეუძლიათ მასობრივი აკრძალვებისა და კარანტინების გამო… დღეს, ცოტა თუ გავა სუფთა ჰაერზე სასეირნოდ… მაგრამ, მაინც, დღეს, დედამიწის დღეა, დედამიწის, რომელსაც ადრე არ ვუფრთხილდებოდით და სწორედ პანდემიის დროს მივხვდით, რამდენად ღირებულია კაცობრიობისთვის მისი მოვლა და მოფრთხილება. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 22/04/2020 დუიმი კატეგორიის გარეშე