RSS

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა – ბიზნესის კეთილი ნება

07 ივნ

ოლიკო ცისკარიშვილი

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთმა „ფრენდმა“ გამოკითხვა გამოქვეყნა, რომელიც კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას ეხებოდა, კითხვარის შევსებისას, აღმოვაჩინე, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციები არც თუ ისე დიდია საქართველოში.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, არსებითად, არის ბიზნესის კეთილი ნება, აიღოს თავის თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მას კანონით ეკისრება, შეგნებულად გასცდეს მოგების მიღების თავდაპირველ ფუნქციას და ნებაყოფლობით იზრუნოს აგრეთვე საზოგადოების კეთილდღეობაზე. დადებითი წვლილი შეიტანოს სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. თუმცა ამას ბევრი ორგანიზაცია ან ვერ იაზრებს, ანდა უბრალოდ, ერევათ იმ პასუხისმგებლობაში რაც წესით მათ იურიდიულად ისედაც ევალებათ.

აჭარისწყლის ჰესების კასკადის პროექტი ხორციელდება საქართველოში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, აჭარისწყლის კასკადი შედგება ოთხი ჰესისაგან: ზომლეთის, ვაიოს, დანდალოს და ჭოროხის. ჰესების კასკადის ინფრასტრუქტურის ობიექტები განთავსებულია ხელვაჩაურის, ქედას, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტების ტერიტორებზე, შესაბამისად ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედება მოსალოდნელია ამ მუნიციპალიტეტების ფარგლებში.

პროექტის მიმდინარე სამუშაოები, აზარალებს როგორც მოსახლეობას, გარემოსაც. ორიოდე წლის წინ, მოსახლეობას როცა შევხვდით ასეთი სურათი დაგვხვდა. „ვამბობდით, რომ აფეთქებები მოახდენდა გავლენას ჯანმრთელობაზე, ფლორაზე, ფაუნაზე, წყლებზე… მუხის ხეები გახმა. ცხრა წყარო დაშრა. სასმელი წყლის პრობლემაც გვაქვს, წყაროების დაშრობის შემდეგ, მხოლოდ ექვს მოსახლეს გაუყვანეს წყალი და მასაც მხოლოდ სასმელად თუ გამოიყენებს ადამიანი, ისე ცოტა მოდის,“ – ამბობს ბადრი მახარაძე სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრი და სოფლის მოპირდაპირე მხარეს გვაჩვენეს გამხმარი ხეების რიგს, მოგვიანებით დამშრალ წყაროზეც გაგვიძღვება, – „მოვითხოვეთ კომისიები, მაგრამ როგორც ჩანს მთავრობა და კომპანია ერთი ბირთვია, კომისია დებდა დასკვნას, რომ საშიში არაფერია, არადა სამჯერ შეგვიმცირდა მოსავლიანობა – თამბაქო, სიმინდი, ლობიო… მეფუტკრეობაზეც იმოქმედა, სპეციალისტმა შიმშილის ბრალიაო, თუ გაწყდა ყვავილი, როგორ გამოიკვებება ფუტკარი?“

მიწის სარგებლობისთვის კომპანიამ სოციალური პროექტები უნდა განახორციელოს, ეს ხელშეკრულება სახელმწიფოსთან ქონდათ დადებული,“ – გვიყვება ბადრი, – „რაც შეეხება კომპენსაციებს სოფელში – მოვიდა რაიონის არქიტექტორის სამსახური და ხარჯთაღრიცვა გააკეთეს დაზიანების მიხედვით, და მოსახლეობას შესთავაზე მიზერული თანხები – ათასი დოლარიდან მაქსიმუმ 2000 დოლარის ფარგებში. მეტის საშუალება არ გვექნებაო და მერე შეუცვალეს სახელი და მოსახლეობას ხელშეკრულებაში ჩაუწერეს, რომ ამის შემდეგ მოსახლეობას არ შეეძლო რაიმე საჩივარი გაეკეთებინა. კომპანია დასკვნას აკეთებს, რომ ეს დაზიანებები მეწყრული პროცესების შედეგად არისო და იხდის რაიონი და არა კომპანია. ჩვენც ხომ ვხვდებით, ეს რისი ბრალია, მაგრამ სახელმწიფო და კომპანია ერთ ბირთვადაა შეკრული და რომ ეღიარებინათ რომ კომპანიის ბრალია, მაშინ საერთაშორისო სტანდარტებით უნდა გადაეხადათ და არა მიზერულ ლარებში,“ – ეჭვობს ბადრი, თუმცა ხელშეკრულებები გაფორმდა და მოსახლეობის ნახევარმა აიღო ეს თანხები, რადგან ძალიან უჭირდათ. მოსახლეობის ნახევარი კი უბრალოდ, დააიგნორეს.

„ჩემს შვილს რომ სადღაც სახლი აქვს ეს გახდა პრობლემა. აქ ვცხოვრობ, 25 წელია მასწავლებელი ვარ, და ჩემი ხელით მაქვს დარგული ხეხილი…  სასჯელი მეკუთვნის იმისთვის, რომ აქ დავბერდი?“ – ამბობს 75 წლის ნადია დუმბაძე. იგივეს ადასტურებს,  სოფელ ჩანჩხალოს მკვიდრი 56 წლის მაყვალა დიასამიძე.

„სოფლის მოსახლეობა ბევრი მიმართულებით ითხოვს კომპენსაციას. ერთადერთი არის სოფ. წაბლანა, რომელიც მეწყერსაშიშია. მიუხედავად იმისა, არანაირი ზეგავლენა არ მოგვიხდენია ამ პროცესებზე,  კონტრიბუცია გავუწიეთ სახელმწიფოს და აუშენებენ მათ სახლებს ბათუმის ტერიტორიაზე,“ – ფიქრობენ კომპანიაში და ამტკიცებენ, რომ სოფ. ჩანჩხალოს მოსახლეობის პრეტენზიები არ იციან.  თუმცა აღიარებენ რომ სოფ. ჩანჩხალო მათი გავლენის ზონაშია. მათ არც სოფელ კვატიას პრობლემებზე იცოდნენ რამე.

„გარემოზე ზემოქმედების შეფასების დროს, არ იყო სათანადოდ სოფელი ჩანჩხალო შესწავლილი. შესაბამისად, კომპანიას არ უნდა აღიაროს, რომ ამ მშენებლობას აქვს რაიმე ტიპის ზეგავლენა. რადგან კომპენსაციების რაოდენობა მეტი იქნება და თავის შესაძლო ინვესტორებთან (კომპანიებს, როგორც წესი ფული არ აქვს და სხვას ართმევს ფულს, მაგ. ევროპის რეკონსტრუქციის განვითარების ბანკთან) ექნება პრობლემა. როდესაც ფონური ინფორმაცია არ არსებობს, რა მდგომარეობაში იყო მშენებლობის დაწყებამდე, მათ უადვილდებათ თქვან, რომ ეს ბზარები, წყლის დაკარგვა, სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის შემცირება მათი ბრალი არაა… წინასწარი შეფასება რომ ყოფილიყო, ეს გააძნელებდა მათი მხრიდან ტყუილის თქმას. ხშირად მიმართავენ-ხოლმე დიდი კომპანიები ასეთ „ტრიუკს“. რეალურად ზეგავლენა ექნება, თუმცა რეგიონი მაინც ტენიანია, და ამით „ჟანგლიორობენ“-ხოლმე. მთავარი ისაა, რომ გეოლოგიური შესწავლა უნდა დასრულებულიყო და მერე მომხდარიყო გადაწყვეტილების მიღება ნებართვა-არ გაცემის მიღებაზე. სავარაუდოდ, ის, რომ აქამდე არ მოხდა შესწავლა და წინასწარ არ დაისვა დიაგნოზი, არის გაუთვალისწინებელი შედეგების საწინდარი. გაუთვალისწინებელი შედეგები დგება მაშინ, როცა წინასწარ მნიშვნელოვან ფაქტორებს არ ითვალისწინებენ, მით უმეტეს სოფლის ქვეშ ამხელა გვირაბის გაკეთება, როდესაც მშენებელი კომპანიის ყურადღების მიღმა რჩება და სახელმწიფოს დიდად არ შეტკივა გული. მით უმეტეს, რომ საკმაოდ ძლიერი სოფელია, 170 კომლიანი სოფლის მოსახლეობას, ფაქტობრივად, აიძულებენ საცხოვრებელი დატოვონ. მხოლოდ ეკოლოგიური მიგრანტები კი არა, აქ შეიძლება ეკონომიკური მიგრანტებიც გაჩნდნენ. ადამიანები იძახიან, რომ დაკარგეს ფუტკარი, მოსავლიანობა შეუმცირდათ, ანუ შემოსავალი შეუმცირდათ,“ – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი „მწვანე ალტერნატივის“ ასოციაციის ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი.

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში, მკაცრი კლიმატური პირობების გამო, ძირითადად მისდევენ მეცხოველეობას და მოყვათ კარტოფილი და თამბაქო. მთიანი აჭარის დასახლებული პუნქტები მცირემიწიანია. ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში ხშირია ბუნებრივი კატასტროფები, მეწყერი და ეროზია, რაც პირდაპირ კავშირშია სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწებისა და საძოვრების დაკარგვასთან. პროექტის განხორციელების არეალში არსებული მცირემიწიანობა, ეროზიული პროცესები, ასევე რთული რელიეფი სოფლის მეურნეობის განვითარების მნიშვნელოვანი ხელშემშლელი ფაქტორებია.

მდ. აჭარისწყალზე ჰესების კასკადის მშენებლობის გავლენის ზონაში სენსიტიურ ადგილსამყოფლებად შეიძლება ჩაითვალოს ტყიანი მონაკვეთები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნებიან დატბორვის ან კაშხლის შემდგომ უბნებს, ან უშუალოდ იტბორებიან. სენსიტიურია ასევე კაშხლებისა და გვირაბების შესასვლელი და გამოსასვლელი ნაწილების მშენებლობის ადგილები, რადგან მათი მშენებლობა მოითხოვდა ტყის გაჩეხვას. ადამიანის ჩარევის გამო, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე შეიცვლება მდინარე აჭარისწყლისა და მდინარე ჩირუხისწყლის ხეობის ფაუნის სახე. მშენებლობამ შესაძლოა იმოქმედოს ცხოველთა ბიომრავალფეროვნებაზეც:  სამშენებლო სამუშაოების შესრულებისას გაიზარდა ხმაური და ვიბრაცია, მცენარეები დაიფარა მტვრით, რაც გავლენას იქონიებს ხერხემლიან და უხერხემლო ცხოველთა საკვებ ბაზასა და მათ გამრავლებაზე; ტყის დატბორვა და ნაწილობრივი გაჩეხვა გამოიწვევს ცხოველთა ადგილსამყოფელის განადგურებას. გარემოში მავნე ნივთიერებების მოხვედრის შემთხვევაში, დაზარალდებიან ამფიბიების, წყლის მახლობლად მობინადრე ფრინველების, წავის პოპულაციები, აგრეთვე ამ ნივთიერებათა დაღვრის ადგილზე და მის მახლობლად მობინადრე ცხოველები. ნიადაგისა და წყლის მოწამვლამ შეიძლება მრავალი წელი გასტანოს, რაც გამოიწვევს ცხოველთა სახეობების უმეტესობის რიცხოვნობის ძლიერ კლებას, იშვიათი სახეობების გაქრობას.

შპს „აჭარისწყალი ჯორჯიას“  დამფუძნებლები კი ფიქრობენ, რომ ამ პროექტის ფარგლებში აძლიერებენ თემებს, რაც მათი აზრით, არის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა. ფიქრობენ, რომ ხელს უწყობენ სოფლის მეურნეობის განვითარებასაც, კერძოდ კი მეფუტკრეობას. ასევე სოციალურ პასუხისმგებლობაში მოიაზრებენ საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობას და სკოლის სპორტული მოედნის რეაბილიტაციას, რომელიც ადილობრივების თქმით, სწორედ, მათი სამუშაოების გამო დაზიანდა. კომპანია ფიქრობს, რომ შესრულებული სამუშაოების დროს მოჭრილი და განადგურებული წითელ წიგნში შეტანილი ხეების ნაცვლად, სხვა ხეებიც დარგონ… ასეა თუ ისეა, ამ კომპანიის მუშაობის დროს, რაც ზარალი ნახა ადგილობრივმა მოსახლეობამ, მის ნაწილობრივ ანაზღაურებას, კომპანია, ეძახის კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის ხელმძღვანელობას არ აქვთ კარგად გააზრებული რა არის ვალდებულება და რა სოციალური პასუხისმგებლობა.

საყდრისის მფლობელ არემ.ჯი გოლდის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობად მიაჩნია მუზეუმის გაკეთება, მას შემდეგ რაც ისტორიული უნიკალური არტეფაქტები აფეთქებებით გაანადგურა… ათეული ხის დარგვით კი ცდილობს იმის კომპენსაციას, რომელიც საყდრისის მიმდებარე ტერიტორიას მიაყენა. იმ ადგილას, სადაც კომპანიამ საბადოების მოპოვება აფეთქებებით გადაწვიტა, ასეული ჰექტარი ტყე განადგურდა, არათუ ხე მიწის ნაყოფიერი ზედაპირი საერთოდ მოსპო, ეს კი იმას, ნიშნავს, რომ იმ ადგილზე, რაც დედამიწა იარსებებს იქ აღარაფერი გაიხარებს… ასეთია ამ კომპენიის მუშაობის შედეგები, რომელიც გარემოზე კატასტროფულად აისახება.

საბადოებზე მუშაობაზე ლიცენზია გაიცემა „სპეციალური მიზნით ტყით სარგებლობისთვის“, სამწუხაროდ, ტყე განადგურებულია და კომპანიას ურჩევნია გვირაბების თხრას, პირდაპირ ზევიდან განახორციელოს აფეთქებითი სამუშაოები. რაც განუსაზღვრელ ზიანს აყენებს გარემოს – რომ აღარაფერი ვთქვათ მუშაოიბის გამო დაბინძურებულ ჰაერსა და მდინარეებზე, მიწის ნაყოფიერი ფენა და ტყე ნადგურდება. ნაყოფიერი ფენის აღდგენა კი წარმოუდგენელია. კომპანია, მადნეულის მოპოვებისას, ტერიტორიას სრულიად ანადგურებს.

„ტყე პირწმინდადაც რომ მოჭრა აღდგება, აქ კი დედაქანებამდე არიან ჩასული… ეს არის ტყით სარგებლობის ყველაზე მავნე ფორმა, ამ საქმინობისთვის მათ არ მოეთხოვებათ გარემოზე ზემოქმედებაზე შეფასების ჩატარება და ფაქტობრივად, არის გარემოს შეუქცვადი დეგრადაცია, ის არასოდეს არ აღდგება, ვიდრე დედამიწა იარსებებს,“ – ამბობს ირაკლი მაჭარაშვილი, „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი.

1999 წელს მიღებული ტყის კოდექსის მიხედვით, მაღალი დაქანების ფერდობებზე აკრძალული იყო პირველი და მეორე კატეგორიის საქმიანობა. ანუ ამ ტერიტორიაზე წიაღის მოპოვება აკრძალული იყო. ახლა კი წიაღის მოპოვებასთან ერთად, სრულიად ნაგდურდება გარემო.

დღევანდელი გაგებით, კოპრორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფცია დასავლეთის განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში შემუშავდა.

უკვე მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან, საზოგადოების მიმართ ბიზნესის პასუხისმგებლობის ცელკეული ასპექტები ყურადღების საგანი გახდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1950-იანი წლებიდან იწყება ფართო მსჯელობა საზოგადოებაში ბიზნესის როლსა და პასუხისმგებლობაზე. კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობ-ის (CSR) განვითარების ისტორიაში მნიშვნელოვან მომენტად მიიჩნევა 1992 წლის მსოფლიო სამიტი რიო დე ჟანეიროში, როდესაც „მდგრადი განვითარების მსოფლიო საქმიან საბჭოში“ გაერთიანებულმა ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა წარმოადგინეს თვითრეგულირების პროგრამა.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ ენაცვლება საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებას. კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობა, უპირველეს ყოვლისა გულისხმობს არსებულ კანონებთან შესაბამისობას, და ამის საფუძველზე, ნებაყოფლობით, დამატებითი სოციალური და გარემოსდაცვით ვალდებულებების აღებას.

ასეთ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს გამომცემლობა „აკადემიური გამომცემლობა,“ რომელიც 2015 წლიდან ფუნქციონირებს და ხშირად აწვდის რეგიონალურ ბიბლიოთეკებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მხატვრულ დ ასაგანმანათლებლო ლიტერატურას. „წიგნიერების ამაღლება საქართველოში, ესაა ჩემი მთავარი მიზანი. რადგან ძალიან დაბალი დონეა წიგნიერების. რამდენჯერ დაურეკიათ რეგიონებიდან, წიგნი უნდოდათ და ადგილზე არ შეეძლოთ შეძენა, იმდენჯერ უფასოდ გამიგზავნია,“ – ამბობს თამარ ნაჭყებია, რომელიც „აკადემიურ გამომცემლობამდე“, გამომცემლობა „უსტარის“ (2010 წ.) გამომცემელიცაა, – „ორიოდე დღის წინ, დამირეკა, ერთმა 16 წლის მოსწავლემ ქუთაისიდან და მთხოვა ერთი წიგნი, ფულს ჩაგირიცხავთო. ერთი წიგნი უნდოდა. ფოსტით 5 წიგნი გაუგზავნე უფასოდ. ვიცი, რომ წაიკითხვას და სხვებსაც მოუყვება მაგ წიგნზე,“  – გვეუბნება თამარი.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის კომპანიის ძირითად ბიზნესთან მიმართებით „დამატებითი“ საქმიანობა (რომელიც კომპანიის მარკეტინგულ ან პიარ საქმიანობის ნაწილად შეიძლება გავიაზროთ). ეს არის ბიზნესის წარმოების ახალი მეთოდი, რომელიც გულისხმობს სოციალური და გარემოსდაცვითი საკითხების ყველა სფეროსა და კომპონენტში. ამგვარად, კორპორაციული პასუხისმგებლობა გაიაზრება არა როგორც ერთდჯერადი აქტი ან კომპანიის სისტემური, კარგად გააზრებული ინიციატივები. არამედ, ეს არის კომპანიის სისტემური, კარგად გააზრებული სტრატეგია, მისი ბიზნეს გეგმის შემადგენელი ნაწილი.

„ვთვლი, რომ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა ეხლა იდგავს ფეხს ასოციაციაში და ასევე, ჩვენ ორგანიზაციაში ვნერგავთ და შემდეგი მართულებით ვმუშაობთ გაეროს ქალთა პრინციპების შესაბამისად და ასევე, ვართ გლობალ კომპაქტის წევრები,” – გვეუბნება ნინო ზამბახიძე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა არ არის ალტრუიზმი. ის შეიძლება განიმარტოს, როგორც გრძელვადიანი წარმატება ბიზნეს საქმიანობაში. პასუხისმგებელ კომპანიათა დიდი რიცხვი მიუთითებს, რომ საქმოანობის კარგ სოციალურ და გარემოსდაცვით მაჩვენებლებს შედეგად მოჰყვება უკეთესი ეკონომიკური მაჩვენებლები და შემოსავლების ზრდა.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა დღევანდელი გაგებით ბევრად უფრო ფართო მცნებაა, ვიდრე ქველმოქმედება, სპონსორობა და ფილანტროპია (თუმცა, ეს უკანასკნელი მოიაზრება, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შემადგენელი კომპონენტები).

კომპანიის მიერ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განხორციელება არ ნიშნავს აუცილებლად ფულადი კონტრიბუციის გაღებას სოციალურად მნიშვნელოვანი პრობლემების მოსაგვარებლად. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორმები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და იგი დამოკიდებულია კონკრეტული კომპანიის მიერ არჩეულ მექანიზმებზე.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მჭიდროდ უკავშირდება მდგრადი განვითარების კონცეფციას.

მე-20 საუკუნეში ტექნიკურმა პროგრესმა და ეკონომიკურმა გლობალიზაციამ კაცობრიობა სერიოზული პრობლემების წინაშე დააყენა: გლობალური დათბობა; ჰაერის დაბინძურება; სასმელი წყლის ნაკლებობა; ბიომრავალფეროვნების რღვევა; ეკოლოგიური კატასტროფები; დოვლათის კონცენტრაცია; შემოსავლებისა და ფინანსების არათანაბარი გადანაწილება; სიღარიბის მაღალი დონე; ადამიანი უფლებათა შელახვა.

ამ საფრთხეებმა განსაკუთრებით წინ წამოსწია მდგრადი განვითარების საკითხების მნიშვნელობა. ცხადი გახდა, რომ თუ ერთიანი ძალებით არ მოეკიდებოდნენ ამ პრობლემების გადაწვეტას, მომავალ თაობებს დაუტოვებდნენ ცხოვრებისათვის გამოუსადეგარ სამყაროს.

მდგრადი განვითარების კონცეფცია ეფუძნება სამყაროს აღქმას, როგორც ერთიანი სისტემისა. 21-ე საუკუნეში პრობლემები აღარ არის ლოკალიზებული დროსა და სივრცეში, ისინი გლობალურ მასშტაბებს იღებენ. სწორედ, ასეთ სისტემურ მიდგომას ეფუძნება მდგრადი განვითარების კონცეფცია.

„მდგრადი განვითარების“ დეფინაცია ასე ჟღერს: მდგრადი განვითარების მიზანია „დააკმაყოფილოს დღევანდელობის მოთხოვნები ისე, რომ არ დააზარალოს მომავალი თაობები და საფრტხის წინაშე არ დააყენოს მათ მიერ საკუთარი მოთხოვნილების დაკმაყოფილება“. მგდრად განვითარებას აქვს სამი ძირითადი განზომილება – ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური.

ყოველი ორგანიზაცია – იქნება ეს დიდი, მულტინაციონალური კომპანია, თუ მცირე ბიზნესი, სამთავრობო უწყება, თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, ზეგავლენას ახდენს ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე მის გარშემო. ამიტომ ორგანიზაციებმა მთელ მსოფლიოში აღიარეს, რომ ისინი იზიარებენ პასუხისმგებლობას სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაზე. ამ კონტექსტში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა გაიაზრება, როგორც ბიზნესის  წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. შესაბამისად, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა მოიცავს მდგრადი განვითარების სამივე ასპექტს – ეკონომიკურ, სოციალურ და ეკოლოგიურს.

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s