RSS

Daily Archives: 28/06/2018

პირველი სკოლა საქართველოში, რომელსაც საკუთარი სახელობის მწვერვალი აქვს!

მასწავლებლების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ, პროექტ “Buckswood EduCamping”-ის ფარგლებში 9 ბაქსვუდელი და ბარისახოს საჯარო სკოლის 2 მოსწავლე, სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, 24 ივნისს პირველად გაემგზავრა მწვერვალის”დასალაშქრად, რომელიც ზღვის დონიდან 3365 მეტრზე, კავკასიონზე, როშკისა და არხოტის გამყოფ ქედზე მდებარეობს. ბაქსვუდი – ასე ეწოდება ამიერიდან მწვერვალს, რომელსაც მანამდე სახელი არ ქონდა. “მწვერვალი მდებარეობს კავკსიონის წყალგამყოფ ქედზე, ფშავ-ხევსურეთის ეროვნუილი პარკის ტერიტორიაზე. აქამდე ამ მწვერვალს სახელი არ ქონდა შერქმეული, მოხდა მწვერვალის სახელის მინიჭების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მოსახლეობის გამოკითხვა, აგრეთვე დუშეთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების სპეციალისტის ბაბუა ალუდაურის დახმარებით, პროექტის ავტორის და ჯგუფის ლიდერის, ბაქსვუდის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის – ლიზი გადრანის ინიციატივიოთ მოხდა პირველად საქართველოში მწვერვალისთვის სახელის მინიჭება, ეს სახელი არის მწვერვალი ბაქსვუდი (“Buckswoo)” – ამბობს გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი დვალაშვილი. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 28/06/2018 დუიმი კატეგორიის გარეშე