RSS

პანკისი – სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

23 აგვისტო

pankisi 007ოლიკო ცისკარიშვილი

პანკისისკენ როცა გადავწვიტე წამოსვლა, ვაინახური ფოლკლორის ფესტივალის დახურვაზე, ახლობლებმა სერიოზულად შეიცხადეს, „სად მიდიხარ, ან არ მოგიტაცონ, ან არ აგაფეთქონ… ზოგი რას მეუბნებოდა და ზოგი რას… ერთი კვირის განმავლობაში არ ჩერდებოდა ჩემს გარშემო შეშინებული ზუზუნი. მართალი გითხრათ, მეც გამეგო, მანამდე, რომ პანკისი საშიში რეგიონია, მედია პერმანენტულად იმას ავრცელებს, რომ პანკისელი ბოევიკები/ტერორისტები სირიაში არიან, პანკისიდან კიდევ ერთი გაიპარა სირიაში და ა.შ. მოკლედ, მედიამ უმთავრესად, საზოგადოების სტერეოტიპულ აზროვნების ჩამოყალიბებაზე კარგად იმუშავა. საქმე იქამდეც კი მივიდა, კინაღამ გადავიფიქრე, თუმცა საბოლოოდ მაინც წავედი, რადგან წლების განმავლობაში მინდოდა ამ ულამაზესი კუთხის ნახვა…

festivali 012პანკისში ჩასულები პირველად, რადიოს ოფისში გავჩერდით, რომელიც სამოქალაქო აქტივობის ცენტრის თაოსნობით გაიხსნა. გელა მთივლიშვილი, რომლის ინიციატივით, უამრავი კარგი საქმე კეთდება პანკისში ამბობს, რომ დღეში პანკისის სათემო რადიო / Radio Way -ში ორჯელ იქნება საინფორმაციო გამოშვება ქართულ და ქისტურ ენებზე. რადიო იმუშავებს და ითანამშრომლებს ყველა თემის წარმომადგენელთან. მოგვიანებით, პანკისელმა ახალგაზრდებმა მართვის მოწმობის სერთიფიკატები აიღეს, მათ შორის ბევრი გოგონა იყო…

ხაზი რომ გავუსვა გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ მითებს, საზოგადოებაში გავრცელებულ სტერეოტიპებს და ორიოდე სიტყვით ავხსნათ, ქალთა უფლებების ჭრილში დავინახოთ პანკისი, გეტყვით, რომ სოფელ დუისის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თამარ მარგოშვილია. მოკლედ, პანკისში ერთდღიანმა ვოიაჟმა დამანახა, რომ ეს ულამაზესი კუთხე, ზუსტად ისე ყავს დაიგნორებული სახელმწიფოს, როგორც გუდამაყარი, ჯავახეთი, თუშეთი და ა.შ. პანკისის ულამაზესი ბუნება, უდიდეს ტურისტული პოტენციალის მატარებელია, ამ კუთხით უამრავი ტურისტი შეიძლება დაინტერესდეს. საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციას კი ტურისტულ რუკაზეც კი არ აქვს მონიშნული.

festivali 017ვაინახური ფოლკლორის ფესტივალზე, რომელიც ისევ და ისევ სამოქალაქო აქტივობის ცენტრის ინიციატივით გაიმართა, რომელსაც მხარი საქართველოს კულტურის სამინიტრომ დაუჭირა, ძალიან ბევრი პანკისელი ესტუმრა.

„ასეთი საღამოები აქ არასდროს ჩატარებულა,“ – გვეუბნება ხადორში მცხოვრები ერთადერთი ქართველი, ქრისტიანი ქალბატონი … პანკისში, ბოლო აღწერის მონაცემებით, პანკისის ხეობაში, სადაც 12 სოფელია, 6 ათასი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ორი წლის წინ ეს მონაცემები 10 ათასი იყო. ამდენი არ დასწრებია რეინჯერთა სახლის წინ გამართულ ვაინახურ ფოლკლორის ფესტივალს, მაგრამ ეზო კი ნამდვილად გადავსებული იყო მომღიმარი და ბედნიერი სახეებით. პანკისელები იმედოვნებენ, რომ ეს ღონისძიება პირველი და უკანასკნელი არ იქნება.

ხადორის ზევით, რამდენიმე კილომეტრში ულამაზესი ჩანჩერია სამყურის წყალი, „ამ ადგილს მახვალოს ხეობას ეძახიან ფშავლები,“ – გვეუბნება ნოდარ იდიძე თუშეთის დაცული ტერიტორიების უფროსი რეინჯერი. ხშირადაა ნადირიც, მგელი, დათვი და ა.შ. ასე, რომ თუშეთისკენ გადამსვლელი ტურისტები ფრთხილად უნდა იყვნენ. გზად ხადორის ჰიდროელექტროსადგური გვხვდება, რომელიც ჩინელებს აუგიათ. მოგვიანებით, იქ დასაქმებულმა ჩინელებმა ფესტივალზე თავი გამოიჩინეს და რამოდენიმეჯერ ქართულ-ვაინახური ცეკვით მოაწონეს ადგილობრივებს თავი.

leila 005ჰესის არსებობამ არ გადაწვიტა ელეტრონენერგიის პრობლემა ხეობაში, ადგილობრივების თქმით, ხშირად უსინათლოდ არიან. მოუწესრიგებელია გზები, სასმელი წყლის პრობლემა მუდამ დგას, ხშირად იძულებულნი ხდებიან მეზობლებთან იარონ, რომ ჭიდან სასმელი წყალი მიიტანონ სახლებში. სოფელ ჯოყოლოში, სადაც 200 კომლი ცხოვრობს, რამდენიმე წვრილი მაღაზიაა და მხოლოდ ორი სასტუმრო, ერთი მათგანი 28 წლის ნაზი დაქიშვილისაა, რომელმაც ოთხი წლის წინ დაიწყო საოჯახო სასტუმროში სტუმრების მიღება.

მეორე კი ლეილა აჭიშვილის საოჯახო სასტუმროა, რომელიც უკვე ორი წელია იღებს სტუმრებს და უგემრიელესი ქისტური სამზარეულოთი უმასპინძლდება, სამზარეულოში გამორჩეული ქისტური, ჰაეროვანი და გემრიელი ხალვაა.

ნაზი გვიყვება, რომ თავიდან ახლობლები სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. თბილისიდან ჩამოვიდა, დატოვა სამსახური მერიაში და გადაწვიტა თავისი კუთხისთვის რაღაც გაეკეთებინა. „2008 წლიდან 2013 წლამდე ბევრი ტურისტი არ გვყოლია, რადგან არანაირი ინფორმაცია არ იყო არსად. მერე გადავწვიტე საიტი გამეკეთებინა, ბუკლეტებიც დავამზადე. ნელ-ნელა ვცდილობთ პანკისი წამოვწიოთ.“

ნაზის სასტუმროს ერთდროულად შეუძლია 12 სტუმარი მიიღოს, სტუმრებს კეთილმოწყობილ ორ-სამ ადგილიან ნომრებს სთავაზობს, ასევე სთავაზობს საცხენოსნო ტურებს. მომავალში ველოტურების გაკეთებასაც აპირებს, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვასაც. გეგმავს თავის ეზოში მოყვანილი კენკრის მურაბის დაფასოებას და ტურისტებს შეეძლებათ მისი დაგემოვნება, ანდა სუვენირად შეძენა. გადაწვეტილი აქვს მომავალში, ეზოში გარე სამზარეულოს გაკეთება, სადაც ტურისტებს თავად შეეძლებათ ხინკლის მოხვევა, ხაჭაპურის გამოცხობა, მწვადის შეწვა და ა.შ.

nazi 005„ორი წელი ვმუშაობდი მერიაში, მაგრამ აქ ჩამოვედი,“ – გვიყვება ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კურსდამთავრებული ნაზი დაქიშვილი, – „სხვებსაც გაუჩნდათ სურვილი, რომ სასტუმროები გაეხსნათ, დაინახეს, რომ პანკისსაც აქვს მომავალი. ადამიანებს სტიმული სჭირდებათ, კარგი მაგალითები“, – დარწმუნებულია ნაზი და გვიყვება, რომ რამდენიმემ პროგრამა „აწარმოე საქართველიში“ ფარგლებში დაიწყო ინტერნეტ-კაფის გაკეთება, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მუშაობს. ერთ-ერთმა კი გადაწვიტა ჩაი სახლის გაკეთება, სადაც ახალგაზრდობას შეეძლება გაერთონ და ჩაი მიირთვან.

წლების წინ ნაზის სასტუმროს წელიწადში 5-8 სტუმარი ყავდა, შანშან 210 ტურისტი სტუმრობდა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

ორივე საოჯახო სასტუმროს ძირითადი სტუმრები საზღვარგარეთის მოქალაქეები არიან: გერმანიიდან, ინლისიდან, ჰოლანდიიდან, იაპონიიდან, ამერიკიდან და ა.შ. თუმცა ქართველები უიშვიათესად სტუმრობენ პანკისს.

„სტუმრები დეკემბრამდე გვყავს, ზამთარში არც არაფერია სანახავი, გათბობაც არ გვაქვს რომ სტუმრები მივიღოთ, ერთ წყვილს ახალი წლის აღნიშვნა უნდოდა, მაგრამ გათბობის არ ქონის გამო, ვერ მივიღეთ,“ – გვიყვება ნაზი და ქისტურ ტრადიციების ხიბლზეც გვიამბობს, უცხოელებს მოსწონთ, როცა ადგილობრივ ტრადიციებს ემორჩილებიან, მაგალითად, სასტუმროში, სტუმარი ვერ შევა, თუკი ფეხზე არ გაიხადა, ეს ქისტური ადათ-წესების ნაწილია. სტუმარს არც სველ წერტილებში შეუძლიათ ფეხსაცმლით შესვლა, ასე, რომ თუკი გადაწვიტავთ იმოგზაუროთ პანკისისკენ, ფეხზე მოხერხებული ფეხსაცმელი ჩაიცვით, რომ არ შეურაცხყოთ იქაურები, პატივი სცეთ მათ ტრადიციას და თქვენც კომფორტულად იგრძნოთ თავი.

mecheti 002პანკისს უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს, ჯოყოლოში ორი მეჩეთია, ერთი კი 1888 წელს აგებული წმინდა გიორგის ეკლესიაა, ამ ეკლესიის მოძღვარი ყოფილა ნაზი დაქიშვილის დიდი ბაბუა დავითი. ეკლესიში ლოცულობდნენ და სწავლობდნენ. მაშინ არ იყო სკოლა და ბავშვები აქ სწავლობდნენ. ნაზის დღემდე ახსოვს, როგორ სცემდნენ პატივს ქრისტიანობას. „წითელ კვერცხებს ვღებავდით, სამჯერ ვარტყავდით წრეს ეკლესიას. დღეს მე არ ვარ ქრისტიანი, არც ეკლესიაში დავდივარ, ბებია მუსლიმი იყო. ბაბუის რწმენას არავინ არ გაჰყვა. ოჯახში რწმენის თავისუფლება გვქონდა.“

პანკისში, ძირითადად თავს მესაქონლეობით ირჩენენ, თუმცა ამ კუთხეში ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი ადამიანია, და არც არანაირი შესაძლებლობა აქვთ რომ მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესონ, მიწები მწირია და მხოლოდ ეზოში მოყვანილი ბოსტნეულით ძნელია თავის რჩენა.

პანკისის ულამაზესი ხეობაში ტურიზმის განვითარება მოსახლეობის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესების საწინდარია, მათი ტრადიციები, ისტორია, სამზარეულო, კულტურა ბევრი ტურისტისთვის საინტერესოა. ასევე საინტერესოა თუშეთის დაცული ტერიტორიები და ბაწარას ნაკრძალი. ყველაფერი ეს შეიძლება ეკოტურისტების ინტერესის სფერო იყოს, მაგრამ სამწუხაროდ, არც მარკირებულია გზები, არც საინფორმაციო დაფებია განთავსებული, რომ ტურისტი არ დაიკარდოს, არც გზებია მოწყობილი, არც ინფრასტრუქტურაა განვითარებული.

qisti 011festivali 014qisti 012qisti 018

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s