ოზონის შრის დაცვის დღე, 16 სექტემბერი, 1995 წლიდან აღინიშნება.1987 წლის 16 სექტემბერს მსოფლიოს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს საერთაშორისო დოკუმენტს – მონრეალის ოქმს, რომლის დანიშნულებაა ოზონის შრის დამშლელ ნივთიერებათა წარმოებისა და გამოყენების აღმოფხვრა.სწორედ მონრეალის ოქმმა დაუდო საფუძველი იმ უმნიშვნელოვანეს საქმეს, რომელიც ემსახურება ოზონის შრის შენარჩუნებას და დედამიწაზე სიცოცხლის გადარჩენას.
წელს ოზონის შრის დაცვის საერთაშორისო დღე მეოცედ აღინიშნება.
საქართველოში ამ თარიღს ერთობლივად აღნიშნავენ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი”, ოზონის ეროვნული ერთეული და გაეროს განვითარების პროგრამა.












