RSS

კანცელარიასთან ზოოპარკის დირექტორის მხარდამჭერი აქციაა

17 Jun

zoooდღეს, შუადღისას, დაახლოებით ორის წუთებზე ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე, ლომმა ახალგაზრდა სასიკვდილოდ დაგლიჯა. ლომი ცოტა ხანში მოკლეს. უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე არსებულ სიტუაციას აბრალებს ზოოპარკის დირექტორს და ამბობს, რომ ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მტაცებელი ცხოველები ქუჩებში აღარ იმყოფებოდნენ, ზოოპარკის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით გაავრცელა.

“მინდა ბოდიში მოვუხადო საზოგადობას იმის გამო, რომ უნებლიედ მოხდა არასწორი ინფორმაციის გავრცელება, მაგრამ მერწმუნეთ, ინფორმაცია ჩვენს მიერ მიღებული იყო ზოოპარკისგან, ასევე, ის გადამოწმებული იყო ყველა კომპეტენტურ უწყებასთან. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა მისი მიწოდება საზოგადოებისთვის”, – განაცხადა ჯანელიძემ. და ფაქტობრივად მომხდარში ზოოპარკის დირექტორს ადანაშაულებს, რომელსაც ცოტა ხანში პროკურატურა იბარებს. პროკურატურიდან ორ საათიანი დაკიტხვის შემდეგ ზურაბ გურიელიძე აღიარებს, რომ მომხდარში თავადაა დამნაშავე. თუმცა იმასაც ამატებს, რომ “პროკურატურას აინტერესებდა სიტუაცია თუ როგორ მოხდა ვთქვათ ამ შეცდომის დაშვება. რაც შეეხება ბრალეულობას, ამაზე საუბარი არ ყოფილა. ჩვენ ვისაუბრეთ რა მოხდა და იმაზე, როგორ ხდებოდა რაოდენობის დადგენა და ერთი თეთრი ვეფხვი, რომელიც გვეგონა მოკლული, აღმოჩნდა ცოცხალი”. იმ ახალგაზრდობის უმრავლესობა, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ნიჩბებით ხელში იდგა და ასუფთავებდა გმირთა მოედანს, ზოოპარკსა და ვერის ხეობას, საქართველოს კანცელარიის წინ შეიკრიბა და სოლიდარობას უცხადებს ზოოპარკის დირექტორს.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, ზოოპარკის დირექტორი არ არის ხელისუფლების წარმომადგენელი.

 “ზოოპარკის დირექტორი არ გაქხლავთ ხელისუფლება. რეაგირება, რა თქმა უნდა, უნდა იყოს. რეაგირება შეიძლება იყოს და უნდა იყოს მრავალნაირი. მათ შორის უნდა გაირკვეს ვის, რა პასუხისმგებლობა ჰქონდა ამ საკითხზე”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მოსახლეობის აზრით, მოქალაქეების უსაფრტხოებაზე ზოოპარკის დირექტორი არ უნდა უყოს პასუხისმგებელი.

შეგახსენებთ, რომ 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად დაიღუპა 18 ადამიანი, დაიტბორა ზოოპარკი, დაიხრჩო ცხოველების ნაწილი, ნაწილი კი ზოოპარკიდან გაიქცა. გუშინ ზოოპარკის ადმინისტრაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ეძებდნენ მხოლოდ  ერთ ზოლიან აფთარს, ერთ ვეფხვს და ერთ დათვს. მათი განცხადებით, არ იციან, ეს ცხოველები ცოცხლები არიან თუ არა.

ფოტო: ნინო ჭელიძე

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s