RSS

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს განცხადება

16 Jun

stiqia 009“13 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის დაღუპულთა რაოდენობა 15 ადამიანს შეადგენს. მზიურის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ახალგაზრდა ქალბატონის ცხედარი. მიმდინარეობს გარდაცვლილის იდენტიფიცირება, რის დასრულებამდეც უგზოუკვლოდ დაკარგულად კვლავ 7 ადამიანი ითვლება. აქტიურად მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.

ინფორმაციის განახლება და გადამოწმება მუდმივ რეჟიმში ხორციელდება.

საგანგებო შტაბის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრულია კონკრეტული უწყებები, რომლებიც სტიქიით დაზარალებულ კონკრეტულ უბანზე მიმდინარე სამუშაოებზე არის პასუხისმგებელი, რათა აღდგენითი პროცესი უფრო სწრაფად და კოორდინირებულად წარიმართოს. შესაბამისად, აღდგენითი და სალიკვიდაციო სამუშაოები ხორციელდება ყველა აუცილებელი მიმართულებით და სრული მასშტაბით.

სვანიძის ქუჩაზე გრძელდება სარეაბილიტაციო და საძიებო სამუშაოები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელობით.

სამუშაოებში ჩართულია სპეციალური ტექნიკა, დამატებით მობილიზებულია გვარდიის ქვედანაყოფი და მოხალისეთა ჯგუფი.

წყნეთის ქუჩაზე ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მოწყობილია მდინარეზე მძიმე ტექნიკისთვის ჩასასვლელი გზა ნაპირსამაგარი სამუშაოების ჩასატარებლად.

ჩატარდება გეოლოგიური კვლევა და მომზადდება შესაბამისი დასკვნა, რომლის შედეგად უნდა ჩატარდეს ნაპირსამაგრი სამუშაოების წყნეთის ქუჩაზე დამატებითი მიწის მასის ჩამოშლის თავიდან აცილების მიზნით.

წყნეთის ქუჩა #13 კორპუსში მცხოვრები 11 ოჯახი უარს აცხადებს საკუთარი საცხოვრებელი ბინების დატოვებაზე. ეს ოჯახები საკუთარ თავზე იღებენ პასუხისმგებლობას საკუთარ სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე.

ახალდაბასთან ფეხით მისასვლელი გზა, გუშინ უკვე გაიხსნა და განხორციელდა სამანქანე გზის 70%-ის გაწმენდა. ამჟამად მიმდინარეობს მეწყრისგან წაღებული გზის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები, რომელიც დღის ბოლომდე დასრულდება”,ნათქვამია განცხადებაში.

პირველადი შეფასებით, გზის სრულყოფილად აღდგენას დაახლოებით 10 დღე დასჭირდება.

ამავდროულად, სოფელ ახალდაბაში მობილიზებულია 100 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც მუშაობენ ახალდაბაში წყლის ნაკადის კალაპოტში დაბრუნებაზე.

სოფელში იმყოფებოდა სამედიცინო ბრიგადა. მოსახლეობა უზრუნველყოფილია აუცილებელი საჭიროებებით.

წყნეთი-სამადლო-ბეთანიის დამეწყრილი მონაკვეთზე დღის განმავლობაში, დაიწყება ჩარჩენილი ავტოტრანსპორტის გამოსაყვანი სამუშაოები;

ბაგების მიმართულებით ჩამოწოლილი მიწის ნაწილი უკვე გატანილია. პარალელურად დაწყებულია წყლის კოლექტორის გაწმენდითი სამუშაოები. ვითარების დამძიმება ამ უბანზე არ მომხდარა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაინში ჩეჩელაშვილის #74 სადაც წუხელ ღამით მცირე მოცულობის მეწყერი ჩამოწვა, მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური. გეოლოგებმა შეისწავლეს ადგილზე არსებული ვითარება. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მაცხოვრებლების ევაკუაციის აუცილებლობა არ არსებობს, თუმცა ჩასატარებელია პრევენციული ღონისძიებები. გეოლოგების დასკვნა გადაეცემა თბილისიის მერიის შესაბამისი სამსახურს, რომლებიც ზემოხსენებულ პრევენციულ ღონისძიებებს განახორციელებს.

 

მზიურის მიმდებარე და ზოოპარკის ტერიტორიებზე აქტიურად გრძელდება გაწმენდითი და წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. პროცესში ჩართულები არიან მერიის კეთილმოწყობის სამსახური და გვარდიის ქვედანაყოფები. ზოოპარკის ბინადართათვის საკვების მიწოდება სრულად აღდგენილია.

ამ დროისთვის, სატრანსპორტო მოძრაობა უკვე აღდგენილია სტიქიის შედეგად დაზიანებულ ძირითად უბნებზე.

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s