RSS

ხევსურეთში გლაციალური ღვარცოფის შედეგად ჩამოწოლილი თოვლის მასის ქვეშ 1 მეცხვარე და 500 სული ცხვარი მოყვა

02 Jun

11104848_10153382992314310_269321959_nხევსურეთში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონედან აღმოსავლეთით 4 კმ-ზე, დიდი მოცულობის  გლაციალური ღვარცოფი წარმოიქმნა.  თოვლის მასის ქვეშ მეცხვარე გიორგი შეთეკაური, 500 სული ცხვარი და 40 სული საქონელი მოყვა.

სტიქიის ზონამდე მდინარეზე ხიდების არ არსებობის გამო მისვლა შეუძლებელია, მაშველების ვერტმფრენი კი იქ ამ დრომდე არ გამოჩენილა.

როგორც მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს შატილში გამგებლის წარმომადგენელმა ამირან გოგოჭურმა განუცხადა, დუშეთიდან რამდენიმე მაშველი წავიდა, თუმცა რთული პირობების გამო სტიქიის ადგილამდე ვერ მივიდნენ.  მომხდარი სტიქიური პროცესის  შესახებ  ინფორმაცია დაადასტურა და გლაციალური ღვარცოფის სავარაუდო განვითარების რუკა მოგვაწოდა თსუ-ს ასისტენტ პროფესორმა, გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა.

ზვავის ჩამოწოლის შესახებ ინფორმაცია პირველად გიორგი შეთეკაურის ძმამ მაშინ შეიტყო, როდესაც ძმისთვის მთაში საკვები მიჰქონდა.

სტიქიის ზონა საქართველო – ჩეჩნეთის საზღვართანაა. სტიქიის ზონამდე სოფელი ხონისჭალაა, სადაც 6 ოჯახი ცხოვრობს.

“მთაში ძალზე დიდ საშიშროებას მყინვარული ზვავები წარმოადგენს. განსაკუთრებით საშიშია მიწისძვრით გამოწვეული მყინვარული ზვავები. ამ დროს მყინვარის ფირნის ფერდობებზე დაკიდებული პატარა მყინვარები მოწყდებიან ფერდობებს, ეცემიან ფერდობების ძირზე ან აქ არსებულ მყინვარის ზედაპირზე და ეს უკანასკნელი მას მოძრაობაში მოჰყავს,” – გვიყვება გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი გიორგი დვალაშვილი.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s