არასამთავრობო ორგანიზაციის – ,,ახალგაზრდული მთავრობის’’ საქართველოს ახალგაზრდული გარემოს დაცვის სამინისტრომ გამოკითხვა ჩაატარა საზოგადოებაში 2015 წლის მარტში საკითხზე – თუ რა პრობლემას ხედავენ ისინი გრემოში, სადაც ისინი ცხოვრობენ.
Monthly Archives: აპრილი 2015
რა პრობლემებს ხედავენ ადამიანები თავიანთ საცხოვრებელ გარემოში
კონფერენცია – „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში”
დიდუბის საგამოფენო ცენტრის მე-6 პავილიონში გაიმართა კონფერენცია „ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში” . კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ათი უმაღლესი სასწავლებელი და საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ტიპის კონფერენცია, ტურიზმის სფეროში ჯერ არ ჩატარებულა. კონფერენციაზე, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ბრეგვაძემ განაცხადა, რომ ამ კონფერენციას აუცილებლად მოჰყვება მეორე, მესამე და ა.შ. მისი აზრით, დღეს, ტურიზმი საკმაოდ განვითარებულ საფეხურზეა და შესაბამისად მოთხოვნაც მეტია. გიორგი ბრეგვაძე ვარაუდობს, რომ უფრო მეტად გააქტიურდებიან ახალგაზრდები და თანაორგანიზატორები, რომლებიც ტურიზმის ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოს ტურიზმის განვითარების პროგრამებს შეიმუშავებენ.
გერგეტის სამება ყველაზე ლამაზი ეკლესიების სიაში
თბილისის ზოოპარკს კიდევ ერთი პატარა შეემატა
თბილისის ზოოპარკს კიდევ ერთი პატარა შეემატა. თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, პატარა ზებრა რამდენიმე წუთის წინ დაიბადა. “ჩვენს სამშობიაროში პატარების ჟრიამული არ წყდება. ამჯერად, ზოოპარკში ზებრა დაიბადა. ეს ფოტო დაბადებიდან რამდენიმე წუთში გადავუღეთ. ახალშობილი დედამ მალევე გაასუფთავა, გალოკა და გააფუმფულა. დედაც და პატარაც თავს კარგად გრძნობენ და დამთვალიერებლისთვის მათი მონახულება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.” – აცხადებენ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში.
ოცნების ქალაქელთა პასუხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ბატონ დავით ბალაძეს
პასუხი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ბატონ დავით ბალაძეს.
ბატონო დავით, თქვენ 8 მარტს აჭარის ტელევიზიის პირდაპირ ეტერში განაცხადეთ, რომ ე.წ. “ოცნების ქალაქში” (ყოფილი 53-ე ბატალიონის ტერიტორია) მცხოვრებთა მხოლოდ 12% დასაკმაყოფილებელიო. ჩვენ გვაინტერესებს, რა კრიტერიუმებით აკმაყოფილებთ იმ 12%.და რომელ დასკვნებზე დაყრდნობით განაცხადეთ.
დამბალხაჭობაა ყველის სახლში
18-19 აპრილს შანსი გაქვთ თბილისში დააგემოვნოთ და შეიძინოთ უნიკალური ფშავური დამბალხაჭო. ამ დიდებული დღეების ორგანიზატორები არიან შპს სანათასსახლი და ყველის მკეთებელთა გილდია. მასპინძელი –ყველის სახლი
მაშველებმა, ქიმიური ნივთიერებით სავსე ავზით დატვირთული, ავტომობილის მძღოლი გადაარჩინეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდნილი სატვირთო მანქანა ამოიყვანეს.
შემთხვევა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. სატვირთო მანქანა, რომელსაც სპეციალური ავზით ქიმიური ნივთიერებები გადაჰქონდა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. ადგილზე მუშაობდა ორი ერთეული სახანძრო და სამაშველო ჯგუფი. ასევე მუშაობდნენ საპატრულო პოლიციის და ქიმიურ, რადიაციულ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე რეაგირების განყოფილების თანამშრომლები, რომლებიც ცისტერნაში არსებული ქიმიური ნივთიერების შემცველობას ადგენენ.
მაკულატურის მაგივრად თქვენთვის სასურველი წიგნი
თბილისის ზოოპარკში ხმალკბილა ვეფხვის ბოკვერი დაიბადა
თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით, ზოოპარკში კიდევ ერთი ახალშობილი დაბადა, ამჯერად ხმალკბილა ვეფხვის ბოკვერი.
“ჩვენ კიდევ ერთი უსაყვარლესი ახალშობილი გვყავს!
ზოოპარკში ხმალკბილა ვეფხვი დაიბადა. პატარა ჯანმრთელია და დედასთან ერთად განცალკევებულ ვოლიერში იმყოფება. დედა კარგად უვლის ბოკვერს, ძუძუს აწოვებს და უცხო პირების მიახლოებას ავისმომასწავებელი ბრდღვინვით აპროტესტებს.






