RSS

დარიალის ხეობაში მეწყერი ისევ ჩამოწვა, ეძებენ ოთხ ადამიანს

21 Aug

დარიალიდარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ოთხ ადამიანს ვერ პოულობენ. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, რომ ამ წუთებში ადგილზე ისმის ვერტმფრენების ხმა, თუმცა ცუდი ხილვადობიდან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, მიმდინარეობს თუ არა სამაშველო სამუშაოები. ამასთან, ვერ ხერხდება დაკავშირება 4 ადამიანთან, რომლებიც მეწყერის ჩამოწოლის მომენტში ჰესის გვირაბში იმყოფებოდნენ.


“დაახლოებით, 22:10 საათი იქნებოდა, როდესაც გაისმა საშინელი გრუხუნი. გახსოვთ, რომ 17 მაისს ჩამოწვა მეწყერი, თუმცა ნაწილი დარჩა და შემდეგ გეოლოგები დაკვირვებას აწარმოებდნენ. ახლა ჩამოწვა მეორე ნაწილი. ჩაირთო სპეციალური ე.წ. გამაფრთხილებელი სასიგნალო მოწყობილობა და ჰესის თანამშრომლები, ასევე მგზავრები, რომლებიც ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტიდან მოემართებოდნენ მთის ფერდობს შეეფარნენ. მათ შორის არიან ბავშვები და ქალები. საბედნიეროდ, მდინარე თერგი არ ჩაკეტილა. ამ წუთებშიც მიედინება ეს წყალი, პემზანარევი შავი მასა მოაქვს, მაგრამ რა არის, კარგად ვერ ვარჩევთ”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” თვითმხილველმა.

http://www.interpressnews.ge/ge/regioni/294223-arsebuli-informaciith-darialis-kheobashi-metsyeris-chamotsolis-shemdeg-othkh-adamians-ver-pouloben.html

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s