RSS

თბილისის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების ჭრის პირობები მკაცრდება

17 Mar

nu moWri xes 5 თბილისის საზღვრებში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიის გასხვისება და მასში მშენებლობის განხორციელება შესაძლოა აიკრძალოს. თბილისსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების პრივატიზაციასა და იქ არსებულ მცენარეების ჭრაზე პირობების გამკაცრებას “ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” კანონში დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონპროექტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელმა გიორგი ცაგარეიშვილმა მოამზადა და განსახილველად პარლამენტს წარუდგინა. ცვლილებების მიხედვით, იკრძალება პირველ კატეგორიას მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით (ბაღების, პარკებისა და სკვერების ნარგავები, ქალაქის ისტორიულ ნაწილში არსებული ნარგავები, პროსპექტების, გზატკეცილების, ცალკეული მაგისტრალებისა და ქუჩების ნარგავები, ნარგავები, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ, როგორც ნიადაგდამცავებსა და წყალმარეგულირებლებს) დაფარული ტერიტორიის გასხვისება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მეორე (საბავშვო ბაღების, სკოლების, საავადმყოფოებისა და ფაბრიკა-ქარხნების ტერიტორიებზე არსებული სპეციალური დანიშნულებისა და შეზღუდული სარგებლობის ნარგავები) და მესამე (ნარგავები, რომელიც არ შედის პირველ და მეორე კატეგორიაში) კატეგორიებს მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისებისა და მათზე მშენებლობის განხორციელების დროს, მწვანე ნარგავების ჭრაზე ნებართვის გაცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუ არსებული ნარგავები დაავადებულია, ხოლო დაავადების არსებობა და განკურნების შეუძლებლობა დადასტურებულია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირების მიერ. ასევე მეორე და მესამე კატეგორიების ნარგავების ჭრაზე ნებართვა ისეთ შემთხვევაშიც შეიძლება დაიშვას, თუ ნარგავები პირდაპირ აფერხებს მშენებლობას და მათი სამშენებლო ტერიტორიაზე დატოვება მშენებლობის განხორციელებას გახდის შეუძლებელს. ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს, ბიომრავალფეროვნებისთვის მიყენებული ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიებების განხორციელებას. როგორც პროექტის ინიციატორი განმარტავს, მისი მომზადება თბილისის სხვადასხვა უბნებში მიწის ნაკვეთების პრივატიზაციის შედეგად ქალაქის მწვანე საფარის ინტენსიურმა განადგურებამ განაპირობა. “მწვანე ნარგავებით დაფარულ ტერიტორიას გარდა ესთეტიურისა, დასახლებული პუნქტების ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისგან დაცვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აკისრია – განსაკუთრებით მტვრისგან დაცვის კუთხით. ერთი ზრდასრული მცენარე იმდენ ნახშირორჟანგს შთანთქავს და გამოყოფს ჟანგბადს, რამდენიც ერთ ადამიანს მთელი დღის განმავლობაში ყოფნის. ამ მხრივ თბილისში უმწვავესი მდგომარეობაა. 2013 წელს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს კვლევებით დადგინდა, რომ ქალაქის მთელ რიგ უბნებში მტვრის კონცენტრაცია ატმოსფერულ ჰაერში ზღვრულად დასაშვებ ნორმას შვიდჯერ აღემატება, ხოლო ნახშირჟანგისა – სამჯერ. შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის შედეგებზე ჯანდაცვის სამინიტროს მონაცემები მეტყველებს, რომელთა მიხედვით, სასუნთქი გზების ქრონიკული ავადმყოფობებით დაავადებულთა რაოდენობა 2007 წლიდან გაზრდილია 23%-ით, დაავადების შემთხვევათა რაოდენობა – 58%-ით. განსაკუთრებით გაზრდილია ფილტევების ქრონიკულ დაავადებათა შემთხვევები – დაავადებულთა რაოდენობა 165%-ით, ხოლო შემთხვევათა რაოდენობა 70%-ით”, – აცხადებს კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს გიორგი ცაგარეიშვილი.

გიორგი სირაძე

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 17/03/2014 in Uncategorized

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s