გუშინ, 14 მარტს საგანგებო სიტუაციების სააგენტოში შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც მუხიანის დასახლებაში ერთერთი კორპუსის სახურავიდან კედლის სინკარის ხვრელში ჩავარდნილი იყო კატა და 2 დღის განმავლობაში ვერ ახერხებდა ამოსვლას. ადგილზე მისულმა სამაშველო- ცხოველთა დამჭერმა ბრიგადამ დაათვალიერეს სახურავი, გაზომეს სინკარის ხვრელი და დადგინდა რომ კატა ჩავარდნილი იყო სახურავის საჰაეროდან მე-7 სართულამდე.
გულისხმიერმა მოქალაქემ დართო ნება თავის საცხოვრებელი სახლის კედელის გამონგრევის. მაშველებმა გამოანგრიეს კედელი და გამოიყვანეს ლამაზი, შეშინებული კნუტი. სამაშველო ოპერაციას ხელმძღვანელობდა დეპარტამენტის უფროსი თემურ ფხალაძე, რომელმაც აღნიშნულის შესახებ შეატყობინა ცხოველთა მოყვარულ ნანა ხომასურიძეს , რომელმაც გამოთქვა სურვილი დაეტოვებინა კნუტი და გაეწია მოვლა-პატრონიბა .
ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია და ვიმედოვნებთ უფრო და უფრო წინ წავა მუნიციპალური სამსახური.
ლამაზი წითური ბიჭი კი ჩუქდება და ელის მზრუნველ პატრონს:)
ინფორმაცია და ფოტოები აღებულია
ცხოველთა გადარჩენის სახალხო ფრონტისგან