RSS

ტაო-კლარჯეთში თამარის ხიდები წყალმა დაფარა

26 Oct

ქალაქი იუსუფელიც მალე წყალქვეშ მოექცევა

ოლიკო ცისკარიშვილი

ისტორიული წყაროების მიხედვით, ამჟამინდელ ართვინის პროვინციაში, ქალაქ იუსუფელს, ახალთა ერქვა. მდინარე ჭოროხის მარჯვენა მხარეს, მარცხნიდან  პარხალისწყალი უერთდება და მიმდებარე ტერიტორიები კარგად ჩანს. ახალთის ძველი დასახლება აქვეა, მდინარე პარხალის მარცხენა მხარეს, ახალი დასახლებაა – იუსუფელი. ეს ადგილი გზაგასაყარია – იმიერ და ამიერ ტაოს გზაგასაყარი. აქედან შვიდ კილომეტრშია კავკასიძეების ციხის კომპლექსი, რომელიც ოთხთას კომპლექსში შედიოდა. იქვეა ბაზილიკური ტაძარი, რომელიც სამწუხაროდ, კაშხლის მშენებლობის დროს, დაიტბორება. იუსუფელის კაშხალი, რომელიც ამ ტერიტორიებს დატბორავს, იქნება თურქეთში ყველაზე მაღალი კაშხალი. მისი სიმაღლე 260 მეტრს მიაღწევს და მსოფლიოში მეორე ადგილზე იქნება თავისი სიმაღლით, სიმძლავრით, წყლით მოცულობით.

“ეს ტაძარი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით,  წყალსაცავის ფსკერზე მოექცევა. აქედან ორ კილომეტრში მდებარე კოწახურას ტაძარიც, სადაც ჯერ კიდევაა შემორჩენილი ფრესკები და იკითხება წარწერები. ესენიც და კავკასიძეების ეკლესიებიც მე-9 მე-11 საუკუნეებისაა და ყველა ფსკერზე დაიდებს ბინას. იმედია აღწერა მაინც მოხდება ჩაძირვამდე,” – ამბობს გეოგრაფი გიორგი დვალაშვილი.

იუსუფელში მდებარე ტაძარს აშკარად ეტყობა, რომ ხელოვნურადაა დანგრეული, არც ერთი თლილი ქვა აღარაა შემორჩენილი. მთლიანადაა გაძარცვული. ამ ქვებით, როგორც წესი, მიმდებარე შენობები იგებოდა. ამჟამად, ეს ტაძარი ბუნებრივი პროცესებით ზიანდება.

“საკმაოდ რთულ მდგომარეობაშია, თუმცა ამის მომავალი უკვე გარკვეულია, გადაწყვეტილია. ამ ტაძარს რამოდენიმე წელში ფსკერზე მოუწევს ყოფნა. გარდა ამ სამი ძეგლისა, სხვა დიდი მთავარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არ იტბორება, არც ოთხთა, არც პარხალი, თუმცა მათთან მისასვლელი გზები იტბორება,” – ამბობს გიორგი დვალაშვილი.

მისივე თქმით, სავარაუდოდ, 27-მდე სხვადასხვა სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური შენდება მდინარე ჭოროხის აუზში, შავშეთის წყლის აუზში – მდინარე იმერხევში, ბერთასხევში. არტანუჯის წყლის ქვემო ნაწილში კაშხლის დიდი ნაწილი ფუნქციონირებს. იმერხევში მთელი ხეობა არ იქნება დატბორილი, მაგრამ იქნება მცირე სიმძლავრის ვარდნილჰესები. ასე რომ პარხალის წყლის ხეობაც არ იქნება ბოლომდე დატბორილი. აქაცაა ვარდნილჰესების გაკეთება დაგეგმილი. საქართველო-თურქეთის საზღვართან ფუნქციონირებს, მარადიდთან ახლოს, მურატლის ჰესი – ბარაჟი. ფუნქციონირებს ბორჩხაშიც .

დერინერის კაშხალს, სავარაუდოდ, 30 კილომეტრი აქვს სიგრძე და უზარმაზარი ტერიტორია დატბორილი, მის ქვეშ, არაზუსტი მონაცემებით, 15-მდე სოფელი მოექცა. თურქეთის ხელისუფლება გამალებით მუშაობს შემოვლით გზებსა და ხიდების მშენებლობაზე.

“ზუსტი მონაცემები, სამწუხაროდ, არ მაქვს, დერინერის გარდა ინტენსიურად მუშაობს ართვინის კაშხლის სამუშაობიც, რომელიც იქნება 140 მეტრი სიმაღლეში, ართვინის ზევით კიდე ერთი კაშხალი იქნება. მერე კი იუსუფელის კაშხალი. ზოგიერთი დამთავრების სტადიაშია. ზემოთ 25-30 კილომეტრში, არის ჭოროხის ციხე, რომელიც იტბორება და მალე ციხის ფრაგმენტები იქნება ფსკერზე, აღსანიშნავია, რომ ძალიან ბევრი თაღოვანი ხიდი, თამარის ხიდები მოექცა ფსკერზე – მურღულის ხეობაში, ჭოროხის ხეობაშიც და ა.შ.” – ამბობს გიორგი დვალაშვილი.

hesebi 010

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s