RSS

საგარეო უწყება ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

15 აგვისტო

egvipte01საქართველოს საგარეო უწყება ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, რომ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, 14 აგვისტოს, კაიროსა და ქვეყნის 14 რეგიონში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. კომენდანტის საათი მოქმედებს 19:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე. ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს შეტაკებები ეგვიპტის სამართალდამცავ ორგანოებსა და “მუსლიმი ძმების” მომხრეებს შორის, რასაც მოჰყვა მსხვერპლი.უწყების განცხადებაშია აღნიშნულია, რომ კაიროში, ალექსანდრიასა და ეგვიპტის სხვა ქალაქებში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე. განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, დემონსტრაციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს.
საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად დასასვენებლად იმყოფებიან ეგვიპტის კურორტებზე, მათ შორის ჰურგადაში მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ტუროპერატორებთან. ქართველმა ტურისტებმა არ უნდა დატოვონ ტურისტული დასასვენებელი ზონების ტერიტორია.
ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ კაიროში საქართველოს საელჩოს, ცხელ ხაზზე: +2010 110 888 44.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გამგზავრებას, თავი შეიკავონ მგზავრობისგან.

შეგახსენებთ, რომ შარმ-ელ-შეიხში ტურისტული ექსკურსიები დროებით შეჩერდა, პოლიცია კი ჰურგადაში მყოფ ტურისტებს სასტუმროებში დარჩენისკენ მოუწოდებს ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქებში არსებული ვითარების გამო. ამის შესახებ ტურისტული სააგენტო Travel Mole იუწყება.
“ბიბისის” ბოლო ინფორმაციით, ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში მომხდარი ძალადობრივი დაპირისპირების შედეგად, წუხანდელიდან მოყოლებული ამ დროისთვის 421 ადამიანია დაღუპული.
ეგვიპტის დროებითი მთავარობის განცხადებით, დაღუპულთა შორის 43 პოლიციელია, დაშავებული კი 2 926 ადამიანია.
ქაიროში და ეგვიპტის 14 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათია გამოცხადებული.

http://www.ipn.ge

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s