RSS

24 საათიანი ცხელი ხაზი ტურისტებისთვის

06 Aug

yazbegiskenტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით საქართველოში ტურისტებისთვის 24 საათიანი ცხელი ხაზი ამუშავდა. ნომერზე _ 0 800 800 909 როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია განთავსების, დადაადგილება-ტრანსპორტირებისა და კვების ობიექტების შესახებ სრულიად უფასოდ. სურვილის შემთხვევაში მიეცემათ რეკომენდაციები ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების, ასევე ქვეყანაში დაგეგმილი ეროვნული დღესასწაულების, ფესტივალებისა და სხვა აქტივობების შესახებ.ოპერატორები საწყის ეტაპზე მსურველებს ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებზე მოემსახურებიან. მომავალში დაემატება სხვა ენებიც.
ინფორმაცია ცხელი ხაზის შესახებ, ყოველ ტურისტს საზღვარზე შემოსვლისთანავე მიეწოდება.

მომავალში იგეგმება პროფილის გაზრდა, რის ფარგლებშიც სექტემბრიდან ამუშავდება „რეკლამაციის სამსახური“, სადაც ტურისტებს ექნებათ შესაძლებლობა განაცხადონ თავიანთი პოზიტიური თუ ნეგატიური შეხედულებების შესახებ, რაზეც კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება მოხდება.

„ამ დრომდე ინდივიდუალურ მოგზაურებს, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღება საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში განთავსებულ ტურიზმის საინფორმაციო ცენტრებში შეეძლოთ, რომელთა სამუშაო სააათები განისაზღვრება მხოლოდ დღის საათებში, ახალი ცხელი ხაზის საშუალებით, მსურველებს ინფორმაციაზე წვდომა ექნებათ 24 საათის განმავლობაში სრულიად უფასოდ, ამ ინიციატივით ვეცადეთ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის უფრო კომფორტული გაგვეხადა საქართველოში მოგზაურობა“ _ განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s