RSS

Monthly Archives: ივლისი 2013

ხვალ, სიღნაღში საზამთროს ფესტივალი გაიმართება

sazamtroხვალ, 27 ივლისს 14:00 საათზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სიღნაღში საზამთროს ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება მეორე წელია იმართება და მისი მიზანია სიღნაღის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია,რომელიც შემდგომში ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებასა და ტურისტული ნაკადის ზრდას. Read the rest of this entry »

 

შავ ზღვაზე ულტრაიისფერი ინდექსის მაღალი მაჩვენებელია

zRva 00012გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ულტრაიისფერი ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ზაფხულის პერიოდში ულტრაიისფერი ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები საქართველოში და განსაკუთრებით ქვეყნის შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე აშშ-ის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის ადმინისტრაციის (NASA) მონაცემების მიხედვით ფიქსირდება.  Read the rest of this entry »

 

სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 5 მილიონ ლარზე მეტია

mewyeri 1008სტიქიის შედეგად დასავლეთ საქართველოში გამოწვეული ზარალი 4 000 000 ლარია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ მთავარობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ამას ემატება დუშეთში, ფშავში სტიქიის შედეგად გზის მოწყვეტისა და დაზიანების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა, რაც საერთო ჯამში მილიონნახევარი ლარია. სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა კიდევ გრძელდება. Read the rest of this entry »

 

მუყაოს “ოცნების ქალაქი”

ocnebis qalaqi 017ბავშობაში, სოფელში, ჩემ კბილა გოგო-ბიჭებთან ერთად, სახლობანას მუყაოს ყუთებისგან გაკეთებულ ქოხმახებში ვთამაშობდით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ქოხში რეალურად შეიძლებოდა ადამიანებს ეცხოვრათ, ვერც მაშინ, ღრმა ბავშვობაში, როცა ზღაპრების მართლა მჯეროდა. ორიოდე დღის წინ, ზუსტად ისეთივე აშენებულ ქოხების “ოცნების ქალაქში” მოვხვდი. დავდიოდი და გაკვირვებულ-გაოცებული, ალაგ-ალაგ ამ ქოხებშიც ვიხედებოდი. იქიდან კი დაღლილი, ცხოვრებისგან გასავათებული, იმედდაკარგული ადამიანების თვალები მეფეთებოდა. Read the rest of this entry »

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს შექმნის

yazbegi 001ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის გიორგი სიგუას სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად ქვეყნის მასშტაბით ტურისტულ ობიექტებში მომსახურების სფეროს გაუმჯობესება სახელდება. რისთვისაც უწყებაში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური იქმნება, რომლის მიზანიც ქვეყნის მასშტაბით ტურისტულ ობიექტებში მომსახურების სფეროს გაუმჯობესება იქნება. Read the rest of this entry »

 

მიწისძვრას ჩინეთში მსხვერპლი მოჰყვა

miwisZvraჩინეთის პროვინცია განსუში მომხდარი მისწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ დინსის გარეუბანში დანგრეულია 400 სახლი და 5 ათასზე მეტი დაზიანებულია. Read the rest of this entry »

 

უკანონო თევზჭერის ფაქტებზე სანქციები მკაცრდება

daxocili Tevzi2013 წლის 17 ივლისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლში ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტებზე. Read the rest of this entry »

 

დარიალჰესის გამო მიღებული კანონი და დარიალის ხეობა

dariali 003ოლიკო ცისკარიშვილი

“აქცია არ გაგვიმართავს, უბრალოდ, მინდოდა ჩემს შვილებს თერგი ენახათ. ლაღი – ხევში თავისუფლად მორბენალი. მასთან ერთად, ზვიადი კლდეების სიდიადე შეეგრძნოთ. მინდოდა იმ სილამაზით, ისე აღტაცებულიყვნენ, როგორც მე დამემართა, რამდენიმე წლის წინ. მინდოდა ჩემს შვილებს თავისი შვილებისთვის მოეყოლათ, დარიალსა და თერგზე. დავიგვიანე… “- ყვება ერთ-ერთი ქართველი, რომელმაც დარიალის ხეობაში უკვე მშენებარე ჰესების გამო, როგორც თავად ამბობს, ულამაზესი დარიალის ხეობის ნაცვლად, მისმა შვილებმა უშველებელი ბულდოზერების მიერ ამტვერებულ გარემოში მხოლოდ ის ნახეს, როგორ ამზადებდნენ თერგისთვის გვირაბს. Read the rest of this entry »

 

ზოოპარკში ლეკვების გაჩუქების აქცია მიმდინარეობს

ლეკვებიდღეს, თბილისის ზოოპარკში გაიმართება მორიგი მე-8 ღონისძიება “თავშესაფრებიდან ლეკვებისა და კნუტების გაჩუქება”.  “დღეს, გასაჩუქებლად 11 ლეკვი გამოვიყვანეთ
აქცია გაგრძელდება 4 საათამდე”, – აცხადებენ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში. Read the rest of this entry »

 

სოფელ კარდენახში რამდენიმე ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს

mewyeri 001სოფელ კარდენახში, სადაც 2800 ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე ათეული ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. 53 წლის კორახაშვილი დავითი ავარიულ სახლში მარტო ცხოვრობს ობოლ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი თქმით, 2010 წლიდან ითხოვენ დახმარებას მთავრობისგან. “არჩევნების შემდეგ ვიყავით გამგეობაში და გეოლოგების დადებული დასკვნაც დაკარგულია, წერილი პრეზიდენტის სახელზეც დავწერეთ, თუმცა ჩვენი საშველი მაინც არაა,” – ამბობს იგი. Read the rest of this entry »