დღეს, 5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ივ,ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID-ის მისიის დირექტორმა სტივენ ჰაიკინი კლიმატის ცვლილების საკითხებზე სტუდენტთა ესეების კონკურსში გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვა Read the rest of this entry »
Monthly Archives: ივნისი 2013
USAID-ის მისიის დირექტორმა კლიმატის ცვლილებაზე სტუდენტთა ესეების კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა
პრაღაში წყლის დონე იკლებს, თუმცა ზოგიერთ რაიონში ისევ საგანგებო მდგომარეობაა
პრაღაში არსებულმა დამცავმა ზღუდეებმა წყალდიდობის პიკს გაუძლეს და ჩეხეთის დედაქალაქში წყლის დონემ კლება დაიწყო. ამასთან ერთად, ტურისტებისთვისა და ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის რიგი ობიექტები პრაღაში ჯერ კიდევ დახურულია და ქალაქის ცენტრში მეტრო ჯერ კიდევ არ მუშაობს, თუმცა დღეისათის 5 მეტროსადგურის გახსნა იგეგმება. Read the rest of this entry »
არჩილ გეგენავას ყვარლის ტბა ჩამოართვეს
კომპანია “m ჯგუფის” მფლობელსა და მთაწმინდის ყოფილ მაჟორიტარს არჩილ გეგენავას ყვარლის ტბა ჩამოართვეს. ყვარლის ტბის კომპლექსი გეგენავამ რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის სამინისტროსაგან შეიძინა, თუმცა კომპანიის ძველი მფლობელი ს/ს “კორპორაცია ქინძმარაულის” ხელმძღვანელი თამაზ კონჭოშვილი აცხადებდა, რომ მას ქონება გეგენავას დავალებით ეკონომიკის სამინისტრომ უკანონოდ ჩამოართვა და “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებულ პირებს გადასცა. Read the rest of this entry »
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღე
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას. Read the rest of this entry »
გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადება მავნე მწერების გავრცელებასთან დაკავშირებით
მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ქალაქ თბილისის გარშემო სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (მცხეთა, ლისი, თეთრიწყარო და ა.შ) შეინიშნებოდა მერქნიან მცენარეებზე მავნე მწერების ინტენსიური გავრცელება.
სპეციალისტების მიერ შესწავლის შედეგად დადგინდა მწერების სახეობა: მზომელები – ცქვლეფია (Erannis defoliaria) და მოზამთრე – (Operophtera brumata) Read the rest of this entry »
ეროვნულ მუზეუმში ბუნების ისტორიის კოლექციების განახლებული ექსპოზიცია გაიხსნება
საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ხვალ, “მწვანე თვის” კამპანიის ფარგლებში, ხელისუფლების წარმომადგენლები ბუნების ისტორიის კოლექციების განახლებულ ექსპოზიციას დაათვალიერებენ.
ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე და პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ცაგარეიშვილი, რომლებსაც ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე უმასპინძლებს. Read the rest of this entry »
ევროპაში წყალდიდობაა – “პრაღა იძირება!”
ძლიერი წყალდიდობის გამო, ჩეხეთის ხელისუფლება იძულებული გახდა წყალსაცავებში წნევის შემცირების მიზნით ხელოვნური გადინება მოეწყო, რის შედეგადაც წყლის უდიდესი ნაკადი პრაღის მიმართულებით მიედინება. Read the rest of this entry »
კლიმატის ცვლილებაზე სტუდენტთა ესეების კონკურსში გამარჯვებულების დაჯილდოვება
5 ივნისს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს, ივ,ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში USAID-ის მისიის დირექტორი სტივენ ჰაიკინი კლიმატის ცვლილების საკითხებზე სტუდენტთა ესეების კონკურსში გამარჯვებული სტუდენტების დაჯილდოვების ცერემონიალს დაესწრება. კლიმატის ცვლილების საკითხებზე სტუდენტთა ესეების კონკურსი სტუდენტთა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული პროგრამის “საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და ზეგავლენის შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია” ფარგლებში ტარდება; Read the rest of this entry »
ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
ჩეხეთში წყალდიდობის შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ “ბიბისი” იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, 8 ადამიანი დაკარგულად ითვლება. წყალდიდობაა გერმანიასა და ავსტრიაშიც, სადაც ერთი ადამიანია დაღუპული. გერმანიაში მდინარე დუნაი ნაპირებიდან გადმოვიდა. ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, მსგავსი რამ გერმანიაში ბოლო ნახევარი საუკუნის განმავლობაში არ მომხდარა. სამივე ქვეყანაში ათასობით ადამიანი ევაკუირებულია. Read the rest of this entry »
იტალიის კუნძულ სარდინიის კურორტი FORTE VILLAGE ქართველი ტურისტების მოლოდინშია
საქართველოს ტურიზმის ასოციაციის და ავიაკომპანია Alitalia პარტნიორობით
5 ივნისს, 17:30 საათზე სასტუმრო “რადისონში” გაიმართება იტალიის კურორტ Forte Village-ს პრეზენტაცია. პრეზენტაციაზე მოწვეულია 25-მდე საქართველოს წამყვანი ტურისტული კომპანია და მედია საშუალებები. Read the rest of this entry »



