ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია რამდენიმე წლის წინ, ტაძრის აღმოსავლეთით გამოვლენილი აკლდამის კონსერვაცია. ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის პარალელურად, ხორციელდება თანამედროვე ინფრასტუქტურის და ახალი ტურისტული კომპონენტების შექმნა. კახეთის განვითარების სახელმწიოფო და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მონასტრის ტერიტორიაზე მოეწყობა მაწვნის სახლი, კაფე და სუვენირების მაღაზია. ალავერდის კომპლექსი რეგიონის მთავარ სანახაობას წარმოადგენს, როგორც მომლოცველებისთვის ასევე რიგითი ტურისტებისთვის. ძეგლის განვითარება უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ტერიტორიის მასშტაბიდან გამომდინარე ძეგლზე კვლევითი სამუშაოები ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო – ეზოს ტერიტორია გაიწმინდა ნაყარი ქვა-ღორღისაგან და მცენარეული საფარისგან. ჩატარებული გათხრების შედეგად, გამოვლინდა XVI-XVII საუკუნეების აბანო. ძეგლის სარესტავრაიციო ეტაპების გათვალისწინებით, პირველ რიგში აღდგა აბანო, მარანი, ფეიქარხანი და ეპისკოპოსის სასახლე. ალავერდის რეაბილიტაციის მიმდინარე ეტაპი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 2012 წლის პროგრამის გათვალიწინებული ვადით, სექტემბერის ბოლოს დასრულდება.
ფოტო: ო. ცისკარიშვილი



