Daily Archives: 09/09/2012
ალავერდის სამონასტრო ანსამბლის კომპლექსური განახლება გრძელდება
ალავერდის სამონასტრო ანსამბლის კომპლექსური განახლება გრძელდება. რესტავრატორები აღმოსავლეთ ფასადის აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. ტაძრის მთელ პერიმეტრზე ხორციელდება განადგურებული შირიმის ქვის ცოკოლისა და გუმბათში არსებული დაზიანებული ფანჯრის ღიობების განახლება.თუშეთი – გირევი
გირევი მდებარეობს ისტორიულ მხარე თუშეთში, ისტორიულ პირიქითა (აღმა) თემში, სოფელ ომალოდან დაახლოებით 50 კილომეტრში, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე. გირევი საბჭოთა პერიოდში დაცარიელდა. ამჟამად, თუშეთის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.