Daily Archives: 06/09/2012
თუშეთში დაავადებულ ფიჭვნარს შველა სჭირდება
თუშეთის ეკოსისტემის შესანარჩუნებლად, მისი ფლორისა და ფაუნის დასაცავად, მისი უნიკაური ფიჭვნარებისა და არყნარების კონსერვაციისათვის 1980 წელს შეიქმნა თუშეთის ნაკრძალი, რომელიც ბაწარისა და ბაბანურის ნაკრძალებთან ერთად ახმეტის ნაკრძალის შემადგენლობაში შევიდა.თუშეთი – დოჭუ
დოჭუ სოფელია თუშეთში, რომელიც ცოტა ხნის წინ, ნასოფლარად ითვლებოდა, 2002 წლის მონაცემებით, იქ მხოლოდ ერთი მოსახლე ცხოვრობდა. თუმცა ჩვენი ჩასვლისას, რამდენიმე ოჯახი იყო ჩასული და საბედნიეროდ, მშენებლობა-რესტავრაციაც, ნაფუძრების აღდგენაც ქონდაც დაწყებული. სოფლის შუაგულში ტურისტებისთვის პატარა ოჯახური სასტუმროც იყო. რომელიც შემდეგ, გზააბნეულ ებრაელ ტურისტ წყვილს მივასწავლეთ ღამის გასათევად.