RSS

ალავერდის სამონასტრო ანსამბლის კომპლექსური განახლება გრძელდება

09 სექ

This slideshow requires JavaScript.

ალავერდის სამონასტრო ანსამბლის კომპლექსური განახლება გრძელდება. რესტავრატორები აღმოსავლეთ ფასადის აღდგენით სამუშაოებს აწარმოებენ. ტაძრის მთელ პერიმეტრზე ხორციელდება განადგურებული შირიმის ქვის ცოკოლისა და გუმბათში არსებული დაზიანებული ფანჯრის ღიობების განახლება.

ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია რამდენიმე წლის წინ, ტაძრის აღმოსავლეთით გამოვლენილი აკლდამის კონსერვაცია. ალავერდის სამონასტრო კომპლექსში ძეგლთა დაცვისა და გადარჩენის პარალელურად, ხორციელდება თანამედროვე ინფრასტუქტურის და ახალი ტურისტული კომპონენტების შექმნა. კახეთის განვითარების სახელმწიოფო და მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მონასტრის ტერიტორიაზე მოეწყობა მაწვნის სახლი, კაფე და სუვენირების მაღაზია. ალავერდის კომპლექსი რეგიონის მთავარ სანახაობას წარმოადგენს, როგორც მომლოცველებისთვის ასევე რიგითი ტურისტებისთვის. ძეგლის განვითარება უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ტერიტორიის მასშტაბიდან გამომდინარე ძეგლზე კვლევითი სამუშაოები ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო – ეზოს ტერიტორია გაიწმინდა ნაყარი ქვა-ღორღისაგან და მცენარეული საფარისგან. ჩატარებული გათხრების შედეგად, გამოვლინდა XVI-XVII საუკუნეების აბანო. ძეგლის სარესტავრაიციო ეტაპების გათვალისწინებით, პირველ რიგში აღდგა აბანო, მარანი, ფეიქარხანი და ეპისკოპოსის სასახლე. ალავერდის რეაბილიტაციის მიმდინარე ეტაპი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 2012 წლის პროგრამის გათვალიწინებული ვადით, სექტემბერის ბოლოს დასრულდება.

www.epn.ge

ფოტო: ო. ცისკარიშვილი

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s