RSS

ზედაზენი

22 მაისი

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

საგურამოდან ზედაზნისკენ მიმავალი გზა ციცაბო და იმ დღეს, სამწუხაროდ, ტალახიანი იყო. ავტომობილებზე რომ არაფერი ვთქვათ, ჩვენ ძლივს მივუყვებოდით აღმართს. იმ დღეს, კი ზედაზენს ბევრი სტუმარი ჰყავდა, რადგან მომლოცველები ზედაზნობას ზეიმობდნენ.

თუმცა, VI საუკუნის წმ. გიორგის სამეკლესიანი ბაზილიკის შემორჩენილ ნანგრევებს და  ზედაზნის სამონასტრო ანსამბლს უცხოელი ვიზიტორებიც სიამოვნებით ნახავენ, რადგან თავად ზედაზენი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია.

ისტორიული წყაროები გვამცნობენ, რომ ზედაზნის მონასტერი, დაარსა 13 ასურელი მამათგან ერთ-ერთმა – იოანემ, რომელსაც შემდეგ იოანე ზედაზნელი უწოდეს. იგი ამ მთაზე დასახლებულა 12 მოწაფესთან ერთად, საიდანაც მოგვიანებით, სხვადასხვა კუთხეში გაფანტულან და ეკლესია-მონასტრები აუშენებიათ. მათ მოსვლამდე ამ მთაზე აღმართული ყოფილა ზადენის კერპი. ზადენის კერპი იყო ქართულ მითოლოგიის ერთ-ერთი ღვთაება, რომელსაც თაყვანს სცემდნენ ქრისტიანობის გავრცელებამდე. ხელნაწერთა ტრადიციის მიხედვით, ზადენის კულტი მეფე ფარნაჯომმა ძვ. წ. II ს-ის პირველ ნახევარში შემოიღო. ხელნაწერი ზადენის სახელს მცხეთის ახლოს ზადენის ციხის სახელწოდებასთან აკავშირებს. მეცნიერების მტკიცებით, ზადენის სახელი კავშირშია ირანულ yazadan-თან (კეთილი სულების რანგი). ზადენს (არმაზთან ერთად) თაყვანს სცემდნენ, როგორც უხვი მოსავლის მომყვან ღმერთს და სამყაროს ერთმპყრობელს. ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ ზადენის კულტი გაუქმდა.

იოანე ზედაზნელს VI ს–ის  40–იან  წლებში დაუარსებია დარბაზული ტიპის ქართული ეკლესია, რომელიც მე-8 საუკუნის დასასრულს კათალიკოს კლიმენტის ბაზილიკად გადაუკეთებია.

მონასტერმა დღემდე შემოგვინახა ქვის კანკელი, ისეთი როგორიც შუამთის მონასტერშია, ასევე იოანე ზედაზნელის  ქვის განსასვენებელი, რომლის ფილებიც კანკელთან ერთად, ამჟამად საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება.

იოანეს ერთ-ერთ მოწაფესთან ერთად დარჩენილა ზედაზენზე. ღრმად მოხუცებული 573 წელს გარდაიცვალა.

ზედაზენი უწყლო ადგილი ყოფილა. ილია დიაკონი, ყოველდღე შორიდან ეზიდებოდა წყალს. ამის შემხვედვარე წმინდა იოანემ უფალს წყაროს აღმოცენება სთხოვა და მართლაც, ისმინა უფალმა მისი ვედრება და მთის მწვერვალზე მკურნალი წყარო აღმოცენდა. ეს წყარო დღეს მოანსტერშია და ყველა მსურველს შეუძლია იქიდან წყურვილის მოკვლა. ლეგენდის თანახმად, ამ წყაროს დათვი შეეჩვია. წმინდა იოანეს ლოცვით მხეცი მოთვინიერდა და ამის შემდეგ, ზედაზნის ტყის ბინადარი მტაცებლები ადამიანებს არაფერს არ უშავებდნენ.

VIII საუკუნის მესამე მეოთხედში კათალიკოსმა კლემენტოსმა აქ ააგო სამნავიანი ბაზილიკა და იოანეს ეგვტერი მასში ჩართო, როგორც ბაზილიკის ჩრდილოეთ ნავის შემადგენელი ნაწილი. შემდგომ მონასტერი გაშენდა და კეთილმოეწყო. წინამძღვარ გაბრიელის დროს, IX საუკუნის პირველ ნახევარში, აშენდა ბაზილიკის კარიბჭე, მიქაელის დროს – სადიაკვნე, მიქაელის მიერ – `აკლდამას თანა~ ეგვტერი, ზაქარიამ X საუკუნის ბოლოს `ეკლესია განადიდა~, სამოელმა `მარანი ქვითკირითა ქმნა~ და სხვა. ზედაზნის ციხე და მონასტერი XI საუკუნემდე კახეთის სამეფოს მისადგომებს იცავდა. 1101 წ. დავით აღმაშენებელმა ზედაზნის ციხეში თავშეფარებული თურქ-სელჩუკთა და კახეთის მეფის კვირიკეს ლაშქარი საბოლოოდ გაანადგურა. მან კახთა მეფეს `წარუღო ციხე ზედაზენი” და თავის თანამებრძოლს ნიანია ბაკურიანს გადასცა. ზედაზნის მონასტერი, დღეს, მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია და მოქმედია.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s