სენაკის რაიონში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო.სენაკი უკვე დატოვა 100-ზე მეტმა ოჯახმა.სენაკის რაიონის ნაწილს ამ დროისთვის არ მიეწოდება ელექტროენერგია. დატბორილია რუსთაველის, ჭავჭავაძის, მშვიდობისა და შარტავას ქუჩები. Read the rest of this entry »
სენაკს სტიქია უტევს
წყალშემკრები აუზების მართვის გეგმების წინასწარი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება
სასტუმრო “ძველ თბილისში” ხვალ წყალშემკრები აუზების მართვის გეგმების წინასწარი ვერსიის პრეზენტაცია გაიმართება. განხილვა ეროვნულ დონეზე USAID-ის პროგრამის “წყალშემკრები აუზების მართვა” ფარგლებში ტარდება. Read the rest of this entry »
გარეულ ცხოველის მოკვლის შემთხვევა ადგილობრივ თვითმართველობას უნდა ეცნობოს
თავდასხმის შემთხვევაში, გარეული ცხოველის მოკვლის შესახებ მოსახლეობამ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უნდა აცნობოს. მოსახლეობაზე და შინაურ ცხოველებზე მგლების თავდასხმის შემთხვევაში განსახორციელებელი ქმედებების შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის სამინისტრო ავრცელებს. Read the rest of this entry »
საკრუიზო ლაინერების დანიშვის შემთხვევაში, ბათუმში ყოველდღიურად 2500-მდე ტურისტი შევა
„ბისეკის” ფარგლებში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც სანაოსნოს მიმართულების სამგზავრო გემებისა და საკრუიზო ლაინერების ხაზების დანიშვნაზე იმუშავებს. თავის მხრივ, იდეის ინიციატორი თურქეთი, უკრაინა და საქართველოა და მის განხორციელებას კი კიდევ 3 ხმა სჭირდება. აღნიშნულ თემაზე ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ, უკრაინაში ვიზიტისას შეხვედრები უკვე გამართა. Read the rest of this entry »
Fukushima-1-ს სიახლოვეს მიწისქვეშა რადიოაქტიური ტბა აღმოაჩინეს
ატომურ ელექტროსადგურ Fukushima-1-ს სიახლოვეს მიწისქვეშა რადიოაქტიური ტბა აღმოაჩინეს. ანალიზმა აჩვენა, ტბაში არსებული რადიაციის დონე წყალში 145-ჯერ აღემატება დასაშვებ ნორმას. Read the rest of this entry »
საქართველომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი სარეკლამო კამპანია დაიწყო
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისათვის ფართო მასშტაბიან სარეკლამო კამპანიას უკრაინის 3 ქალაქში: კიევში, ხარკოვსა და დონეცკში ატარებს.
კამპანიის ფარგლებში უკრაინაში, ქალაქ კიევში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პრეზენტაცია გაიმართა, სასტუმრო „ფერმონტში“ გამართულ შეხვედრაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი სიგუამ დამსწრე საზოგადოებას საქართველოს ტურისტულ პოტენციალზე, არსებულ ტურისტულ რესურსზე და ახალ მიმართულებებზე ესაუბრა. Read the rest of this entry »
ქუთაისის ნაგავსაყრელი უახლოეს მომავალში დაიხურება
გასული საუკუნის 50-იანი წლების ბოლოს, დაახლოებით, 1957 წელს ქუთაისის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამჟამინდელ ნიკეას დასახლებაში გამოიყო ნაგავსაყრელისთვის ტერიტორია, მაშინ აქ არც დასახლება იყო და არც პოლიგონიდან მომდინარე აუტანელი ნაგვის სუნი აწუხებდა ხალხს და არც მღრღნელებისა და მწერებისგან უხდებოდათ თავის დაცვა. Read the rest of this entry »
ტყიბულელები სუფთა ჰაერის ოცნებაში
ტყიბულში, გამსახურდიას და ბარათაშვილის ქუჩაზე მცხოვრებლები, დასახლებაში მინდელის და ძიძიგურის სახელობის მაღაროდან ამოღებული ქვანახშირის ნარჩენები დაყრას ეწინააღმდეგებიან, მათი თქმით, ქალაქში უსაშველო მტვერია, რაც მათ ჯანმრთელობაზე აისახება. ისინი ,,ჯი აი ჯი” ჯგუფისგან ითხოვენ არ დააბინძურონ გარემო და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. ადგილობრივების განცხადებით პრობლემა ორ წელზე მეტია აწუხებთ, თუმცა მისი მოგვარება დღემდე ვერავინ შეძლო. Read the rest of this entry »
ხვალ, სიღნაღში საზამთროს ფესტივალი გაიმართება
ხვალ, 27 ივლისს 14:00 საათზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სიღნაღში საზამთროს ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება მეორე წელია იმართება და მისი მიზანია სიღნაღის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პოპულარიზაცია,რომელიც შემდგომში ხელს შეუწყობს შიდა ტურიზმის განვითარებასა და ტურისტული ნაკადის ზრდას. Read the rest of this entry »
შავ ზღვაზე ულტრაიისფერი ინდექსის მაღალი მაჩვენებელია
გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე ულტრაიისფერი ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება. როგორც “ინტერპრესნიუსს” გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ზაფხულის პერიოდში ულტრაიისფერი ინდექსის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლები საქართველოში და განსაკუთრებით ქვეყნის შავი ზღვის სამხრეთ სანაპიროზე აშშ-ის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის ადმინისტრაციის (NASA) მონაცემების მიხედვით ფიქსირდება. Read the rest of this entry »





