სტიქიის შედეგად დასავლეთ საქართველოში გამოწვეული ზარალი 4 000 000 ლარია, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით ნარმანიამ მთავარობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ამას ემატება დუშეთში, ფშავში სტიქიის შედეგად გზის მოწყვეტისა და დაზიანების რეაბილიტაციისთვის საჭირო თანხა, რაც საერთო ჯამში მილიონნახევარი ლარია. სტიქიისგან მიყენებული ზარალის დათვლა კიდევ გრძელდება. Read the rest of this entry »
სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი 5 მილიონ ლარზე მეტია
მუყაოს “ოცნების ქალაქი”
ბავშობაში, სოფელში, ჩემ კბილა გოგო-ბიჭებთან ერთად, სახლობანას მუყაოს ყუთებისგან გაკეთებულ ქოხმახებში ვთამაშობდით. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ქოხში რეალურად შეიძლებოდა ადამიანებს ეცხოვრათ, ვერც მაშინ, ღრმა ბავშვობაში, როცა ზღაპრების მართლა მჯეროდა. ორიოდე დღის წინ, ზუსტად ისეთივე აშენებულ ქოხების “ოცნების ქალაქში” მოვხვდი. დავდიოდი და გაკვირვებულ-გაოცებული, ალაგ-ალაგ ამ ქოხებშიც ვიხედებოდი. იქიდან კი დაღლილი, ცხოვრებისგან გასავათებული, იმედდაკარგული ადამიანების თვალები მეფეთებოდა. Read the rest of this entry »
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს შექმნის
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელის გიორგი სიგუას სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულ საკითხად ქვეყნის მასშტაბით ტურისტულ ობიექტებში მომსახურების სფეროს გაუმჯობესება სახელდება. რისთვისაც უწყებაში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური იქმნება, რომლის მიზანიც ქვეყნის მასშტაბით ტურისტულ ობიექტებში მომსახურების სფეროს გაუმჯობესება იქნება. Read the rest of this entry »
მიწისძვრას ჩინეთში მსხვერპლი მოჰყვა
ჩინეთის პროვინცია განსუში მომხდარი მისწისძვრის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა და 300 დაშავდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქალაქ დინსის გარეუბანში დანგრეულია 400 სახლი და 5 ათასზე მეტი დაზიანებულია. Read the rest of this entry »
უკანონო თევზჭერის ფაქტებზე სანქციები მკაცრდება
2013 წლის 17 ივლისიდან საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 86-ე მუხლში ძალაში შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვით მნიშვნელოვნად იზრდება სანქციები თევზჭერის წესების დარღვევის ფაქტებზე. Read the rest of this entry »
დარიალჰესის გამო მიღებული კანონი და დარიალის ხეობა
“აქცია არ გაგვიმართავს, უბრალოდ, მინდოდა ჩემს შვილებს თერგი ენახათ. ლაღი – ხევში თავისუფლად მორბენალი. მასთან ერთად, ზვიადი კლდეების სიდიადე შეეგრძნოთ. მინდოდა იმ სილამაზით, ისე აღტაცებულიყვნენ, როგორც მე დამემართა, რამდენიმე წლის წინ. მინდოდა ჩემს შვილებს თავისი შვილებისთვის მოეყოლათ, დარიალსა და თერგზე. დავიგვიანე… “- ყვება ერთ-ერთი ქართველი, რომელმაც დარიალის ხეობაში უკვე მშენებარე ჰესების გამო, როგორც თავად ამბობს, ულამაზესი დარიალის ხეობის ნაცვლად, მისმა შვილებმა უშველებელი ბულდოზერების მიერ ამტვერებულ გარემოში მხოლოდ ის ნახეს, როგორ ამზადებდნენ თერგისთვის გვირაბს. Read the rest of this entry »
ზოოპარკში ლეკვების გაჩუქების აქცია მიმდინარეობს
დღეს, თბილისის ზოოპარკში გაიმართება მორიგი მე-8 ღონისძიება “თავშესაფრებიდან ლეკვებისა და კნუტების გაჩუქება”. “დღეს, გასაჩუქებლად 11 ლეკვი გამოვიყვანეთ
აქცია გაგრძელდება 4 საათამდე”, – აცხადებენ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში. Read the rest of this entry »
სოფელ კარდენახში რამდენიმე ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს
სოფელ კარდენახში, სადაც 2800 ოჯახი ცხოვრობს, რამდენიმე ათეული ოჯახი მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს. 53 წლის კორახაშვილი დავითი ავარიულ სახლში მარტო ცხოვრობს ობოლ მცირეწლოვან შვილთან ერთად. მისი თქმით, 2010 წლიდან ითხოვენ დახმარებას მთავრობისგან. “არჩევნების შემდეგ ვიყავით გამგეობაში და გეოლოგების დადებული დასკვნაც დაკარგულია, წერილი პრეზიდენტის სახელზეც დავწერეთ, თუმცა ჩვენი საშველი მაინც არაა,” – ამბობს იგი. Read the rest of this entry »
ტრავერტები დღეს
ტრავერტინები გუდაური -კობის საგზაო მონაკვეთზეა. ვინც კი ყაზბეგში ნამყოფია ყველამ იცის ეს ადგილი. ამჟამად, ტრავერტინებთან არსებული გვირაბის შეკეთება მიმდინარეობს, რისთვისაც სამშენებლო კომპანიამ გზა პირდაპირ ტრავერტინებზე გაიყვანეს და ტექნიკა ამ გზით მოძრაობს. სამშენებლო კომპანიისა და არა მარტო მისი განცხადებით, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს ამ ბუნების ძეგლის განადგურება, რადგან ტრავერტები სწრაფად მძარდია და მათი მტკიცებით, ორ წელიწადში ჩვეულ ფორმაში ჩადგება. თუმცა მის პირვანდელი სახის დაბრუნებას, სპეციალისტების თქმით, საუკუნეები დასჭირდება. Read the rest of this entry »
კანადაში მატარებლის კატასტროფამ 24 ადამიანი შეიწირა
კანადაში კვებეკის პროვინციაში მატარებლის კატასტროფის ადგილას პოლიციამ კიდევ 24 ცხედარი აღმოაჩინა. კიდევ 30 ადამიანი დაკარგულად ითვლება. პოლიციის თანამშრომლების განცხადებით, დაკარგულები ხანძარს ვერ გადაურჩებოდნენ. მატარებელი, რომელსაც 73 ცისტერნა ნავთობი გადაჰქონდა, ქალაქ ლიაკ მეჯანტიკში მონრეალიდან 250 კილომეტრში რელსებიდან გადავიდა. Read the rest of this entry »

