ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით საქართველოში ტურისტებისთვის 24 საათიანი ცხელი ხაზი ამუშავდა. ნომერზე _ 0 800 800 909 როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ მოგზაურებს საშუალება ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია განთავსების, დადაადგილება-ტრანსპორტირებისა და კვების ობიექტების შესახებ სრულიად უფასოდ. სურვილის შემთხვევაში მიეცემათ რეკომენდაციები ტურისტული ბილიკებისა და მარშრუტების, ასევე ქვეყანაში დაგეგმილი ეროვნული დღესასწაულების, ფესტივალებისა და სხვა აქტივობების შესახებ. Read the rest of this entry »
24 საათიანი ცხელი ხაზი ტურისტებისთვის
მედიაკონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება
ა/წ 6 აგვისტოს, თბილისში, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ შედგა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“–ს მიერ ორგანიზებული რეგიონული პრობლემატიკის მედიატურის/კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
კონკურსის გამარჯვებულად შემდეგი ჟურნალისტები დასახელდნენ: I ადგილი – ოლიკო ცისკარიშვილი – მედიასაშუალება „iReporter“, “Eko Fact”, II ადგილი – სუხლან მესხიძე –„25–ე არხი“, III ადგილზე კი სამი ჟურნალისტი გავიდა:თეა თოფურია – რადიო „თავისუფლება“, მანანა ვარდიაშვილი – „ლიბერალი“და თამარ კვინიკაძე – ჟურნალი ,,გზა”. Read the rest of this entry »
დაბინძურებული ბაზალეთის ტბა
ამჟამინდელ ბაზალეთზე ოქროს აკვანს კი არა, სუფთა წყლის და გარემოს ნატრული გახდება, იქ, თუნდაც შემთხვევით მოხვედრილი ადამიანი.
ეს ბაზალეთის მარჯვენა მხარეს, რომლის მახლობლად დევნილები კომპლექსურადაა ჩასახლებული. მარცხენა მხარეს კი კერძო ინვეტორის მიერ შესყიდულ ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია, სადაც სასტუმრო კომპლექსია აშენებული გაწმენდილი და გასუფთავებულია. Read the rest of this entry »
მიწისძვრა დაფიქსირდა ახალსოფელში
თბილისიდან 8 კილომეტრში, ქალაქ საგარეჯოდან დასავლეთით, 17 კილომეტრში სოფელ ახალსოფელში მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. Read the rest of this entry »
რაბათის აღდგენამ ახალციხე გამოაცოცხლა
ოლიკო ცისკარიშვილი
“რაბათის აღდგენამ გამოაცოცხლა ჩვენი ქალაქი,” – ამბობენ ახალციხელები.
რაბათის თანამშრომელთა თქმით, ხანდახან რაბათს, დღეში, ათასზე მეტი ტურისტი ყავს, ძირითადად ადგილობრივებიც, თუმცა საზღვარგარეთელი ვიზიტორებიც მრავლად არიან. Read the rest of this entry »
დაცული ტერიტორიების დაზიანება-დანაგვიანება სოლიდურ ჯარიმებთან იქნება დაკავშირებული
დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული ქმედების ჩადენისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება და დაწესებული ჯარიმები იზრდება. ამასთან, ადმინისტრაციულ კოდექსს ორი მუხლი ემატება, რომელთაგან ერთი დაცულ ტერიტორიის დანაგვიანებას ეხება, მეორე – ბუნების ძეგლის დაზიანებას და ასეთ ქმედებებზე ფულად პასუხისმგებლობას აწესებს. Read the rest of this entry »
აშშ ამერიკელ ტურისტებს მოუწოდებს, ალ-ქაიდას ტერაქტების მუქარის გამო, მოგზაურობაზე უარი თქვან
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ ტურისტებს მოუწოდებს, უარი თქვან მოგზაურობაზე ალ-ქაიდას ტერორისტული აქტების მუქარის გამო. ამის შესახებ “ბიბისი” იუწყება. დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ “ალ-ქაიდას” პოტენციური სამიზნე ძირითადად შუა აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა იქნებიან. Read the rest of this entry »
ომალოში თუშეთობა იმართება
სოფელ ომალოში სახალხო დღესასწაული “თუშეთობა” გაიმართება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან ცნობით, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, ქარუმ წერეთელი, რეგიონალური სამმართველოს მთავარ სპეციალისტ არჩილ ჭოტაშვილთან ერთად თუშეთს ესტუმრება და სოფელ ომალოში სახალხო დღესასწაულ “თუშეთობას” დაესწრება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, დღესასწაული თუში ხალხის უძველეს პროფესიას – მეცხვარეობას უკავშირდება და გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან, ივლისის ან აგვისტოს თვეში, ყოველწლიურად აღინიშნება. Read the rest of this entry »
უნიკალური წარმონაქმნის ბუნების ძეგლებს სპეციალური კანონი დაიცავს
უნიკალური, იშვიათი წარმონაქმნის ბუნების ძეგლები სპეციალური კანონის დაცვის ქვეშ ექცევა. “ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ” – ასე ეწოდება კანონპროექტს, რომლის რეგულირების სივრცეში შევა: სამეგრელოს ბუნების ძეგლების კომპლექსი – ბალდის კანიონი, ინიორეს ჩანჩქერი და ტობას პირველი მღვიმე, ტობას ჩანჩქერი და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლი, ასევე მოთენას მღვიმე, ჯორწყუს მღვიმე, ოჩხომურის ჩანჩქერი, ნაზოდელაოს მღვიმე, მდინარე აბაშის ჩანჩქერი და გოჭკადილის კანიონი. Read the rest of this entry »
იაპონიის მცხოვრებლებს საცხოვრებელი სახლების დატოვებას ურჩევენ
დაახლოებით 25 ათასმა ადამიანმა დასავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ დასავლეთ იაპონიაში, ბოლო ღამეების განმავლობაში, ძლიერი წვიმების შედეგად ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში გამოწვეული წყალდიდობის მიზეზით, სახლების დატოვებასთან დაკავშირებით რეკომენდაციები მიიიღეს. ადგილობრივი მასობრივი საშუალებები იუწყებიან, რომ კუნძულ ჰონსიუს ერთ-ერთ პრეფექტურაში ხელისუფლების მხრიდან 17 ათასი ადამიანი გააფრთხილეს. Read the rest of this entry »




