RSS

უდედოდ დარჩენილი საქართველო ანუ ემიგრანტი ქალების ამბავი

ანო ტვილდიანი

„უდედოდ გაზრდილი შვილები გულგრილები არიან ყველაფრის მიმართ, მათთვის უფრო ადვილია სამშობლოს წართმევა“, – ამბობს ლეილა ონიანი-ტონია.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 20/10/2023 დუიმი უკატეგორიო

 

“ოცნების” ქალაქის” ათი წელი ჩემს ობიექტივში (ფოტო ამბავი)

ოლიკო ცისკარიშვილი

2013 წელს, შემთხვევით მოვხვდი ბათუმთან ახლოს, ყოფილ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, რომელსაც ამჟამად ჩემი ათი წლის წინ დაწერილი სტატიის სახელი შემორჩა “ოცნების” ქალაქი”. “ოცნება” ბრჭყალებში დავწერე მაშინაც, და ახლაც, რადგან იქ მცხოვრებლები დღემდე ოცნებობენ საარსებო პირობების გაუმჯობესებაზე.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 10/09/2023 დუიმი უკატეგორიო

 

ერგნეთი – აგვისტოს ომიდან 15 წელი

ოლიკო ცისკარიშვილი

ერგნეთში შუადღისას ჩავედით. პირდაპირ სასაზღვრო პუნქტს მივადექით და მივხვდით, რომ უკვე ახლოს ვიყავით ჩვენს მიზანთან. ლია ჩლაჩიძე, რომელმაც აგვისტოს ომის მუზეუმი დაარსა, საკუთარი სახლის ნანგრევებზე, ჭიშკართან შემოგვეგება. ვიდრე ეზოში შევაბიჯებდით, მარჯვნივ რუსების მიერ დაცხრილული მანქანა დავინახეთ…

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 14/08/2023 დუიმი უკატეგორიო

 

“გაყინული” კონფლიქტების პლაცდარმი – საქართველო

ოლიკო ცისკარიშვილი

ეს ფოტო, 8 წლის წინ, 2015-ში, ერგნეთში გადავიღე. ლია ჩლაჩიძის სახლის ნანგრევებიდან ამოკრეფილი ბომბებს გადარჩენილი ყავის ჭიქებია. დღეს, ამ ადგილზე, საოკუპაციო ხაზთან, ოკუპანტების მიერ განადგურებული სახლის ნანგრევებზე მუზეუმია, რომელიც ცხინვალიდან დაახლოებით ერთ კილომეტრშია. ლიას სახლთან 200 მეტრში მავთულხლართებია… “დაკარგული” საფლავები. ჩამოყრილ “კასეტურ” ბომბების ადგილას, 2008 წლის აგვისტოს ომის ეპიცენტრში, ახლა ყვავილები ყვავის, ქალბატონი ლიას შეუპოვრობითა და ძალისხმევით. ომმა 408 ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა: 170 სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს 14 თა­ნამ­შრო­მე­ლი და 224 მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე. ერგნეთში, ომის დროს 160 სახლი დაიწვა. მიუხედავად იმისა, რომ წყალი და ბუნებრივი გაზი გამოიყვანეს, მოსახლეობას მაინც უჭირს თავის რჩენა.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 08/08/2023 დუიმი უკატეგორიო

 

ჩემი აგვისტოს ხუთი დღე

ოლიკო ცისკარიშვილი

არა, რვაში არ დაწყებულა ჩემი აგვისტოს ხუთი დღე, ექვს აგვისტოს დაიწყო, როცა ლეჩხუმის უმშვენიერეს სოფელ ლაჯანაში, მეგობრებმა ბავშვები დასასველებლად წავიყვანეთ. მე, ჩემს ქმარ-შვილთან ერთად და მეგობარი ქმარ-შვილთან ერთად, დაგვპატიჟეს მარინა ლეშკაშელმა და მაკა ტერელაძემ. ექვსში, უგრძელესი გზის შემდეგ, ისევ უკან, თბილისში, დაბრუნდნენ ჩემი ქმარი და მისი მეგობარი (ეს უკანასკნელი, მეორე დღეს, დილაუთენია, ვაშლოვანში სანადიროდ წავიდა და ომის დაწყება ვერც გაიგო).

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 07/08/2023 დუიმი უკატეგორიო

 

ბუნებრივი კატასტროფა შოვში

ოლიკო ცისკარიშვილი

ბუნებრივი და კატასტროფული მოვლენებისაგან მოსახლეობის და საინჟინრო-სამეურნეო ობიექტების დაცვა წარმოადგენს ტერიტორიის მდგრადი განვითარების ყველაზე აქტუალურ პრობლემას. თუმცა, საქართველოში, ეს ნაკლებად ადარდებს მავანს და შედეგები მუდმივად სახეზე გვაქვს.

გუშინ, 3 აგვისტოს, კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. რაჭაში, შოვში, სასტუმრო სანსეტ შოვთან, ამ წუთამდე ეძებენ ღვარცოფში მოყოლილ ადამიანებს და უკვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, ექვსი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 04/08/2023 დუიმი უკატეგორიო

 

წყლის პრობლემა ლაგოდეხში

თიკა ჭუმბურიძე

ლაგოდეხის რაიონის მოსახლეობას, წლების განმავლობაში, დაბინძურებული სასმელი წყალი მიეწოდება. მთიდან ჩამომავალი მდინარე, მილებში ყოველგვარი გაფილტვრისა და დამუშავების გარეშე ხვდება. ამიტომაც ლაგოდეხის წყალი ხშირად კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და მოწამვლის მიზეზი გამხდარა. ერთი პერიოდი, ონკანებზე ფილტრები დააყენეს, თუმცა წნევა ვეღარ უზრუნველყოფდა ყველა ოჯახამდე წყლის მიწოდებას. ამჟამად, ლაგოდეხში, თითქმის, ყველა ოჯახის ონკანს ფილტრი აქვს დამონტაჟებული. თუმცა წყალს მაინც, მხოლოდ ტექნიკური მიზნებისთვის იყენებენ, რადგან წყალს ხშირად გამხმარი ფოთლები მოყვება.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 08/06/2023 დუიმი უკატეგორიო

 

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე – “ჩემი გამომცემლობა”

25-26-27-28 მაისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ტარდება ექსპოჯორჯიაში, სადაც მონაწილეობას იღებს “ჩემი გამომცემლობაც”. გამომცემლობა წარადგენს ორი წლის განმავლობაში გამოცემულ წიგნებს. შემოგთავაზებთ ფასდაკლებით წიგნებს:

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 21/05/2023 დუიმი უკატეგორიო

 

სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უმუშევრობაა

ნანა ცეკვავა

„მე ვარ იტალიაში, ქალაქ ბარში, სადაც, რა თქმა უნდა, არიან ღარიბები, მაგრამ არა იმ რაოდენობით, როგორც საქართველოში. მინახავს ადამიანები, რომლებიც მათხოვრობენ, მაგრამ  ისინი არ არიან იტალიელები. ისინი არიან იტალიურად მოსაუბრე სხვა ეროვნების ადამიანები, რომლებიც თავს მათხოვრობით ირჩენენ. თუმცა ძალიან იშვიათია იტალიაში იმათხოვრონ…  სიღარიბესთან დაკავშირებით, იტალია და საქართველო  ძალიან განსხვავდება… ბევრი რამ იტალიაშიც ძვირია, მაგრამ აქ არის ის ანაზღაურება, რომელიც საქართველოში ალბათ არასდროს იქნება. აქ ფასდება თითოეული მოქალაქის შრომა, საქართველოში კი სამწუხაროდ, არა. საქართველოსთან შედარებით მინიმალური ფასებია პროდუქტებზე და ადამიანები თავიანთი შემოსავლებით მშვენივრად ირჩენენ თავს. აქ, სწორედ, საქართველოში გაუმართვამა ეკონომიკურმა მდგომარეობამ ჩამომიყვანა. თავიდან ძალიან რთული იყო სულ სხვა გარემოსთან შეგუება, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა… საქართველოში, სიღარიბის შემცირების უპირობო გამოსავალი, გამართული ეკონომიკა, ადამიანების დასაქმება და ხელფასების ზრდა თუ იქნება. სიღარიბის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უმუშევრობაა. ამ კუთხით მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა პანდემიით გამოწვეულმა ეკონომიკურმა კრიზისმა,“ – გვიყვება ნინო კანკია, 24 წლის, ემიგრანტი.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/05/2023 დუიმი უკატეგორიო

 

სიღარიბე, საქართველოს გადაუჭრელი პრობლემა

მარიამ ლაბაძე

ემიგრანტების უმრავლესობა სიღარიბის გამო მიდის საზღვარგარეთ, სამშობლოში ვერ შოულობენ სამსახურს, არ გააჩნიათ საკმარისი შემოსავალი, „იტალიაში ჩემი ოჯახის სარჩენად წავედი, ბევრი დედ-მამიშვილები ვართ, საქართველოში ვერ ვნახე კარგი სამსახური, დამაკმაყოფილებელი პირობებით და ასევე კარგი ანაზღაურებით, იტალიაში კი  დავიწყე მუშაობა ბავშვის აღმზრდელად კარგი შემოსავალი მქონდა. სწორედ იტალიაში გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე,“ – ამბობს 46 წლის მაია წიკლაური, დღეს უკვე ის იტალიის მოქალაქეა და თავის ოჯახთან ერთად შეძლებულად ცხოვრობს.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/05/2023 დუიმი უკატეგორიო