RSS

Category Archives: ეკოფაქტის ამბები

პანკისი – სტერეოტიპების მსხვერპლი ულამაზესი კუთხე

pankisi 007ოლიკო ცისკარიშვილი

პანკისისკენ როცა გადავწვიტე წამოსვლა, ვაინახური ფოლკლორის ფესტივალის დახურვაზე, ახლობლებმა სერიოზულად შეიცხადეს, „სად მიდიხარ, ან არ მოგიტაცონ, ან არ აგაფეთქონ… ზოგი რას მეუბნებოდა და ზოგი რას… ერთი კვირის განმავლობაში არ ჩერდებოდა ჩემს გარშემო შეშინებული ზუზუნი. მართალი გითხრათ, მეც გამეგო, მანამდე, რომ პანკისი საშიში რეგიონია, მედია პერმანენტულად იმას ავრცელებს, რომ პანკისელი ბოევიკები/ტერორისტები სირიაში არიან, პანკისიდან კიდევ ერთი გაიპარა სირიაში და ა.შ. მოკლედ, მედიამ უმთავრესად, საზოგადოების სტერეოტიპულ აზროვნების ჩამოყალიბებაზე კარგად იმუშავა. საქმე იქამდეც კი მივიდა, კინაღამ გადავიფიქრე, თუმცა საბოლოოდ მაინც წავედი, რადგან წლების განმავლობაში მინდოდა ამ ულამაზესი კუთხის ნახვა… Read the rest of this entry »

 

მ ი მ ა რ თ ვ ა ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიას

mshenebloba 003მიმართვა ღიაა ხელმოწერებისათვის, როგორც ორგანიზაციებისთვის, ისე მოქალაქეებისათვის, 2016 წ 29 აგვისტომდე.

ხელმოწერის სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე:greenalt@greenalt.org

 

მ ი მ ა რ თ ვ ა

ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს გიორგი ალიბეგაშვილს

ქ. თბილისის მერს დავით ნარმანიას

2016 წლის 17 აგვისტოს თბილისში, ყაზბეგის გამზირზე, სამშენებლო კომპანია „ორბი ჯგუფის“  ტერიტორიაზე, რამოდენიმე ხე მოიჭრა. ექსპერტებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ხეები სრულიად ჯანმრთელი, ხოლო მათი მოჭრა – უკანონო იყო. ამის გამო, პროკურატურამ, „პარტიზანი მებაღეების“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და თბილისის მერიის მიმართვების საფუძველზე,  გამოძიება დაიწყო. პროტესტის ნიშნად, მერიის შენობასთან „პარტიზანმა მებაღეებმა“ პერმანენტული შიმშილობა დაიწყეს. Read the rest of this entry »

 

თუშეთისკენ ევროპული სტანდარტების გზა გაკეთდება

omalo 006თბილისიდან საქართველოს ულამაზეს კუთხეში, თუშეთში ასვლას, ფაქტობრივად, მთელი დღე უნდა. გამოუცდელი მძღოლის გარეშე ცოტა თუ რისკავს მიუვალ გზებზე მგზავრობას. არც ყველა მარკის ავტომობილითაა მგზავრობა შესაძლებელი. გზებზე ხშირია მეწყრული მოვლენები და ქვათაცვენები, განსაკუთრებით ნალექიანობის დროს. თუშებსაც და თუშეთზე შეყვარებულ ადამიანებსაც იმედი მიეცათ, როდესაც საქართველოს პრემისერ მინისტრმა თუშეთობის დღესასწაულზე განაცხადა: Read the rest of this entry »

 

შშმ პირებისთვის ხის საწარმო „სხივი“ გაიხსნა

sxivi 006ოლიკო ცისკარიშვილი

“დღეს, ბედნიერი დღე გვაქვს,” – იტყვის ხშირ-ხშირად 22 წლის მარი და მესამე სართულიდან პირველ სართულზე ჩარბის, რომ სტუმრებს დახვდეს. სტუმრებიც ნელ-ნელა მოდიან და „სმენისა და მეტყველების მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციის“ ბენეფიციარების ნამუშევრებს ეცნობიან. თუმცა ეს ბედნიერი დღე, მხოლოდ იმით არაა გამორჩეული, რომ სტუმრები მათ ხელნაკეთ ნივთებს ათვალიერებენ. დღეს, მოსკოვის პროსპექტის 18 ნომერში გაიხსნა ხის სოციალური საწარმო „სხივი“, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს შეეძლებათ დაეუფლონ ხეზე მუშაობას და პატარა, მაგრამ სასარგებლო ნივთები გააკეთონ: ხის საათი, სათვლელი, ანბანი და ა.შ. რომელიც მერე მაღაზიებში გაიყიდება. Read the rest of this entry »

 

შშმ ახალგაზრდების საჭიროებაზე მორგებული სოციალური საწარმოს გახსნა

sxivi10 აგვისტოს ,  13 :00  გაიმართება  ,,სმენისა   და   მეტყველების    დარღვევის    მქონე      ბავშვთა     დახმარების    ასოციაციის’’    ხის     სოციალური  საწარმო “ს ხ ი ვ ი ს”  გახსნის პრეზენტაცია, რომლის    ფარგლებშიც  პირველად    საქართველოში არაფორმალური    განათლების    მეთოდებითა     და   ინდივიდუალურ   საჭიროებებზე მორგებული  მიდგომებით, შშმ   ახალგაზრდების    საჭიროებებზე მორგებული   სოციალური   სერვისის, ინტელექტუალური  შეზღუდვის   მქონე   პირთა  დასაქმების  მხარდაჭერითი  სისტემის   პილოტირება დიწყება.  იგი   მიმართული    იქნება შშმ ახალგაზრდების     ისეთ ცოდნასა და   კომპეტენციების  განვითარებაზე,   რომელიც   მათ შრომით   ეფექტიანობას,  კონკურენტუნარიანობასა  და     მხარდაჭერის  გზით  შრომით    ბაზარზე  მისაწვდომობასა   და    დასაქმებას   განაპირობებს. Read the rest of this entry »

 

გიგანტური სოკო, ხიროსიმასა და ნაგასაკზე

Urakami_mმოამზადა ოლიკო ცისკარიშვილმა

მეცნიერებამ 1932 წლამდე არც კი იცოდა ატომის ბირთვის სტრუქტურა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, 1939 წელს, ფიზიკოსებმა ბირთვი გახლიჩეს. ბირთვისგან გამოყოფილი უდიდეს ენერგია 1945 წელს 6 აგვისტოს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენეს. 1954 წელს კი მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა.

Read the rest of this entry »

 

ეკოლოგიური პრობლემა დნეპრის სანაპიროზე

dnepri 003მდ.დნეპრი,მიედინება რუსეთისბელარუსის და უკრაინის ტერიტორიებზე. მისი სიგრძე — 2201 კმ-ია, აუზის ფართობი — 504 ათ. კმ². სათავე აქვს ვალდაის მაღლობზე სოფელ ბოჩაროვოსთან (სმოლენსკის ოლქის სიჩევსკის რაიონიგავრილოვის ტბასთან ახლოს რუსეთში, ჩაედინება შავი ზღვის დნეპრის ლიმანის ყურეში. ეს უგრძელესი მდინარე უკრაინაში, ჩერკასკსაც გაივლის.

ჩერკასი, რომელიც საკურორტო ზონაა ადგილობრივები ხშირად დადიან მდინარე დნეპრის ნაპირზე საბანაოდ, თუმცა ნაპირზე საშინელი სუნი და ანტისანიტარიააა. მიუხედავად ამისა, წყლის და ბანაობის მოყვარული უკრაინელები ანტისანიტარიას არ დაგიდევთ და წყალმცენარეებით უხვ მდინარეში გრილდებიან. ბავშვები წყალმცენარეებისგან სიბინძურეში ერთობიან… Read the rest of this entry »

 

ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა

sidaდღეს, სასტუმრო ,,რედისონში,“ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია „ქვემო ქართლისა და ტავუშის რეგიონებში ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა“. საქართველო-სომხეთის ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავდნენ. Read the rest of this entry »

 

ინტეგრაცია-გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ

natoარასამთავრობო ორგანიზაცია „ინტეგრაცია-გზა ნატოსა და ევროკავშირისკენ“ გამართა საზაფხულო   სემინარები NATO-­ს შესახებ ქართული მედიის წარმომადგენლებისთვის.  სემინარებში მონაწილეობდნენ   ტელევიზიის, რადიოს, ბეჭდური და ონ-ლაინ მედიის ჟურნალისტები. ნატოს საზაფხულო სემინარები ჩატარდა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში რუმინეთის საელჩოს (ნატოს საკონტაქტო საელჩო), საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის სამსახურისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის პარტნიორობით.

Read the rest of this entry »

 

უნდა დაინახო ის, რასაც ვერ ხედავს სხვა…

ტელეკომპანია “კავკასიას” ეთერში, გადაცემა “თქვენი დრო”, დაეთმო ფოტოგრაფიას. სტუდიას სტუმრობდნენ ფოტოგრაფები, ბადრი ვადაჭკორია, ოლიკო ცისკარიშვილი და ნათელა გრიგალაშვილი.

Read the rest of this entry »