წალკის მუნიციპალიტეტში ადრე მდინარე ქცია ყოფილა, რომელიც ახლა თითქმის აღარ მოედინება. აქ წალკის წყალსაცავიცაა. მიმდებარე ტერიტორიაზე კი დაშბაშის კანიონია, რომელიც წითელ წიგნში 1983 წელს შეიტანეს და უკვე მეორე წლია დაშბაშის კანიონს ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს. თუმცა აქ ტურისტული მარშრუტები არ არის დაგეგმარებული. თუმცა უმშვენიერესი დასასვენებელი ადგილებია.
Category Archives: გარემო
წითელ წიგნში შეტანილი დამბაშის კანიონი
შსს-ს მაშველებმა დარიალის ხეობაში ერთი მოქალაქის ცხედარი იპოვეს
მოსკოვის გამზირის სკვერში ხეები ხმება
მოსკოვის გამზირზე არსებულ სკვერში, ბოლო თვეების განმავლობაში ერთი ნაძვი მთლიანად, რამდენიმე კი ნაწილობრივ გახმა – გვატყობინებს მოსკოვის განზირის ერთ-ერთი მკვიდრი. “როგორც ჩანს, დაავადება, რომელიც ამ ნაძვებს ახმობს, საკმაოდ პროგრესირებადია, გაზაფხულზე ჯერ კიდევ მწვანე ხე უკვე აგვისტოს ბოლოსთვის სრულიად გამხმარია. მაინტერესებს, რომელ სამსახურს ეხება ამ პრობლემის მოგვარება, ვინაიდან თუ დროულად არ მოხდა რეაგირება, მომავალი ზაფხულისთვის სკვერში ჯანმრთელი ნაძვი აღარ იქნება… გასახმობად განწირულ ხეებზე კი ჯერჯერობით არავინ ზრუნავს. ” – გვწერს სამი შვილის დედა.
დარიალის ხეობაში მეწყერი ისევ ჩამოწვა, ეძებენ ოთხ ადამიანს
დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის შემდეგ ოთხ ადამიანს ვერ პოულობენ. საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსს” ერთ-ერთმა თვითმხილველმა განუცხადა, რომ ამ წუთებში ადგილზე ისმის ვერტმფრენების ხმა, თუმცა ცუდი ხილვადობიდან გამომდინარე, ძნელი სათქმელია, მიმდინარეობს თუ არა სამაშველო სამუშაოები. ამასთან, ვერ ხერხდება დაკავშირება 4 ადამიანთან, რომლებიც მეწყერის ჩამოწოლის მომენტში ჰესის გვირაბში იმყოფებოდნენ.
გიგანტური სოკო, ხიროსიმასა და ნაგასაკზე
მეცნიერებამ 1932 წლამდე არც კი იცოდა ატომის ბირთვის სტრუქტურა, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ, 1939 წელს, ფიზიკოსებმა ბირთვი გახლიჩეს. ბირთვისგან გამოყოფილი უდიდეს ენერგია 1945 წელს 6 აგვისტოს სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენეს. 1954 წელს კი მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა.
უილიამ ლოურენსი, გაზეთ `ნიუ-იორკ თაიმსის~ მეცნიერული რედაქტორი, ერთადერთი ჟურნალისტი იყო, რომელიც ესწრებოდა პირველი ბირთვული გამოცდების ჩატარებას ნიუ-მექსიკოში, ნევადაში, წყნარ ოკეანეზე. თვალს ადევნებდა იაპონიის ერთ-ერთ ქალაქის ნაგასაკის განადგურებას. ნაგასაკიზე თავდასხმის დროს ლოურენსი, როგორც დამკვირვებელი იმ თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელსაც აპარატურა მიჰქონდა.
მოგზაურობის საბოლოო პუნქტი.
ხე, რომელმაც აპოკალიფსი გადაიტანა
ზუსტად 69 წლის წინ, 1945 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა იაპონიის ქალაქის ატომური იარაღით დაბომბვის განკარგულება გასცა: დაიბომბოს 2 აგვისტოს შემდეგ, როგორც კი ამინდი ამის საშუალებას მოგვცემს.
ბრძანების შესრულების საშუალება 6 აგვისტოს მიეცათ. ხიროსიმის უღრუბლო ცაზე მზე ანათებდა. ქალაქი სასწაულით იყო გადარჩენილი ომის კოშმარს, თუმცა მისი მცხოვრებნი ყოველ ღამით შიშით აყურადებდნენ ქალაქის თავზე მფრინავ ამერიკელთა თვითმფრინავებს.
მესტია – სვანური კოშკები და ცადაზიდული მყინვარები
თბილისიდან დაახლოებით 470 კილომეტრიანი გზა სვანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან წლების განმავლობაში უგზოობის გამო, მოწყვეტილნი იყვნენ გარესამყაროს. თუმცა გზა კარგადაა გაკეთებული, მგზავრები მაინც უნდა გაფრთხილდნენ, უცბად ჩამოწოლილი მეწყრებისგან.
ხანგრძლივი მგზავრობის მიუხედავად, დაღლა საერთოდ დაგვავიწყდა, როცა ამაყად აზიდულ კოშკებს მივადექით. როგორც გავიგეთ კოშკები ყველა გვარს თავისი აქვს – ნიგურიანების, ხერგიანების, ფალიანების, მჭედლიანების, რატიანების, ხოჯელანების, მარგიანების, ნაკანების, მუშკუდიანების, ჩართოლანების, გვარლიანებისა და ბარლიანების. მათ გარშემო კი ზვიადი მთები – უშბა, დალალახვარი, ბანგურიანი, თეთნულდი, ლაღამი, ლალაიდი…
შავი ზღვისპირა უნიკალური ტბა – პალიასტომი
დღე მეოთხე:
საქართველო უნიკალური ქვეყანაა, რომელსაც ტურიზმში განუსაზღვრელი შესაძლებლობები აქვს. ტურისტების მოსაზიდად დასავლეთ საქართველოში, გურიისა და სამეგრელოს შორის ერთი უნიკალური ტბა – პალიასტომი, რომელიც ბერძნულად ზღვის ძველ უბეს ნიშნავს. 1924 წლამდე ის მტკნარი წყლით იყო სავსე. იშვიათი შემთხვევაა, როცა ზღვასთან ასე ახლოს, მტკნარი წყლის ესოდენ დიდი ტბა იყოს სადმე. ამ წელს, სპეციალურად გათხრილი არხის წყალობით, პალიასტომი ზღვას შეუერთეს. ხოლო დიდი ღელვების და ზვირთების შედეგად, არხი გაფართოვდა და ის უკვე დიდი სრუტით უკავშირდება ზღვას. წყალიც მარილიანი გახდა. საზრდოობს წვიმის წყლითა და შენაკადებით. მასში ჩაედინება მდ. ფიჩორა, ხოლო გამოედინება მდინარე კაპარჭინა.
სწორედ, აქ მოხვდა ის ოცი ჟურნალისტი, რომელიც მედიატურის ფარგლებში მოგზაურობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და სწავლობს, თუ როგორ მოქმედებს კლიმატის ცვლილებები გარემოზე.
ანაკლიას სხვა ნაკლი აქვს
დღე მესამე:
მშვიდობის ხიდი, რომლის სიგრძე თითქმის ერთი კილომეტრია, გადაჭიმულია მდინარე ენგურსა და შავი ზღვის შესართავთან… (ადგილობრვების თქმით, ანაკლიიდან ორ კილომეტრში უკვე აფხაზეთში ვართ.)
სწორედ, აქ უერთდება მდინარე ენგური შავ ზღვას. აქ, მდინარე, შავი ზღვის ტალღების დარტმის გამო, თითქოს უკან იწყებს სვლას… სტატიას არ ვწერ იმიტომ, რომ ყბადაღებული და საზოგადოების განსჯის საგანი ახლა, სწორედ ანაკლიაში დაგეგმილი ჯაზ-ფესტივალი კაზანტიპია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ამგვარი ფესტივალების ჩატარებით, საქართველოს ტურიზმის განვითარების პერსპექტივები სასურველ ნიშნულემდე ადის.
თუმცა, ეს ალბათ სხვა თემაა და სხვა დროს, შეიძლებადაიწეროს კიდეც ეკოფაქტის გვერდზე. თუმცა უნდა ითქვას, რომ გაშმაგებული ფესტივალის მზადების მიუხედავად, სანაპირო ზოლი საშინლად დაბინძურებულია და დამსვენებლებიც ანტისანიტარიაში ირუჯებიან. მდინარის შესართავთან ბანაობა სასტიკად აკრძალულია, თუმცა გამაფრთილებელი აბრა მხოლოდ ქართულ ენაზეა.
ხეების სასაფლაოს გავლით, ჭალაათის მყინვარისკენ
დღე მეორე: მესტია ჭალა, მდინარე მეხსირი, რომელიც ყველაზე გრძელი მდინარეა, ჭალაათის ხეობაში კიდევ ერთი მდინარე. ამ მდინარეების შეერთების შემდეგ მესტიაჭალის ხეობაა. დილაუთენია ავიყევით ჭალაათის მწვერვალისკენ გზას.
გზად უზარმაზარი ლოდები გვხვდება, ეს მყინვარიდან ჩამოტანილი ლოდებია – გვიხსნის პროფესორი გიორგი დვალაშილი. ამ ლოდების შესწავლისას დადგინდა, რომ ეს ლოდები კავკასიონიდანაა ჩამოტანილი. ერთ-ერთ ლოდის სიმაღლე 14 მეტრია. ამ ლოდების არსებობა, იმის დასტურია, 4-5 საუკუნის განმავლობაში, როგორ შემცირდა მყინვარი.










