წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გარემოს დაცვისა და მის განვითარებაზე გაერთიანებული ერების კონფერენციაზე გაჩნდა. ამ დღის აღნიშვნა, კი 1993 წლის 22 მარტიდან დაიწყეს. თითოეულ ქვეყანას მოუწოდებდნენ, რომ წყლის რესურსების დღე აღენიშნათ. ყოველ წელს გაერო ახალ კოორდინტორს ირჩევს, რომელიც პასუხისმგებლია ახალი თემის მომზადებაზე, წყლის დღესთან დაკავშრებით. საერთაშორის წყლის დღის ჩატარების მთავარი მიზნებია:- მივმართოთ შესაბამის ზომებს იმ პრობლემასთან დაკავშირებით რასაც სასმელი წყალი ეწოდება
– მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნოლოვანია მტკნარი წყლის რესურსები და წყლის რესურსები.
– ამ დღესასწაულისთვის მივიზიდოთ მთავრობა, საერთაშორისო სააგენტოები, არასამთავრობო და კერძო სექტორები.
22 მარტი არის უნიკალური შესაძლებლობა შევახსენოთ საზოგადოებას თუ როგორი მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ წყალს. Read the rest of this entry »
Author Archives: ekofact
დღეს, წყლის რესურსების საერთაშორისო დღეა
დღეს, ტყის საერთაშორისო დღეა
1971 წელს, გაეროს ინიციატივით, 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ აღიარეს. ამ დღის ძირითადი ამოცანა პლანეტის მოსახლეობის სატყეო ეკოსისტემების მნიშვნელობის გაცნობიერების ამაღლებაა. ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტყის დასაცავად სხვადასხვა აქცია და ღონისძიება ტარდება. Read the rest of this entry »
ცუცხვათის მღვიმოვანი სკოლის მოსწავლეებმა დაასუფთავეს
თბილისის კეძო სკოლა ,,პოლიგლოტის“ მოსწავლეები და პედაგოგები, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტმენტის ასისტენტ პროფესორ, გეოგრაფიის აკადემიურ დოქტორ გიორგი დვალაშვილის ორგანიზებით ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათში მდებარე, მსოფლიოში გამორჩეულ მღვიმოვანში მოეწყო საველე ლექცია მოსწავლეებისთვის მღვიმის მნიშვნელობის შესახებ.
სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა
“სოკოვანმა დაავადებამ ბზის ბუნებრივი კორომების დიდი ნაწილი გაანადგურა, გაძნელდა იმ სადედე მასალის მოპოვებაც, რისგანაც ჯანსაღი კალამიშეგვიძლია მივიღოთ ნერგების დასამზადებლად”
ექსპერტების ცნობით, საქართველოში, ბუნებრივი გავრცელების არეალში, ბზა 95%-ით განადგურდა – აჭარაში, ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთში,რაჭა-ლეჩხუმში ბზის უნიკალური, 100-200-წლიანი კორომები გახმა. მხოლოდ შარშან გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში მავნებელმა პეპელამ –ალურამ, 3 დღეში ასწლოვანი ხეები გაანადგურა, მათ შორის – დადიანების სასახლის ხეივანი. ბზის გადასარჩენად სახელმწიფო ორგანოებმა დაპარტნიორმა ორგანიზაციებმა ერთად დაიწყეს ზრუნვა. Read the rest of this entry »
რესურსეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა წარმოების საკითხებისადმი მიძღვნილ ფორუმი
თბილისის ზოოპარკს ცხოველები შეემატება
თბილისის ზოოპარკს მალე აქლემი შეემატება, რიგის ზოოპარკი, მარტის ბოლოს, მასთან ერთად სხვა ცხოველებსაც გამოაგზავნის.
თბილისის ზოოპარკის დახმარების სურვილი, 14 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობის შემდეგ, სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებმა გამოთქვეს. მაშინდელი ტრაგედიის შემდეგ, ზოოპარკის 600 მკვიდრიდან ნახევარზე მეტი დაიღუპა. Read the rest of this entry »
თსუ-ს გეოგრაფებმა ჟინვალის წყალსაცავში წყალმცირობის დროს გამოჩენილი ტაძრის ,,ჯვარი პატიოსანის“ მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
მე-12 საუკუნეში აშენებული ჯვარიპატიოსნის სახელობის ეკლესია წყლის ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც დუშეთის მუნიციპალიტეტში ჟინვალის ჰიდროკომპლექსის მშენებლობა დაიწყო. ჰესის პირველი აგრეგატი 1985 წელს ამუშავდა. სოფელი ჟინვალი მთლიანად წყალსაცავის ქვეშ მოექცა. Read the rest of this entry »
გარემო და ჩვენ
გარემო და ჩვენ…
ინტერაქტივის შეკითხვა: ვიცავთ თუ არა გარემოს? როგორ ფიქრობთ, რა უქმნის ყველაზე მეტ ეკოლოგიურ საფთხეს ჩვენს ქვეყანას?
სატელეფონო ჩართვები:
ნინო ჩხობაძე – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების” წარმომადგენელი;
ნატა ფერაძე “პარტიზანი მებაღე” და
ჟურნალისტი, ბლოგერი, ოლიკო ცისკარიშვილი ეკოფაქტის დამფუძნებელი.
დიდი მადლობა რადიო “იმედს”
დღეს, გიდების საერთაშორისო დღეა
დღეს, მსოფლიოს ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით, იქ, სადაც ტურიზმია განვითარებული – გიდის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. როდის გაჩნდა ეს პროფესია, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის ნამდვილად საერთაშორისო ურთიერთობებზეა დამყარებული. მას შემდეგ, რაც ადამიანებმა სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობა დაიწყეს, ამ პროფესიის არსებობაც აუცილებელი გახდა.ჯერ კიდევ გასული საუკუნის, შუა წლებში, გიდის როლის მორგება პრაქტიკულად ნებისმიერ განათლებულ ადამიანს შეეძლო, ვინც ისტორიაში ერკვეოდა. ამ პროფესიით ხშირად მასწავლებლები, ისტორიკოსები, ფილოლოგები და სტუდენტები მუშაობდნენ. თუმცა, მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, გიდების პროფესიონალიზმზე მოთხოვნები გაიზარდა. გიდობის მსურველს, სათანდო მომზადება უნდა გაევლო. დღეს, გიდებს უნივერსიტეტები ამზადებე. ორი აუცილებელი პირობა გიდად მუშაობის დროს, გარდა განათლებისა, მათ უნდა შეეძლოთ სწორი მეტყველება და უნდა იყვნენ დამწყები ფსიქოლოგებიც. Read the rest of this entry »




