RSS

Monthly Archives: აპრილი 2022

ნარკომოხმარება და კანონმდებლობის სუსტი მხარეები დღევანდელ რეალობაში

მელანო ჭეიშვილი

,,ცხოვრებაში ყველაზე მთავარი არის, რომ არსებობდეს მოტივაცია. როცა ეს არსებობს, შემდეგ გჭირდება მხარდაჭერა ოჯახისგან და საზოგადოებისგან“, – ამბობს ლაშა აბესაძე, რომელიც ნარკოტიკებს 16 წელი მოიხმარდა და უკვე ოთხი წელია თავს სძლია. დღეს ის სათემო ორგანიზაცია ,,ახალი ვექტორის“ რუსთავის ფილიალის კოორდინატორია.

ეს დაწესებულება წარმოადგენს ნარკოტიკების მომხმარებელთა პირველ სათემო ორგანიზაციას და იგი მათ სთავაზობს ზიანის შემცირების, სამედიცინო და სოციალური სერვისების ყველაზე ფართო სპექტრს. ორგანიზაცია ერთი ფანჯრის პრინციპით ახორციელებს ზიანის შემცირების პროგრამას, რომელიც აპრობირებული და ეფექტური საშუალებაა სხვადასხვა სისხლით გადამდები ინფექციების გამოვლენისა და ნარკოტიკების მომხმარებელთა ჯგუფებში ამ ინფექციების გავრცელების პრევენციისათვის. აი ასეთ ორგანიზაციას წარმოადგენს ლაშა აბესაძე, რომელმაც თავისი ცხოვრების გზის რამდენიმე დეტალი გამანდო.

Read the rest of this entry »
 
დატოვე კომენტარი

Posted by on 06/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე