RSS

აჯობეთ საკუთარ თავს!!!

15 აპრილი

ცოტნე ტალახაძე

„23 წლის ასაკში, მამისგან პატარ-პატარა ბიზნესი მერგო წილად. შეიძლება ითქვას, რომ უდარდელი ცხოვრება მქონდა. რასაც ვისურვებდი მარტივად შემეძლო ამესრულებინა. მეგობრებთან ერთად ვიყავი, სადაც ჩვენთან ერთად ჩვენი ნარკოდამოკიდებული მეგობარიც იყო“, – გვიყვება 33 წლის გ.ქ. მისი თქმით წარმოდგენა არ ქონდა, რა გავლენას ახდენს ნარკოტიკი ადამიანზე.

ნარკომანია, რომელიც მძიმე სენია ქვეყნისთვის, ძალიან ბევრი ახალგაზრდაა მასზე დამოკიდებული. – ძილი, გაშტერება, ლტოლვა, მიდრეკილება  — ქრონიკული დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც კონკრეტული ნივთიერებების  (ნარკოტიკების) მოხმარებითაა გამოწვეული. 

„ყველაფერი ისე მარტივად არ აღმოჩნდა, როგორც ჩვენ გვეგონა. დროთა განმავლობაში უფრო და უფრო გვიღვივდებოდა სურვილი ნარკოტიკის მოხმარების. ნარკოტიკის მიღების სურვილმა ჩვენში კვლავ,  არაერთხელ იჩინა თავი და ჩვენც ჩვენს მოთხოვნილებას შეძლებისდაგვარად ვიკმაყოფილებდით. ჩემი დამოკიდებულება თავიდან ნარკოტიკზე ფიზიკური იყო. შემდეგ კი იმდენად დამოკიდებული გავხდი, იმდენად დიდი სურვილი მქონდა მოხმარების, რომ ფსიქიკურ დამოკიდებულებაში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც ნარკოდამოკიდებული გავხდი ჩემი ცხოვრება სავსე იყო ისეთი დღეებით, როდესაც საკუთარი თავის, როგორც პაციენტი ისე მკურნალი ექიმი ვიყავი. ასე გადიოდა დღეები, კვირები, თვეები დროდადრო უფრო და უფრო ვემსგავსებოდით ჩვენ მე და ჩემი მეგობრები  ერთმანეთს. სწორედ ასეთი იყო ჩემი ცხოვრების 3 წელი,“ – გვიყვება გ.ქ. მის ცხოვრებაში ბევრმა პრობლემამ იჩინა თავი. როგორც პირად ცხოვრებაში, ისე მეგობრებთან მიმართებაში. მისმა გადაწყვეტილებამ (ნარკოტიკზე დამოკიდებულება) დააკარგვინა მეგობრები, ახლობლები და ქონება, რაც მამისგან დარჩა, – „დამეძაბა ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, დავკარგე საკუთარი თავისა და იმ ადამიანთა პატივისცემა, ვისთანაც ოდესღაც რაღაც მაკავშირებდა.  ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც ერთმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს.“ – გვიყვება ის. ცოტა ხანში ნარკოტიკების მოხმარების გამო, მეგობარი გარდაეცვალა, თავად კი საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მოხვდა, – „ეს იყო აუტანელი ტკივილების ორი კვირა, როგორც ფიზიკური ისე სულიერი ტკივილების.  მერე იყო ოჯახის წევრებთან შერიგება, პატიების თხოვნა და სიმართლე გითხრათ სინანულიც იმ ყველაფერზე. მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ აღვიდგინე ძალები, მომეცა ფიქრის საშუალება და მივხვდი, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა და შევეცადე ჩემი ცხოვრება რადიკალურად შემეცვალა. ახლა რომ ვიხსენებ არც ისე მარტივი იყო ეს ყველაფერი. ალბათ ახლა რომ იმავეს  გავლა მომიწიოს ვერ შევძლებ“, – საბოლოოდ, სამკურნალოდ სარეაბილიტაციო ცენტრში გადაწვიტა წასვლა, – „თამამად ვიტყვი (მეორედ დავიბადე) ეს ადგილი ერთგვარი ხსნაა ჩვენს სიტუაციაში მყოფი ადამიანებისთვის. ამას გვიან მივხვდი, თუმცა მართლა ასეა. რამდენიმე თვის შემდეგ მდგომარეობა გამიუმჯობესდა. დავუბრუნდი ოჯახს, ვცდილობდი ჩავრთულიყავი სახლის საქმეებში და  ცხოვრება გამეგრძელებინა ისე, როგორც რიგით ადამიანს. მინდა გითხრათ რომ ჩემს გარდასახვაში არანაკლები როლი ითამაშეს ოჯახის წევრებმა და მე მათი დღემდე მადლობელი ვარ“, – ამბობს ის. ახლა მას  მეუღლე და ორი შვილი ჰყავს და თავს  ბედნიერ ადამიანად თვლის, – „ბოლოს მინდა ჩემი  უდიდესი თხოვნა  გავაჟღერო ყველა იმ ადამიანის გასაგონად, ვინც ახლა ნარკოდამოკიდებულია – აჯობეთ საკუთარ თავს, პრინციპებსა და მოთხოვნებს. ნუ მისცემთ ნარკოტიკს იმის უფლებას, რომ გმართოთ.“

სარეაბილიტაციო ცენტრი „თანადგომის“ ფსიქოლოგის მაკა ინანაშვილის  თქმით, ნარკომანია – ეს არის ქრონიკული დაავადება. ბევრი მიზეზია იმისა, რომ ადამიანი გახდეს ნარკოდამოკიდებული: ბიო-ფსიქო-სოციალური საკითხები, რაიმე წრის, სოციუმის გავლენა, ან ადამიანის ფსიქოლოგიური მომენტი.

„ნარკოტიკის მოხმარების დაწყება უმეტესწილად გამოწვეულია შემდეგი ფაქტორებით: ცნობისმოყვარეობა,  მიმბაძველობა და საკუთარ თავში დარწმუნების სურვილი, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ  ნარკოტიკის ერთხელ მოხმარება არ იწვევს მასზე მუდმივ დამოკიდებულებას, თუმცა გასათვალისწინებელია ადამიანის წინასწარი განწყობა და მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა.  რაც შეეხება უშუალოდ სარეაბილიტაციო ცენტრს, სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია. ეს დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე თუ რა მდგომარეობა აქვს მას მკურნალობამდე“, – გვეუბნება ფსიქოლოგი მაკა ინანაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობს დამოკიდებულების მქონე ადამიანებთან.

მნიშვნელოვნად საყურადღებოა ის ფაქტი, რომ სტატისტიკურად საქართველოში 52 000 ადამიანია ნარკოდამოკიდებული. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში არსებული სტატისტიკის მიხედვით, აივ-ინფიცირებულთა და შიდსით დაავადებულთა დიდი ნაწილი დაინფიცირებულია ინექციური ნარკოტიკის გამოყენებისას, არასტერილური ინსტრუმენტების გამოყენების გამო.

„საკუთარი დრო და რესურსი სხვა რამეში გამოიყენეთ და მოახდინეთ საკუთრი თავის რეალიზება“, – მიმართავს ნარკოდამოკიდებულებს ფსიქოლოგი, მაკა ინანაშვილი, რომელიც გრემის სარეაბილიტაციო ცენტრში მუშაობს. გრემის სარეაბილიტაციო ცენტრი 2015 წელს დაარსდა. მკურნალობა თავიდან უფასო იყო, თუმცა დაარსებიდან ერთი წლის შემდეგ, მკურნალობის ღირებულება 2500 ლარი  გახდა.

  ცენტრში პაციენტთა მკურნალობა ხდება ფსიქოთერაპიის მეთოდით, როგორც ჯგუფურად ისე ინდივიდუალურად. პაციენტს ადგილზე მისვლისას ეძლევა კითხვარი, რომლის მიხედვითაც ხდება მისი მდგომარეობის განსაზღვრა.

ნარკოდამოკიდებულებს, ცენტრში 12 ნაბიჯის მეთოდის გამოყენებით მკურნალობენ. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა 12 ნაბიჯის პრაქტიკაში განმახორციელებლები სწორედ ის ადამიანები არიან, ვინც ოდესღაც ნარკოდამოკიდებული იყო.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 15/04/2022 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s