RSS

Daily Archives: 19/11/2019

ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამების ბევრი სერვისი მოქალაქეებისთვის უფასო გახდა

სალომე გიორგაძე

„პირველად 21 წლის ვიყავი, როდესაც ღამე ძილის წინ რაღაც უჩვეულოდ ვიგრძენი თავი. უცნაური შეგრძნება იყო, კანკალი, ტახიკარდია, შიში, შფოთვა. მეორე დღესვე, წავედი ექიმთან, რომელმაც მითხრა, რომ პანიკური შეტევა მქონდა და საშიში არაფერი იყო. გამომიწერა დამამშვიდებელი მცენარეული აბები და დავბრუნდი შინ. იმ ღამესაც იგივე ვიგრძენი. მეგონა ვკვდებოდი. იმის შიში რომ ვერ ვხვდებოდი რა მჭირდა, და იმის შეგრძნება, რომ ვკვდებოდი, კიდევ უფრო ცუდად მხდიდა. ღამით ვერ ვიძინებდი, მუდმივად მეშინოდა, რომ ვეღარ ამოვისუნთქავდი, დავიწყე ინტერნეტში რაღაცეების მოძიება და ამის წაკითხვა კიდევ უფრო მძაბავდა, – გვიყვება 22 წლის რესპონდენტი, რომელმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა. ამ ამბებიდან რამდენიმე დღეში მან ფსიქიატრს მიმართა, რომელმაც ფსიქოლოგთან კონსულტაციები ურჩია, მან კი თავის მხრივ, წამლები დამინიშნა, –  ვხვდებოდი, რომ დღითიდღე უკეთ ვხდებოდი, აღანაირი პანიკური შიში და შფოთვა აღარ მქონდა, აღარც ძილის პრობლემა და აღარც ტახიკარდია, ნელ-ნელა ისევ ყველაფერი ჩვეულ რიტმს უბრუნდებოდა. ერთი წელია უკვე მსგავსი პანიკური შეტევები აღარ მქონია და ახლა როგორც უკვე გამოცდილი ადამიანი ყველას ვურჩევ მსგავსი სიმპტომების გამოვლენისთანავე მოახდინონ სწრაფი რეაგირება. აუცილებელია ისაუბროთ პრობლემის შესახებ და არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში,“ – ამბობს ის. Read the rest of this entry »