RSS

Daily Archives: 31/10/2019

ოჯახში ძალადობის მსხვერპლი: ყველაზე რთული მოძალადე ადამიანთან ცხოვრებაა

სალომე გიორგაძე

„17  წლის ვიყავი, როდესაც გათხოვება გადავწყვიტე. მიზეზი კი დედაჩემისა და მამაჩემის გაუთავებელი ჩხუბი იყო. მამა ხშირად სვამდა, შემდეგ სახლში მოდიოდა და დედას ეჩხუბებოდა. უარეს შემთხვევაში ურტყამდა კიდეც. როდესაც ჩემი ყოფილი ქმარი გავიცანი, მალევე გადავწყვიტეთ ოჯახის შექმნა. პატარა ვიყავი და ვერ ვაცნობიერებდი, რომ ეს დრო გათხოვებასა და ბავშვის აღზრდაში კი არა, სწავლისთვის უნდა დამეთმო. ზოგადად, თავიდანვე არ გამოირჩეოდა ჩემი მეუღლე სითბოთი, თუმცა მეგონა ასეთი ცივი ადამიანი იყო და მისგან ზედმეტს არაფერს ვითხოვდი. ოჯახის შექმნის შემდეგ, კიდევ უფრო ცივი გახდა, თითქმის არც იყო სახლში, ან სულ მუშაობდა, ან გარეთ მეგობრებთან ერთად სვამდა. ორსულობის პერიოდში დედა გარდამეცვალა და ჩემი ორსულობაც ამ სტრესის ფონზე საკმაოდ გართულდა. ბავშვის გაჩენის შემდეგ საკმაოდ ეჭვიანი გახდა, როდესაც მაღაზიაში ჩავდიოდი,  უკან ჩუმად მომყვებოდა. აღარც მეგობრებთან მქონდა ურთიერთობა და აღარც ნათესავებთან. ყოველთვის ცდილობდა არსად გავეშვი და ამისთვის ათას მიზეზს იგონებდა. ერთ დღეს, როდესაც ჩემი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე გადავწყვიტე წასვლა და ვთხოვე ბავშვი დაეტოვებინა ხელი დამარტყა და საშინელი სიტყვებით მლანძღა: „შენ რა  დედა ხარ, 5 თვის ბავშვს მამას, რომ უტოვებ და გასართობად მიდიხარო“. Read the rest of this entry »