RSS

Monthly Archives: ივნისი 2018

პირველი სკოლა საქართველოში, რომელსაც საკუთარი სახელობის მწვერვალი აქვს!

მასწავლებლების საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ, პროექტ “Buckswood EduCamping”-ის ფარგლებში 9 ბაქსვუდელი და ბარისახოს საჯარო სკოლის 2 მოსწავლე, სკოლის ადმინისტრაციასთან ერთად, 24 ივნისს პირველად გაემგზავრა მწვერვალის”დასალაშქრად, რომელიც ზღვის დონიდან 3365 მეტრზე, კავკასიონზე, როშკისა და არხოტის გამყოფ ქედზე მდებარეობს. ბაქსვუდი – ასე ეწოდება ამიერიდან მწვერვალს, რომელსაც მანამდე სახელი არ ქონდა. “მწვერვალი მდებარეობს კავკსიონის წყალგამყოფ ქედზე, ფშავ-ხევსურეთის ეროვნუილი პარკის ტერიტორიაზე. აქამდე ამ მწვერვალს სახელი არ ქონდა შერქმეული, მოხდა მწვერვალის სახელის მინიჭების მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მოსახლეობის გამოკითხვა, აგრეთვე დუშეთის მუნიციპალიტეტის ტურიზმის განყოფილების სპეციალისტის ბაბუა ალუდაურის დახმარებით, პროექტის ავტორის და ჯგუფის ლიდერის, ბაქსვუდის საზოგადოებრივ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის – ლიზი გადრანის ინიციატივიოთ მოხდა პირველად საქართველოში მწვერვალისთვის სახელის მინიჭება, ეს სახელი არის მწვერვალი ბაქსვუდი (“Buckswoo)” – ამბობს გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი გიორგი დვალაშვილი. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 28/06/2018 დუიმი კატეგორიის გარეშე

 

მიგრანტთათვის და არა მხოლოდ…

ოლიკო ცისკარიშვილი

გასული საუკუნის ბოლოს, როცა საბჭოთა კავშირი დაინგრა და როცა ქვეყნის ეკონომიკის მასობრივი რღვევა იყო, საქართველოში, სოციალური ფონი საშინლად დაეცა. ხალხის ძირითადი ფენა შიმშილობდა… უძლებდა სიცივეს, სიბნელეს, ბევრ უსამართლობას… ამას თან დაერთო ოსეთისა და აფხაზეთის ომები, სამოქალაქო ომი… სწორედ, აქედან დაიწყო საქართველოდან ადამიანების მასობრივი გასვლა სხვა ქვეყნებში. ადამიანები საკუთარი თავებისა და ოჯახების შიმშილისგან გადარჩენისთვის მზად იყვნენ უკანონონდ გადაეკვეთათ საზღვრები, ფეხით, სიცხეში, ტყვიის ქვეშ, საბარგულში დამალულები და ფაქტობრივად, მონურ პირობებში ემუშავათ ან სექსმუშაკები ყოფილიყვნენ, რადგან მათ ზურგს უკან იდგნენ დედები, მამები, ცოლები, შვილები… Read the rest of this entry »

 

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა – ბიზნესის კეთილი ნება

ოლიკო ცისკარიშვილი

ცოტა ხნის წინ, სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ერთ-ერთმა „ფრენდმა“ გამოკითხვა გამოქვეყნა, რომელიც კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას ეხებოდა, კითხვარის შევსებისას, აღმოვაჩინე, რომ კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ორგანიზაციები არც თუ ისე დიდია საქართველოში.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა, არსებითად, არის ბიზნესის კეთილი ნება, აიღოს თავის თავზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა, ვიდრე მას კანონით ეკისრება, შეგნებულად გასცდეს მოგების მიღების თავდაპირველ ფუნქციას და ნებაყოფლობით იზრუნოს აგრეთვე საზოგადოების კეთილდღეობაზე. დადებითი წვლილი შეიტანოს სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. თუმცა ამას ბევრი ორგანიზაცია ან ვერ იაზრებს, ანდა უბრალოდ, ერევათ იმ პასუხისმგებლობაში რაც წესით მათ იურიდიულად ისედაც ევალებათ. Read the rest of this entry »

 

აზრებაიჯანში 5.7 მაგნიტუდა მიწისძრა დაფიქსირდა

დღეს, თბილისის დროით, 22:40 საათზე, აზერბაიჯანში, საქართველოს სახლემწიფო საზღვრიდან 15 კმ-ში მოხდა 5.7 მაგნიტუდი მიწისძვრა. Read the rest of this entry »

 

დღეს, გარემოს დაცვის დღეა

ეკოფაქტი, ყველას ულოცავს გარემოს დაცვის დღეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია გარემოს დაცვა. დღეს, მსოფლიო გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. წელს მსოფლიოს ქვეყნები ერთიანდებიან პლასტმასის ნარჩენებით დედამიწის დაბინძურების წინააღმდეგ. დღევანდელი მონაცემებით, 2050 წლისთვის ოკეანეებში თევზზე მეტი პლასტმასი იქნება.  Read the rest of this entry »